Tag Archives: #ბანკი

მსოფლიო ბანკი ნავთობის 10 დოლარით გაიაფებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი: ენერგიის გადასახადებისთვის აღებული ვალი, ისევ ხალხს დააზარალებს

მსოფლიო ბანკის განცხადებით,მთავრობებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ ენერგიის გადასახადში მოსახლეობის დახმარება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა,რომ Covid-19-ის მხარდაჭერის პროგრამების გამო აღებული ვალების გადახდას ათწლეულები დასჭირდება. მაშინ მთავრობა ,,ყველას ეხმარებოდა’’. ‘’მთავრობები აცხადებენ,რომ იზრუნებენ ყველა მოქალაქეზე,რაც ასევე ძალიან ძვირი დაჯდება’’. – განაცხადა მალპასმა. დევიდ მალპასმა BBC-ს განუცხადა, რომ ზუსტად იგივე პოლიტიკაა ენერგიის გადასახადების მხარდაჭერისთვის,რაც კოვიდის დროს იყო. აღნიშნული პოლიტიკა უბიძგებს მთავრობებს, გლობალური ...

Read More »

უკრაინული “ნაფტოგაზი” და “უკრენერგო” EBRD-ის დახმარებით 90 მილიონ ევროს მიიღებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), კანადისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან ერთად, მხარს დაუჭერს უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიას. ქვეყნები „ნაფტოგაზისა“ და „უკრენერგოს“ დასახმარებლად 36,5 და 54,4 მილიონ ევროს გამოყოფენ. „უკრაინის ეკონომიკის პრობლემების გადასაჭრელად, EBRD პრიორიტეტულად მიიჩნევს ვაჭრობის დაფინანსებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და სურსათის უსაფრთხოებას, ასევე ფარმაცევტული კომპანიების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში. კანადის მიერ გამოყოფილი თანხები ზამთრის სეზონამდე ...

Read More »

ევროპული ბანკი უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის გადახდას დათანხმდა

ევროპული ბანკი დათანხმდა უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტის გადახდას, განაცხადა სლოვაკურმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Slovnaft-მა, რადგან მან აღმოფხვრა გასულ კვირას ნავთობის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი, იტყობინება Reuters. გადახდა, ყველა მხარის მიერ დადასტურების შემთხვევაში, იქნება ნაბიჯი ჩეხეთის რესპუბლიკაში ნავთობის ნაკადების აღდგენისკენ, ერთკვირიანი შეწყვეტის შემდეგ და ასევე შექმნის პირობებს რეგიონში ტრანზიტის შემდგომი გადახდებისთვის. “ჩვენი ინფორმაციით, ბანკმა განიხილა სატრანზიტო კომპანიებს შორის თავდაპირველად დაბლოკილი გადახდა და ...

Read More »

Deutsche Bank-ის დირექტორი რუსული ენერგიის აკრძალვას არ ემხრობა

Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სევინგი შეუერთდა გერმანელი აღმასრულებლებისა და პოლიტიკოსების მზარდ სიას, რომლებიც რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. “გერმანიას, რომელიც უკვე ებრძვის მზარდ ინფლაციას, სიტუაციის შემდგომი გაუარესება დაემუქრება, თუ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი ან მიწოდება შეწყდება. გერმანიაში აშკარა რეცესია, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება”,- განაცხადა სევინგმა პრესკონფერენციაზე, სადაც მან ქვეყნის მთავარი საბანკო ლობის ხელმძღვანელის ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის დარეგულირებას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, სებ-ი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს. რეგულაციები ფულის გათეთრების მიმართულებით დაწესდება, რაც, ძირითადად, სავაჭრო პლატფორმებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. “კრიპტოვალუტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი მხრიდან ე.წ. AML [Anti-Money Laundering], ანუ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესება. რეალურად, დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა, აშშ-მ უკვე გამოსცა გარკვეული რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის დარეგულირება. ...

Read More »
Menu Title