გასული რამდენიმე კვირა მზისთვის ფრიად დატვირთული იყო. ჩვენს ვარსკვლავზე გიგანტურ ამოფრქვევათა მთელი სერია ხდებოდა, რა დროსაც კოსმოსში პლაზმა იტყორცნებოდა. მათ შორის ყველაზე დრამატული იყო მძლავრი კორონარული მასის ამოტყორცნა და მზის ანთება, რომელიც მზის მეორე, ჩვენგან დამალულ მხარეს 15 თებერვალს მოხდა. თუ ზომას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ეს ამოფრქვევა ყველაზე მძლავრ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რაც კი ჩვენს მზეს ძალუძს: X-კლასის ანთებას. ვინაიდან ანთება და კორონარული მასის ამოტყორცნა დედამიწის საპირისპირო მხარეს იყო ...
Read More »