Tag Archives: #ევროკომისია

ევროკომისია: ევროკავშირში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

ევროკავშირში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა. „გერმანიასა და ევროკავშირში გაზის მიწოდების უსაფრთხოება ამჟამად უზრუნველყოფილია. რუსეთიდან გაზის შემოდინების შემცირება ამ ეტაპზე შეიძლება კომპენსირებული იყოს. თუმცა სიტუაციას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს“, – აღნიშნეს ევროკომისიაში. მანამდე კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანს ტიმერმანსმა ...

Read More »

ანდრეი ერმაკი: ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავი გემების დაზღვევას აკრძალავს

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ევროკავშირი რუსული ნავთობის გადამზიდავ გემებზე სადაზღვევო აკრძალვას დააწესებს. „Wall Street Journal-ის მონაცემების მიხედვით, ეს იქნება სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი. აღნიშნიული აკრძალვა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკის ხელთაა რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით. ახლა რუსეთს გაუჭირდება თავისი ნავთობის აზიაში მიყიდვა, რადგან ევროპული კომპანიები მსოფლიო ნავთობით ვაჭრობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფენ“, – წერს ...

Read More »

ვიქტორ ორბანი უარს ამბობს, რომ მომდევნო კვირაში ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უარს ამბობს, მომდევნო კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ. უნგრეთის მთავრობის მეთაური მოითხოვს ევროკომისიისგან, დამატებითი დეტალები წარუდგინოს ბუდაპეშტს, სადაც საწვავის ალტერნატიული წყაროები იქნება მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნგრეთი რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს ვერ დაუჭერს. ამის შესახებ ნათქვამია ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს. „სანქციების ...

Read More »

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული პლატფორმა ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის

ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული პლატფორმა ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომელიც რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეწყვეტას უკავშირდება. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც ერთ წყაროზე დამოკიდებულებას გამორიცხავს. „რუსეთიდან მილსადენებით გაზის მომარაგება ევროკავშირის გაზის მოხმარებაში 26 პროცენტამდე შემცირდა. მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან ...

Read More »

ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა. ინიციატივა, რომლის სახელწოდებაა REPowerEU, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. „როგორც ვხედავთ, პუტინის ომი ძირს უთხრის გლობალურ ენერგობაზარს. ის აჩვენებს, ერთი მხრივ, რამდენად დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და ასევე გვაჩვენებს, რამდენად მოწყვლადები ვართ, როდესაც რუსეთს ვეყრდნობით წიაღისეული საწვავის იმპორტირებისას. შესაბამისად, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა ...

Read More »
Menu Title