Tag Archives: #ჩინეთი

“სამი ხეობის კაშხალმა” 2021 წელს103,6 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

China Three Gorges იუწყება, რომ მისმა 22,5 გიგავატი სიმძლავრის “სამი ხეობის კაშხალმა” 2021 წელს 103,649 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც კვლავ გადალახა 100 მილიარდ კვტ/სთ-იანი ზღვარი. მიღებული სუფთა ელექტროენერგიის აღნიშნული მოცულობა ექვივალენტია 31,758 მილიონი ტონა ნახშირის მომხმარების შემცირებისა, ასევე, 86,858 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის, 19,400 ტონა გოგირდის დიოქსიდის და 20,200 ტონა აზოტის ოქსიდების ემისიების შემცირებისა. მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, მდებარეობს ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქალაქ სანდოუპინის სიახლოვეს ...

Read More »

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჩინეთი ქვანახშირის წარმოებას ზრდის

ჩინეთმა 2021 წელს, ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ქვანახშირის წარმოება 4,7%-ით გაზარდა. აღნიშნულს 17 იანვარს ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს. ჯამში, 2021 წელს, ქვეყანაში 4,07 მილიარდი ტონა ქვანახშირი იქნა მოპოვებული, რაც 4,7%-ით მეტია 2020 წელთან და 5,6%-ით მეტი – 2019 წელთან შედარებით. რაც შეეხება ნახშირის იმპორტს, ის გასულ წელს 6,6%-ით გაიზარდა და 320 მლნ ტონა შეადგინა. მხოლოდ ...

Read More »

ჩინეთი სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს გაყიდის

ჩინეთი სახელმწიფო მარაგებიდან ნავთობის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. შეთანხმება 2021 წლის ბოლოს იქნა მიღწეული. ნავთობის მოცულობა, რომლის გამოშვებას პეკინი გეგმავს, არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ ცნობილია, რომ ეს დამოკიდებული იქნება ენერგიის ფასების დონეზე. შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების ...

Read More »

სი ძინპინი: ჩინეთმა და გერმანიამ მწვანე ეკონომიკაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, გერმანიის ახლად არჩეულ კანცლერს, ოლაფ შოლცს მწვანე და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა. სატელეფონო საუბრისას  ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მეორე და მეოთხე უდიდესმა ეკონომიკებმა უნდა გააცნობიერონ სერვისებით ვაჭრობის ზრდის პოტენციალი. ჩინეთი, გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიისთვის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. სი ძინპინის განცხადებით, ისინი მოხარულები იქნებიან ...

Read More »

ჩინეთის მთავრობამ სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა

ჩინეთის ხელისუფლებამ გასულ წელს, ივლისში დაგეგმილი პოლიტიკური ღონისძიების წინ ამინდი ხელოვნურად შეცვალა. როგორც ცინხუას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ჩინეთის მთავრობამ სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ღრუბლების მასას აკონტროლებს, წვიმა ხელოვნურად შეაჩერა და პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები შეამცირა. ამინდის ხელოვნურად ცვლილების ტექნოლოგია პეკინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების წინ გამოიყენა. შედეგად ტიანანმენის მოედანზე გამართულ ზეიმს ათასობით ადამიანი „უღრუბლო ცის“ ქვეშ დაესწრო. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ...

Read More »

ჩინეთში ბირთვული რეაქტორი შენდება

ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ძლიერ ბირთვულ რეაქტორს ავითარებს, რომელსაც პლანეტათაშორისი მისიებისთვის გამოიყენებენ. კოსმოსის შესასწავლად ბირთვულ რეაქტორებს რამდენიმე ქვეყანა უკვე ფლობს, მათ შორის, შეერთებული შტატები და რუსეთი. ჩინური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყანა 1-მგვტ კლასის პროექტს ტესტავს. ბირთვული რეაქტორის ტექნიკური პროექტი უკვე დასრულებულია. მანამდე NASA-მ გამოაცხადა კონკურსი 10 კილოვატიანი კლასის რეაქტორის შესაქმნელად, ჩინური რეაქტორი მასზე 100-ჯერ უფრო ძლიერი იქნება. წყარო: report.ge

Read More »

ქვეყნები, სადაც ენერგეტიკული კრიზისია

COVID-19 პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა ახალი ტიპის კრიზისის წინაშე დგას, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება. დედამიწა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. მსოფლიოს გიგანტურმა კომპანიებმა ენერგიის მიღების ახალი წყაროების მოძიება დაიწყეს. მათ შორის, ქარის, მზის და მწვანე ენერგიის. ინდოეთში ქვანახშირი იწურება Power Technology-ის მონაცემებით, ბუნებრივ წიაღისეულზე ქვეყნის 60%-ია დამოკიდებული. COP26 კონფერენციის დროს, ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ქვანახშირის ჩანაცვლების ეტაპობრივი გზები წარადგინა. ინდოეთის მთავარი ...

Read More »

ჩინეთი საჭიროების შემთხვევაში მზად არის ეროვნული მარაგებიდან ნავთობი გაყიდოს

ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული მარაგებიდან „საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ჩჟაო ლიცზიანის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩინეთს შეუძლია ნავთობის გაყიდვა ეროვნული რეზერვებიდან, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა და საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით“, – განაცხადა მან ბრიფინგზე. როგორც ჩინელმა დიპლომატმა დააზუსტა, პეკინი მზადაა მიიღოს “სხვა ზომები ბაზრის მხარდასაჭერად”. „ჩვენ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ მსგავსი გადაწყვეტილებების შესახებ“, – დასძინა ...

Read More »

“ჩინეთთან ენერგეტიკული გარიგებები მოსკოვისთვის სახიფათოა”

პარალელურმა ენერგოკრიზისმა – ევროპაში და ჩინეთში – მოსკოვს პეკინთან მომგებიანი საგაზო გარიგების დადების საშუალება მისცა. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს მიჰყიდის გაზს იგივე საბადოებიდან, რომლებიდანაც ცისფერი საწვავით ევროპას ამარაგებს. ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩინეთზე ზრდადი დამოკიდებულება შესაძლოა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სარისკო აღმოჩნდეს. მოსკოვში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის დედაქალაქებში მიღებულ იქნება კოორდინირებული ზომები „გაზპრომის“ გავლენის შესამცირებლად. ამიტომაც, ევროპასთან ერთად ვლადიმირ ...

Read More »

ჩინეთიში ნავთობპროდუქტების წარმოება აღდგა

ოქტომბერში ჩინეთის ნავთობის დღიური გადამუშავება გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნავთობის წარმოების მოცულობას საწვავის მაღალი ფასებისა და სტაბილური მოთხოვნის ფონზე ზრდიან. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავების მოცულობამ ოქტომბერში 58,4 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიხედვით, ქვეყანაში დღეში 13,75 მილიონი ბარელი იწარმოება, ცნობისთვის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 13,64 მილიონი ბარელი იყო. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, წარმოება  3%-ით შემცირდა, თუმცა გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2021 ...

Read More »
Menu Title