Tag Archives: ამერიკა

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალების ოცეული

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალების ოცეული

საკრედიტო ორგანიზაცია Credit Suisse-მა მსოფლიოს დამოუკიდებელი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, მათი ბიუჯეტი, ხარჯების განაწილება, რეზერვის მოცულობა, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ხარისხი შეისწავლა და მოამზადა ანგარიში, რომელშიც სამხედრო თვალსაზრისით 20 ყველაზე ძლიერი ქვეყანაა შესული. ოცეულის პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები გავიდა, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტმა 2015 წელს $601 მილიარდი შეადგინა. ოცეულში ჩრდილოეთ კორეის გარდა ბირთვული შეიარაღების მქონე ყველა ქვეყანაა შესული. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ...

Read More »
ამერიკაში ეკო-ქალაქი აშენდება

ამერიკაში ეკო-ქალაქი აშენდება

აშშ-ის ფლორიდის შტატის სამხრეთ-დასავლეთში ეკო-ქალაქი აშენდება, რომლის ენერგომოხმარება სრულიად იქნება უზრუნველყოფილი მზის ენერგიით. პროექტ Babcock Ranch-ის დასრულება 25 წელიწადში იგეგმება. ქალაქი მანჰეტენის ზომის იქნება, სადაც 19 500 საცხოვრებელი სახლი აშენდება, 560 000 კვადრატული მეტრის ფართობი კი სავაჭრო ტერიტორიას დაეთმობა. როგორც მოსალოდნელია, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში 50 ათასი ადამიანი იცხოვრებს. Babcock Ranch-ის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მზის ბატარეა, რომლის ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კერძო კომპანია, Peabody Energy ბიზნესის შეწყვეტას აპირებს. გადაწყვეტილების მიზეზი ფინანსური ზარალია.   აღსანიშნავია, რომ კომპანიაში 7,600 თანამშრომელზე მეტია დასაქმებული. Peabody-მ გასულ წელს $2 მილიარდის, ორი წლის წინ კი $787 მილიონის ზარალი ნახა. შედეგად, კომპანიის აქციები 98%-ით შემცირდა. ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-სა და ოკეანესგაღმა ქვეყნებში ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირება იყო. კომპანიას პრობლემები ეკოლოგიური თვალსაზრისითაც შეექმნა, როდესაც ობამას ...

Read More »

“საქართველოს ერთადერთი პრობლემაა პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა”

რაკი ირანს სანქციები უკვე მოეხსნა და არა მხოლოდ საომარ მარაქაში გაერია ახლო აღმოსავლეთში, არამედ ეკონომიკურ გარღვევასაც გეგმავს მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ ველით ირანულ ინვესტიციებსაც და მისი სახით სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-რუსეთის გავლენის დამაბალანსებელ ძალას, რომელსაც ჩვენთან საზღვარი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიული პრეტენზიები არ გვემუქრება. უკვე ითქვა, რომ ირანი საქართველოში ჰესების მშენებლობის ინვესტირებითაა დაინტერესებული, თუმცა, სავარაუდოდ, ინტერესი მხოლოდ ამით არ ...

Read More »
სულ მალე, ქართული საბრძოლო ტექნიკა მსოფლიოს დაიპყრობს

სულ მალე, ქართული საბრძოლო ტექნიკა მსოფლიოს დაიპყრობს

რას წარმოადგენს კომპანია ,,დელტა”,  რომელ ქვეყნებში ოპერირებს და რა სახის კონტრაქტები აქვს გაფორმებული ამ ეტაპზე საბრძოლო  სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“ უკვე  მსოფლიოს 28 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, პერუში, პოლონეთში, ინდოეთში და ყაზახეთში. დაჯავშნული მანქანა, ყუმბარმტყორცნი და ნაღმტყორცნი, ეს იმ საბრძოლო ტექნიკის ნაწილია რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საბრძოლო სამცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ შექმნა და 2015 წლიდან საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ...

