დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა. თუმცა, ძლიერმა ქარმა დააზიანა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურის ნაწილი. მოგლეჯილმა ხეებმა მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. ზოგ შემთხვევაში დაწყვეტილია სადენები, მოტეხილია ელექტრობოძებიც. სტიქიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოში – ზუგდიდის, ხობის, ფოთის, აბაშის და სენაკის აბონენტების ნაწილს. ...
Read More »