Tag Archives: #ბიტკოინი

რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის  მთავრობამ და ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გასულ თვეს რუსეთის ბანკი, ფინანსური არასტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის სუვერენიტეტის მიზეზით, ბიტკოინის მაინინგისა და სხვა სახის კრიპტოოპერაციების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ამჟამად, რუსეთის მთავრობა ცენტრალურ ბანკთან ერთად კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც კრიპტოს არა ციფრულ ფინანსურ აქტივად, არამედ „ვალუტის ანალოგად“ განიხილავს. არსებული ინფორმაციით, კანონპროექტი 18 თებერვლიდან შევა ძალაში. საინფორმაციო ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $42,956-მდე გაიზარდა

ბიტკოინის კურსი 3%-ით გაიზარდა და $42,956 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინის ტექნიკურ ნიშნულზე მაღლა ზრდა ემთხვევა აშშ-ში სამუშაო ადგილების შესახებ მოსალოდნელზე უკეთეს ანგარიშს და Amazon.com-ის მიერ ძლიერი შემოსავლის გამოქვეყნებას. ბოლო თვეებში კრიპტოვალუტა რისკის შემცველ აქტივებთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ S&P 500 პარასკევს ასევე გაიზარდა 0.5.%-ით, ხოლო Nasdaq 100 1.3%-ით. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 ...

Read More »

ბიტკოინის ფასი მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ დაიკლებს

Fundstrat-ის ტექნიკური ანალიტიკოსის თქმით, დიდი შანსია, რომ ბიტკოინის ფასმა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ დაიწიოს. უმსხვილესი კრიპტოვალუტა ნოემბრის რეკორდული ფასიდან 50%-იანი შემცირების შემდეგ, ბოლო პერიოდში დასტაბილურდა. თუმცა, ფასების მოდელის მიხედვით, რომელსაც Fundstrat-ის ანალიტიკოსი მარკ ნიუტონი აკონტროლებს, დიდი ალბათობით, ბიტკოინისთვის კიდევ უფრო დაბალი ფასი გაზაფხულის თვეებში დაფიქსირდება. მან გააფრთხილა ტრეიდერები, რომ ახლა დაწინაურებაზე თამაშისთვის კარგი დრო არ არის. მისი თქმით, ტექნიკურ ...

Read More »

ინდოეთი საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის (CBDC) შექმნას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, გამოსაცდელ ფაზაში 2023 წლიდან გაეშვება. “ციფრული ვალუტის შექმნა ინდოეთის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. CBDC-ის შემოღება ვალუტის მენეჯმენტის შედარებით ეფექტური სისტემების შექმნას გამოიწვევს”. – თქვა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითარამანმა. ცენტრალურ ბანკს არ განუმარტავს, ზუსტად რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს ციფრული რუპია და იქნება თუ არა ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული, თუმცა, სავარაუდოა, რომ ინდოეთმაც ...

Read More »

IMF: ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად არ უნდა გამოიყენოს

რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ ელ-სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად აღარ უნდა გამოიყენოს, რადგან ამგვარი მიდგომა ქვეყნის ფინანსურ და საბაზრო მდგრადობას, ფინანსურ სტაბილურობასა და მომხმარებელთა დაცვას საფრთხის წინაშე აყენებს. ამასთანავე, Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ ელ-სალვადორი ამ რეკომენდაციას არ შეასრულებს, IMF-ისაგან სესხის მიღება ქვეყნისთვის საკმაოდ რთული გახდება. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ელ-სალვადორს IMF-ისაგან სესხის ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის დარეგულირებას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას თქმით, სებ-ი კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირებას გეგმავს. რეგულაციები ფულის გათეთრების მიმართულებით დაწესდება, რაც, ძირითადად, სავაჭრო პლატფორმებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. “კრიპტოვალუტის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი მხრიდან ე.წ. AML [Anti-Money Laundering], ანუ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების დაწესება. რეალურად, დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა, აშშ-მ უკვე გამოსცა გარკვეული რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის დარეგულირება. ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $32,970-მდე შემცირდა

ბიტკოინის კურსი კვლავ დაეცა და 35 000 აშშ დოლარის ნიშნულზე ქვემოთ ჩამოვიდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 6-თვიან მინიმუმამდე შემცირდა და 32,970 აშშ დოლარს შეადგენს. როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის გამომწვევი ერთეთი მიზეზად  ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შატებში საბაზრო-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება საახელდება. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

ქვეყნები, რომლებმაც კრიპტოვალუტა აკრძალეს

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინს ხშირად აკრიტიკებენ მისი არასტაბილურობის, საეჭვო ტრანზაქციებში მონაწილეობისა და მოპოვებისთვის საჭირო ჭარბი ელექტროენერგიის გამო, ის მაინც უსაფრთხო საცავად ითვლება. თუმცა, ბიტკოინის მიმართ გაზრდილი წინააღმდეგობის გამო, მისი და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებასა და მოპოვებაზე ზოგმა ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა. ქვეყნების სია, რომლებიც კრძალავენ კრიპტოვალტების მაინინგს და გამოყენებას ასე გამოიყურება: ალჟირი ალჟირი კრიპტოვალუტის გამოყენებას 2018 წელს ფინანსური კანონის მიღების შემდეგ კრძალავს. ქვეყანაში ...

Read More »

რატომ უფასურდება კრიპტოვალუტა – ბიკტოინის ფასი შესაძლოა, 30 000 დოლარამდე დაეცეს

კრიპტოვალუტის ბაზრებზე ბიტკოინმა 3.4% დაკარგა და საშუალოდ, 35 000 დოლარად ივაჭრება, შაბათს კი 34,000 დოლარამდეც დაეცა, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება თითქმის განახევრდა, რადგან ნოემბერში მისი რეკორდული პიკი 69 000 დოლარს შეადგენდა. ტრეიდერები ამბობენ, რომ ინსტიტუციური ინვესტორები კრიპტოვალუტის მიმართ მხარდაჭერას ზრდიან, რაც მჭიდრო კავშირშია რისკების ისეთ აქტივებთან, როგორიც არის აქციები. ...

Read More »

„ბიტკოინი“ თითქმის 50%-ით გაუფასურდა

2021 წლის ნოემბრის შემდეგ, კრიპტოვალუტა „ბიტკოინი“ თითქმის 50%-ით გაუფასურდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს. CoinDesk-ის მონაცემებით, მხოლოდ 24 საათი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი 8%-ით დაცემულიყო. ამჟამად, მისი ყიდვა დაახლოებით $35 ათასადაა შესაძლებელი. 2021 წლის დასაწყისთან შედარებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა 20%-ზე მეტითაა გაუფასურებული.

Read More »
Menu Title