Tag Archives: BP

გაზპრომისა და გასკოს ხელშეკრულება აზერბაიჯანული გაზის საქართველოში ექსპორტზე არ იმოქმედებს.

გაზპრომისა და გასკოს ხელშეკრულება აზერბაიჯანული გაზის საქართველოში ექსპორტზე არ იმოქმედებს.

ამის შესახებ SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა მამედოვის განცხადებით, ეს შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს სოკარის მიწოდებაზე საქართველოში, რადგანაც მოქმედი ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2030 წლამდეა, კონკრეტული მოცულობების მითითებით. კომპანია SOCAR-ი ახორციელებს აზერბაიჯანში მოპოვებული გაზის ექსპორტს საქართველოში. გარდა ამისა, საქართველო, აზერბაიჯანიდან შაჰ_დენიზის საბადოში წარმოებულ გაზსაც იღებს. შაჰ_დენიზის საბადოს ტექნიკური ოპერატორი არის კომპანია BP. ენეგოპლატფორმა

Read More »
ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტით შეიქმნა მეტი სტაბილურობის გარანტია რეგიონში

ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტით შეიქმნა მეტი სტაბილურობის გარანტია რეგიონში

ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი, რომლითაც დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს, “ბრითიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლებს და მეგობარი ქვეყნების ელჩებს საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ბაქო-სუფსის ...

Read More »
ВР-ის აქციონერებმა დირექტორს ბონუსი არ დაუმტკიცეს

ВР-ის აქციონერებმა დირექტორს ბონუსი არ დაუმტკიცეს

ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის აქციონერებმა არ დაეთანხმნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბობ დადლისთვის გასული წლის მოღვაწეობისთვის $20 მლნ-ის მოცულობის ბონუსის გაცემას. აქციათა 59%-ის მფლობელებმა ამ წინადადებაზე „არა“ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ აქციონერების „აჯანყება“ იშვიათი მოვლენაა ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, ანალიტიკოსები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ გამორიცხავდნენ: 2015 წელს, ნავთობის გაიაფების ფონზე, ბრიტანულმა კომპანიამ $6.5 მლრდ-ის ზარალი განიცადა. გარდა ამისა, ВР-ი ჯერ კიდევ იხდის 2010 წელს ...

Read More »
გიორგი კვირიკაშვილი - შაჰ-დენიზი მთლიანად რეგიონისთვის უმინშვნელოვანესი პროექტია

გიორგი კვირიკაშვილი – შაჰ-დენიზი მთლიანად რეგიონისთვის უმინშვნელოვანესი პროექტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოები მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. პროექტის მიხედვით, გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრით გაიზრდება. განახლებული მილით მოხდება ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება კასპიის ზღვიდან, თურქეთის გავლით. პროექტის მიხედვით, 2018-19 წლებიდან ...

Read More »
ჯანდარაში ,,ბი-პი"-ს კონტრაქტორი ფირმის თანამშრომლები გაიფიცნენ

ჯანდარაში ,,ბი-პი”-ს კონტრაქტორი ფირმის თანამშრომლები გაიფიცნენ

გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კომპანია ,,ბი-პი”-ს კონტარქტორი ფირმა ,,ბეხტელენკას” თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათ ,,ბი-პი”-ს სამშენებლო ბაზის ტერიტორიაზე დილიდან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საათობრივი ანაზღაურების 1 ლარით გაზრდას, ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულების მინიმუმ ექვს თვემდე გაგრძელებას, ასევე შაბათ დღეს შესრულებული სამუშაოს ორმაგად ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც ,,ბეხტელენკაში” დასაქმებულები აცხადებენ, ადგილობრივ მუშა-ხელს მიზერული ანაზღაურება აქვს, თურქეთიდან ჩამოყვანილ ...

