Tag Archives: #აირი

ფიქალის ქანებში ენერგოკომპანიები გაზის ახალ წყაროს ხედავენ

ბრიტანეთმა ფიქალის გაზის წარმოებაზე მორატორიუმი გააუქმა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჰიდრავლიკური მოტეხილობით ფიქლის ბუნებრივი აირის წარმოებაზე მორატორიუმი, ქვეყნის “ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით”, გააუქმა. ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ხუთშაბათს, 22 სექტემბერს გამოქვეყნდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ინგლისში ფიქლის გაზის მოპოვებაზე მორატორიუმი გააუქმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ნავთობისა და გაზის ახალი ლიცენზირების რაუნდისთვის. ხელისუფლება ელოდება 100-ზე მეტი ლიცენზიის გაცემას გრინფილდის დეველოპერებისთვის, რის შემდეგაც მათ უნდა მიიღონ სამთო ნებართვები ადგილობრივი ხელისუფლებისა და მარეგულირებლებისგან. “უკრაინაში ...

Read More »

თამთა მეგრელიშვილი: კარგია, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი

კარგია, რომ საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მინიმალურია, რადგან ევროპაში იანვარი-ივნისის მდგომარეობით გაზის ფასები 4-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში კი მისი ტარიფი ამ დრომდე სტაბილურია, – ამის შესახებ Facebook-ზე ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი წერს. „უნგრეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, იტალიაში, თურქეთში და სხვაგან არასანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე საფასო სხვაობა რუსულ და სხვა ნავთობს შორის საშუალოდ ბარელზე 45% – ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა მოიმატა, მოგიწოდებთ – სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები გადაკეტეთ, გაზის სუნის შემთხვევაში, 114-ზე დარეკეთ

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლეფსვერიძის განცხადებით, ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა მოიმატა. ლეფსვერიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში 114-ზე დარეკონ. „ბინებში გაჟონილი გაზის დაგროვების ფაქტებმა ძალიან მოიმატა. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს აბონენტებს მოვუწოდო: ყურადღებით იყავით, სახლიდან გასვლის წინ გაზის ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, ხოლო გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს სადარბაზოში, ქუჩაში თუ ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: 1- ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 10 და მოწამლულია 51 ადამიანი, მათი 90 % ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა

1- ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილია 10 და მოწამლულია 51 ადამიანი, – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი და მოწამლული ადამიანების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. „ჩვენმა კომპანიამ წელს ყველა აბონენტის მასშტაბური შემოწმება დაიწყო. ამ დრომდე, 205 731 აბონენტია შემოწმებული, ნებისმიერთან შევდივართ, რასაც კანონმდებლობა გვავალდებულებს. დანადგარების რევიზია ხდება, ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მაჩვენებელი 13%-ით გაზარდა

2022 წლის რვა თვის განმავლობაში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 25 მლრდ 534,6 მლნ კუბ/მ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება განხორციელდა, რაც 12,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ABC აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, რვა თვის განმავლობაში ტრანსპორტირებული გაზის 52,7%  ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე მოდის(South Caucasus Pipeline – UKT), რომლის მეშვეობითაც ექსპორტირებული იქნა 13 მილიარდ 455,3 მილიონი ...

Read More »

რუსული გაზის შეწყვეტა გამოიწვევს გრძელვადიან და ინტენსიურ ინფლაციას

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB)  მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპი დამოკიდებულია ინფლაციის სამომავლო ნიშნულზე. ამის შესახებ ECB-ის მმართველი საბჭოს წევრი პაბლო ერნანდეს დე კოსი აცხადებს. დე კოსის თქმით, რუსული გაზის შეწყვეტა კონტინენტზე გამოიწვევს ,,გრძელვადიან და ინტენსიურ ინფლაციას’’. დე კოსი ასევე გახლავთ ესპანეთის ბანკის (Banco de España) ხელმძღვანელი. წყარო: gbc.ge

Read More »

გერმანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან LNG-ხელშეკრულებების გაფორმებას გეგმავს

ოლაფ შოლცის მოადგილის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტისას თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით (LNG) ხელშეკრულებებს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ გერმანია, უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, რუსული ენერგოიმპორტის ჩასანაცვლებლად ახალ პარტნიორებს ეძებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, მთავრობა ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ქვეყნებთან მუდმივ რეჟიმში აწარმოებს. ამის დასტურია მათ შორის მარტში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტები. აღსანიშნავია, ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

გაძვირდება თუ არა გაზი საქართველოში – რას ამბობს ენერგეტიკოსი?

„საქართველოში მოსახლეობისთვის ფასი ე.წ. სოციალური გაზიდან გამომდინარეობს. ანუ ჩვენ სოციალური გაზის რაოდენობით ვიჭერთ ამ ტარიფს, თორემ რეალური ფასები რომ შევიყვანოთ ტარიფში, მაშინ ის გაცილებით მაღალი იქნებოდა“ – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ტარიფი იყოს, რაც დღეს გვაქვს და ენერგოკომპანიებმა მუშაობა შეძლონ, 1000 კუბურ მეტრს 90 დოლარამდე ასუბსიდირებს სახელმწიფო, როდესაც 142 დოლარია თბოელექტროსადგურებისთვის. „ამის საშუალებას ...

Read More »

რუსეთმა ჩინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

“გაზპრომი” ციმბირის გაზსადენით, რომელიც შორეულ აღმოსავლეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამარაგებს, ბუნებრივი აირის მიწოდებას ერთი კვირით აჩერებს. ამის შესახებ “გაზპრომმა” 20 სექტემბერს Telegram-ზე განაცხადა. 22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით გაზსადენზე გეგმიური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩინურ კომპანია CNPC-სთან კონტრაქტი აღჭურვილობისა და სისტემების წელიწადში ორჯერ – გაზაფხულზე და შემოდგომაზე პროფილაქტიკას ითვალისწინებს. “გაზპრომი” წერს, რომ “ციმბირის ძალა” CNPC-თან ერთობლივი ...

Read More »

ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით შეიძენს

ორი თვის წინ თეირანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანიდან მილსადენებით შემოიტანს. ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ირანი რუსეთისგან დღეში დაახლოებით 9 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის და კიდევ 6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სვოპის ხელშეკრულებით, ქვეყნის სამხრეთში მომხმარებლების მიწოდების მიზნით. ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიასა (NIOC) და რუსეთის „გაზპრომს“ შორის ($40 მილიარდის მოცულობის) ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ ირანმა უკვე გააფორმა ...

Read More »
Menu Title