Tag Archives: #ეკოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) რეგიონულ კოორდინატორს, მაჰირ ალიევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა ქვეყანაში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე საერთაშორისო სამიტს თემაზე საკვები ზღვიდან და უდაბნოდან – „ზღვა და მომავალი“ დაესწრო

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, ისრაელში საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ერთად, პირველ საერთაშორისო სამიტს თემაზე საკვები ზღვიდან და უდაბნოდან – „ზღვა და მომავალი“ დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უდაბნოსა და ზღვაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკვების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, სამომავლო ხედვები, არსებული მიღწევები, ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთანავე, ღონისძიებაზე განხილულ იქნა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევები და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ...

Read More »

თბილისში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენციაში „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში“ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერისთვის და ყურადღება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „განსაკუთრებულად ...

Read More »

UNESCO „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ გრანტს გამოყოფს

დაცული ტერიტორიების სააგენტო, UNESCO-სთან და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ახალი საგრანტო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში UNESCO-ს პირველი მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის „კოლხური ტყეების და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ პოპულარიზაციას, მისი მართვის ეფექტურობისა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას, მათ შორის, აღნიშნული ტერიტორიების უნივერსალური ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში, მოხალისეობრივი პროგრამის საშუალებით 20 ადგილობრივ ახალგაზრდას, შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთონ UNESCO-ს საიტის ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

როგორ შეუძლია დასავლეთს დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადასარჩენად ტრილიონობით დოლარის მობილიზება

გასულ კვირაში ომის, ინფლაციის, ვალების, შიმშილის, რეცესიის შიშისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემები დომინირებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრებზე. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში შეკრებილი პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი კვლავ დედამიწის კლიმატური კრიზისისგან გადარჩენაა. ეს კი განსაკუთრებით აშკარაა პაკისტანის მსგავსი ქვეყნებისთვის, რომლებიც ექსტრემალური ამინდის გავლენას საკუთარ თავზე უკვე გამოცდიან. თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ მდიდარი ქვეყნების საერთაშორისო კრედიტორების უმსხვილესი აქციონერები ...

Read More »

როგორი ზამთარი იქნება უკრაინაში – უკრჰიდრომეტეოროლოგიური ცენრის პროგნოზი

უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ვარაუდით, მიმდინარე ზამთარში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა – 1-2 გრადუსით მეტი 1991-2020 წლებისთვის დათვლილ ნორმაზე, ხოლო ძალიან ცივი ამინდის ხანგრძლივი პერიოდის ალბათობა, მინიმალური ტემპერატურით -25-დან -30 გრადუსამდე, უკრაინაში “ძალიან დაბალია”. ეს პროგნოზი ცენტრმა უკრაინაში წლების განმავლობაში დაგროვილი მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემების გაანალიზების შემდეგ გააკეთა. „მეტეოროლოგიური მეცნიერების თანამედროვე განვითარება მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იძლევა შესაძლებლობას, ატმოსფერული პროცესების ყოველდღიური საიმედო ...

Read More »

ენერგოეფექტიანობა ოზონის შრის დასაცავად

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე |   მორიგი ახალი ამბის კითხვისას, რომელიც ჩვენს დროში, როგორც წესი, რაიმე კატასტროფას, კონფლიქტებს ან ნგრევას უკავშირდება, ყოველთვის გამოიკვეთება აღნიშნული მოვლენის კავშირი ენერგეტიკასთან, ენერგორესურსებზე მზარდ მოთხოვნასა და მათი ხელმისაწვდომობის სიმწირესთან, იქნება ეს მორიგი წყალდიდობა, ტყის მასიური ხანძარი, ზოგადად, კლმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, თუ საერთოდაც უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომი, ყოველთვის თავს ...

Read More »

არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება

ახალი კვლევის თანახმად, არქტიკული ტბები ნავარაუდევზე თითქმის ერთი საუკუნით ადრე შრება, რაც რეგიონს მტკნარი წყლის კრიტიკულ წყაროს ართმევს. გლობალური დათბობის პირობებში, თბილი ამინდი ათბობს არქტიკას, ყინული სწრაფად დნება და იწვევს ტბების გაფართოებას. საბოლოოდ, ეს ტბები წყლით ვეღარ მომარაგდება და დაშრება. ადრინდელი პროგნოზით ამ პროცესს საუკუნეზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ სატელიტურმა სურათებმა ცხადყო, რომ ტბები იმაზე სწრაფად მცირდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მდინარეების რიონისა და ენგურის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსათვის – წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის ...

Read More »

მსოფლიო ბანკი: ჩინეთს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის ინვესტირება სჭირდება

ჩინეთის კლიმატისა და განვითარების გამოწვევების შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აზიურ სახელმწიფოს კლიმატური მიზნების მისაღწევად $17 ტრილიონის დამატებითი ინვესტიციები სჭირდება. ინვესტიციები მოიცავს დაფინანსებას მწვანე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიებისთვის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში, რათა ქვეყანამ შეძლოს და 2060 წელს წმინდა ნულოვან ემისიას მიაღწიოს. ანგარიშის თანახმად, რომელიც ერთ-ერთია Country Climate and Development Reports-ის სერიიდან, ჩინეთს, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას, ...

Read More »
Menu Title