Read More »
ირანი ნავთობის ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად მოპოვების გაზრდას გეგმავს

ირანი ნავთობის ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად მოპოვების გაზრდას გეგმავს

ირანი ნავთობის ბაზარზე საკუთარი წილის დაცვას “ნებისმიერ ფასად შეეცდება”. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა, ბიჯან ნამდარ ზანგენჰმა განაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი სანქციების შემსუბუქების შემდეგ ნავთობის მოპოვებას გაზრდის, რაც ბაზარზე ნავთობის ფასის კიდევ უფრო მეტად დაწევას გამოიწვევს. ნავთობის ფასი გასულ კვირაში გასული ექვსი წლის მინიმუმამდე შემცირდა და ერთ ბარელზე (WTI) უკვე $40-ს შეადგენს. ირანის მიერ მოპოვების ზრდამ კი, მისი ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

მცოცავი ოკუპაციის შედეგად, ახალგორთან არსებული British Petrolium-ის ნავთობსადენის უკონტროლო ტერიტორია გაიზარდა. აღნიშნულ ნავთობსადენზე ფიზიკური კონტროლი კომპანიამ 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დეფაქტო საზღვარი გადმოსწია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გაზარდა. კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით Energynews-ი BP-ის დაუკავშირდა. BP- არის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია. ორგანიზაცია საქართველოში 1999-წლიდან უკვე 16 წელია ოპერირებს. „როგორც მოგეხსენებათ მილსადენის გარკვეული ნაწილი უკვე რამოდენიმე ...

Read More »
მილსადენის ირგვლივ შექმნილი პრობლემა წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ნაწილია

მილსადენის ირგვლივ შექმნილი პრობლემა წინა ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის ნაწილია

მცოცავი ოკუპაციის შედეგად, საოკუპაციო ხაზს იქით მოყოლილი BP-ის მილსადენის თაობაზე შექმნილ პრობლემას ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერი კახა კალაძე წინა ხელისუფლებას აბრალებს და მისი განცხადებით აღნიშნული პრობლემა მათი უგუნური პოლიტიკის ბრალია, ასევე, კალაძის განცხადებით მილსადენის პრობლემა ახალი არ არის და „დღეს“ არ დაწყებულა. „ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა. ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ მივიღეთ. 2008 წლის ...

Read More »
მცოცავი ოკუპაციის შედეგად BP-ის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა

მცოცავი ოკუპაციის შედეგად BP-ის ნავთობსადენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა

რუსეთის მცოცავმა ოკუპაციამ BP-ის ნავთობსადენი დაფარა. ე.წ. საზღვარი საოკუპაციო რეჟიმმა ხურვალეთში კიდევ 1 კილომეტრით გადმოწია და “ბრითიშ პეტროლიუმის” ნავთობსადენიდან 50 მეტრის მოშორებით ბანერი განათავსა. ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის მიხედვით კი, ტერიტორია ბანერიდან 100 მეტრის რადიუსით სასაზღვრო ზონად მიიჩნევა. შესაბამისად, მსხვილი ნავთობსადენი ოკუპანტმა საკუთარი გავლენის სფეროში მოიქცია. დამატებით 10 ჰექტარის რუსეთის მიერ მითვისება განსაკუთრებით მოულოდნელი სოფლის მოსახლეობისთვის იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ გუშინ ისინი აქ მიწას ამუშავდნენ ...

Read More »
გარდაბანში BP-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

გარდაბანში BP-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

საპროტესტო აქცია გარდაბნის რაიონში  სოფელ ლემშვენიერასთან. კომპანია “ბი-პის”  თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ  დასვენების დღე თვეში მხოლოდ 2 დღე აქვთ. აქციის მონაწილეები კვირას  დასვენების დღედ გამოცხადებას,  სამედიცინო დაზღვევას,  სპეცტანსაცმელსა და დამატებითი საათების სრულყოფილად ანაზღაურებას ითხოვენ. საპროტესტო აქციას კომპანიის მენეჯერი გამოეხმაურა და განმარტა რომ  მომუშავე პერსონალთან მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები და განიხილება მათი მოთხოვნები “ჩვენ ვიცით ამ პრობლემების შესახებ ვინაიდან გავეცანით ...

Read More »
Menu Title