Tag Archives: #ატომური

ბირთვული ენერგიის განვითარებისთვის ბრიტანეთი $120 მილიონს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი 120 მილიონ ფუნტს ($147 მილიონს) ატომური ენერგიის განვითარების ახალ ფონდში ჩადებს. ქვეყანა მიზნად ისახავს ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის გამომუშავების ხერხემლად აქციოს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული მომავლის ფონდი დაეხმარება მთავრობას 2030 წლისთვის რვა ახალი რეაქტორის ამოქმედებაში, რასაც ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია ითვალისწინებს. ფონდის მიზანია წაახალისოს კერძო ინვესტიციები ბრიტანულ პროექტებში. “ფონდი გააგრძელებს ჩვენს გეგმას ახალი ატომური ელექტროსადგურების შესახებ, როგორც ბრიტანეთის ბირთვული ...

Read More »

ფინეთმა რუსეთთან ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი გაწყვიტა

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fennovoima-მ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსატომთან” ფინეთში ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი შეაჩერა. ფინელების თანახმად, “როსატომის” მხრიდან ვადის გადაცილებამ პროექტის შესრულება შეუძლებელი გახადა, ამას უკრაინაში დაწყებული ომიც დაემატა, რამაც რისკები კიდევ უფრო გაზარდა. Fennovoima-მ “როსატომის” შვილობილ კომპანია RAOS-სთან პროექტის აშენების შესახებ კონტრაქტს 2013 წელს მოაწერა ხელი. Hanhikivi 1 ფინეთის რიგით მესამე ატომური ელექტროსადგური იქნებოდა, 1970-იანი წლების შემდეგ კი – ...

Read More »

კიევმა გაეროს ატომურ სააგენტოს აცნობა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავისი ექსპერტები მიავლინა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ კიევმა მას აცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ატომური ენერგეტიკის სპეციალისტები მიავლინა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე სამეთვალყურეოდ. ატომურ სადგურს, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჯერ კიდევ მართავს უკრაინული პერსონალი. ამის ფონზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის. ზაპოროჟიის ატომური სადგური გაეროს ატომური სააგენტოს შეშფოთების ობიექტად რჩება. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ 29 აპრილს ...

Read More »

ზელენსკი: რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო მისი გამოყენებით

“რუსეთს არ აქვს უფლება მსოფლიო ბირთვული იარაღით აშანტაჟოს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადააქციოს ბირთვული ენერგია იარაღად და აშანტაჟოს მსოფლიო ბირთვული იარაღის გამოყენებით. მსოფლიოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს კატასტროფისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.

Read More »

გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი: ჩერნობილში რადიაციის დონე ნორმაზე მაღალია

ჩერნობილში რადიაციის დონე ნორმალურ ზღვარს აღემატება, – ამის შესახებ გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი საუბრობს. სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ რადიაციის დონე ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის შეჭრის შემდეგ, “არანორმალურია”. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის მიერ ობიექტის ერთკვირიანი ოკუპაცია იყო “ძალიან, ძალიან საშიში”.

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ბულგარეთმა და საბერძნეთმა ბირთვულ პროექტზე მოლაპარაკებებისას პროგრესს მიაღწიეს

ბულგარეთმა და საბერძნეთმა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს. თუმცა ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღების საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. ქვეყნებს შორის ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. პროექტის იდეა პირველად 22 თებერვალს, ბულგარეთის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, ასენ ვასილევის საბერძნეთიდან დაბრუნების შემდგომ გაჟღერდა. ვასილევის განცხადებით, მიზანი საბერძნეთთან, ბულგარეთის ბირთვული ენერგიის გამოყენების შესახებ, მინიმუმ 20-წლიანი ხელშეკრულების გაფორმებაა. ...

Read More »

“ოკუპანტების რაკეტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს კრიტიკულ სიახლოვეს ჩაუარეს”

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დღეს გასროლილმა ორმა რაკეტამ სადგურს კრიტიკულად სახიფათო სიახლოვეს ჩაუარა. ამის შესახებ ელექტროსადგურის პრესსამსახური იტყობინება. “დაბალ სიმაღლეზე რაკეტების ფრენა, სადაც – დიდი რაოდენობით ბირთვული მასალებით – 7 ატომური დანადგარია განთავსებული, ქმნის უზარმაზარ რისკებს. რაკეტები ერთ-ერთ ბირთვულ დანადგარს რომ მოხვდეს, შეიქმნება  ბირთვული და რადიაციული კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში. რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე გამთენიისას ...

Read More »

„ენერგოატომი“: რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმის მორიგი აქტი დავაფიქსირეთ

უკრაინამ რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმის მორიგი აქტი დააფიქსირა,– იუწყება უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ და ვიდეოს აქვეყნებს. კომპანიის ცნიბით, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური იქცა ახალ ობიექტად, რომლის უსაფრთხოებასაც საფრთხე რუსული საკრუიზო რაკეტებით ემუქრებოდა. „16 აპრილს სადგურის მოედანზე გადავიდა სამი საკრუიზო რაკეტა, რომელიც სავარაუდოდ, ბელორუსის ტერიტორიიდან ნიკოლაევის მიმართულებით გაისროლეს. ერთ-ერთი მათგანი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. საფრთხე, ატომურ რეაქტორში ჩავარდნის და ბირთვული კატასტროფის, მაღალი იყო“,– იუწყება „ენერგოატომი“.

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან კომუნიკაცია აღდგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს შორის პირდაპირი კომუნიკაცია აღდგა, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის განცხადებაშია აღნიშნული. ”აშკარად არ იყო მდგრადი ვითარება და ძალიან კარგი ამბავია, რომ მარეგულირებელს ახლა შეუძლია უშუალოდ დაუკავშირდეს ელექტროსადგურს მაშინ, როცა ეს საჭიროა,” – თქვა გროსიმ განცხადებაში. რუსული ძალები ჩერნობილს ხუთი კვირის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მათ ელექტროსადგური 31 მარტს ...

Read More »

გერმანია გაჩერებულ ატომურ ელექტროსადგურებს აღარ აამუშავებას

ენერგოკრიზისის მიუხედავად, მაშინ როცა მთელი ევროპა რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს, გერმანია გაჩერებული ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამუშავებას არ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში დაფუძნებულ ენერგეტიკული კომპანია EON-ის აღმასრულებელ დირექტორ ლეო ბინრნაბაუმის განცხადებაზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს. გერმანიამ ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე უარი 2011 წლის ფუკუშიმას ტრაგედიის შემდეგ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ცუნამის საფრთხე არც ჩრდილოეთის ზღვიდან და არც ბალტიის ზღვიდან არ მომდინარეობს, ...

Read More »
Menu Title