საბერძნეთში პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, ელიდას (ილია) რაიონში ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომლის ქრობის პროცესში 195 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ქვეითი ჯგუფი, ტექნიკის 48 ერთეული, 6 თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს. ხანძარი ქალაქ აჩაიასთან 3 ივლისს გაჩნდა. საფრთხის გამო, ახლოს მდებარე ოთხი სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის საშიშროების საპროგნოზო რუკის მიხედვით, რეგიონი ძალიან მაღალი რისკის კატეგორიაშია. ...
Read More »