Tag Archives: #აზერბაიჯანი

აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში აზერბაიჯანიდან 505 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. ESCO-ს მიერ მომზადებული ანგრიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 21.4%-ით აჭარბებს. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 1,706,1 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 29,6% აზერბაიჯანზე მოდის. საანგარიშო პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 1 039,9 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია შემოიტანა, ხოლო თურქეთიდან 48,2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია.  

Read More »

აზერბაიჯანმა 755 ათასი ტონა ნავთობქიმიური პროდუქტის ექსპორტი განახორციელა

ამ წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანში ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტმა  755 ათასი ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) განცხადების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 13%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

Read More »

SOCAR-მა ნავთობის მოპოვება 8%-ით გაზარდა, ბუნებრივი აირის – 7%-ით

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ 1,988 მილიონი ტონა ნავთობი და 1,955 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. ნავთობის მოპოვების აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 8%-ით აღემატება, ხოლო ბუნებრივი აირის – 7%-ით მეტია. აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მთლიანი წარმოება 6,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9,953 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამავე პერიოდში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,7%-ით, 8,421 ...

Read More »

“აზერენერჯის” ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 21%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში „აზერენერჯიმ“ ექსპორტზე გაიტანა 813.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, მთლიანობაში, 33 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.6 მილიონი დოლარით (20,7%), ანუ 106,85 მილიონი კვტ/სთ-ით (11,6%) ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიის ექსპორტმა შეადგინა აზერბაიჯანის ენერგეორესურსების მთლიანი ექსპორტის 0.4% და არა-წიაღისეული რესურსების ექსპორტის 2.8%. ნინო სამადაშვილი

Read More »

ილჰამ ალიევი ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ზრდას პროგნოზირებს

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა ევროპულ ბაზარზე გაიზრდება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) პროექტის დასრულება ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო – იუწყება “ინტერფაქს-აზერბაიჯანი”. იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში მცხოვრები მოსახლეობის აზერბაიჯანული გაზით მომარაგება, ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით, 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. TAP გაზსადენი SGC–ს ნაწილია, რომელიც ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შეამცირა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოს 740.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რომლის ღირებულებამაც მთლიანობაში 107.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით. გამოქვეყენებული ანგარიშის თანახმად, მოცულობა 21%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წლის პირველ ნახევარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 96,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოიტანა, რომლის ღირებულებეამაც მთლიანობაში 48,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნინო ...

Read More »
თურქეთს აქვს რუსული გაზის ალტერნატივა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 17%-ით გაზარდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში,  აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტმა 3.511 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი  17,3%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მოანცემებზე. 2020 წლის ორი კვარტლისთვის აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის მოცულობამ 2.994 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

Read More »

აზერბაიჯანმა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით 6%-ით მეტი ბუნებრივი აირი აწარმოა

2020 წელს აზერბაიჯანმა 25.8 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე. მთლიანობაში, 2020 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის რეზერვების საერთო რაოდენობა 2.5 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის ყოველწლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წლის ბოლოსათვის მსოფლიო ბუნებრივი აირის მარაგი 188.1 ტრილიონ კუბურ მეტრს უტოლდება. აზერბაიჯანზე კი მთელი მოცულობის 1.3 პროცენტი მოდის. BP-ის ...

Read More »

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 4%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად შეადგინა 17 მილიონი 176.8 ათასი ტონა, რაც 4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ შეადგინა 20 მილიარდ 355,3 მილიონი კუბური მეტრი (ზრდა 5,1%). 2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად  შეადგინა 34 მილიონი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,65 აშშ დოლარით (0,86%) გაიზარდა. როგორც აღნიშნულის შესახებ იტყობინება Report, Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 76,7 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი ...

Read More »