Read More »
ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

დიდ ბრიტანეთში საწვავი 60%–ით გაიაფდა ამერიკელი მძღოლებისთვის  დღესასწაული დადგა. ნედლ ნავთობზე არსებული რეკორდულად დაბალი ფასის ფონზე, ბენზინის საშუალო ფასი ბოლო კვირაში გალონზე 2 დოლარზე დაბლა დაეცა. მსგავსი მაჩვენებელი 2009 წლის კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გამოკითხული მძღოლების განცხადებით, მაშინ როცა ერთი წლის წინ ავტომობილის ავზის გავსება დაახლოებით 50 დოლარი ჯდებოდა ეს უკვე 36 დოლარად არის შესაძლებელი. თუკი გავითვალისწინებთ, რომ აშშ–ში ერთ ...

Read More »
ფიქალის გაზი მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის

ფიქალის გაზი მსოფლიო პოლიტიკას შეცვლის

ამერიკაში სულ უფრო აქტიურად მიდის საუბრები ფიქალის გაზის წარმოების შესახებ. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის, მონაცემებით, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 1 ტრილიონი კუბური მეტრი ფიქალის გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მოხმარების შენარჩუნების პირობებში კი ეს მარაგი ამ ქვეყანას 45 წელიწადი ეყოფა. ფიქალის გაზის წარმოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მისი თვითღირებულებაა. თუ ტრადიციულად მოპოვებული ბუნებრივი აირის წარმოების თვითღირებულება 1000 კუბურ მეტრზე 20 დოლარს შეადგენს, ...

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

უკრაინა ენერგობაზრის გასავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ენერგობაზრის განვითარებაში დაეხმარება. უკრაინული ბუნებრივი აირის მომპოვებელი კომპანია „ნეფტოგაზის“ წარმომადგენელი ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც უკრაინის ბუნებრივი აირის ბაზარი და მისი მომავალი ტენდენციები განიხილეს. „ნეფტოგაზი“ უკვე მრავალი წელია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი გაზპრომის პარტიორია. ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებების შედეგად ამერიკა და ევროკავშირი შუამავლების როლში აღმოჩდნენ. გაზპრომი კი მრავალწლიანი კავშირის მიუხედავად ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

ამერიკა უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

უკრაინისა და რუსეთის ომი პირადაპირპროპორციულად აისახა უკრაინის ენერგორესურსებით მომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების ხარისხზე. უკრაინა დიდ წილად რუსულ ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უკრაინის ახალი ხელისუფლების პირობებში დღის წესრიგში დადგა ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხი არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი ევროპა გარკვეულწილად, პუტინისა და რუსეთის ენერგორეურსების მძევლები არიან. ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებით, უკრაინისთვის გაზის მიწოდებას აშშ-ი ორი წლის შემდეგ შეძლებს. მისივე თქმით, ამერიკა მდიდარია ...

Read More »
ამერიკაში ფიქალის გაზის წარმოების "ბუმია": ემუქრება თუ არა რუსულ ენერგოიმპერიას აღსასრული?!

ამერიკაში ფიქალის გაზის წარმოების “ბუმია”: ემუქრება თუ არა რუსულ ენერგოიმპერიას აღსასრული?!

რუსეთს, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, აშშ-ის სახით კონკურენტი გამოუჩნდა. როგორც გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-ი წერს,  აშშ ენერგოინდუსტრიის მასშტაბებით მალე რუსეთს უკან ჩამოიტოვებს. ამერიკელი ექსპერტების ოპტიმიზმი ფიქალის გაზის წარმოებას უკავშირდება. გაზის მოპოვების ახალი ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ფლობდნენ და ცდებსაც ატარებდნენ, თუმცა ტექნოლოგიამ დასრულებული სახე სულ რამდენიმე წელია მიიღო. ეს არის ბურღვის ახალი სისტემა, რომელიც ...

Read More »
Menu Title