Tag Archives: #ელექტრომობილები

საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციას მოსახლეობის დაბალშემოსავლიანობა აფერხებს

2020 წელს გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში კი ყოველი 196-ე. 2016-2020 წლებში საქართველოში ჯამში 2590 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. კომერსანტი დაინტერესდა მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოში რატომ არ იზრდება. მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი და დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა – ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რომლებიც, ავტო იმპორტიორების აზრით, ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას უშლის ხელს. „კავკასიის ავტო იმპორტის“ დირექტორი ...

Read More »

ილონ მასკმა Tesla-ს ახალი ელექტრომობილი წარადგინა

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ახალი და ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი Model S Plaid-ი წარადგინა. კალიფორნიის ქალაქ ფრიმონტში გამართულ პრეზენტაციას კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი უძღვებოდა. Model S Plaid-ის მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ, 0-დან 100 კმ/საათამდე აჩქარებისთვის ელექტრომობილს დაახლოებით 2 წამი სჭირდება. ელექტრომობილის სიმძლავრეა 1020 ც.ძ., სრულად დატენილი ელემენტით კი ავტომობილი 640 კილომეტრს გადის. Model S Plaid-ის ფასი 129 900 დოლარი იქნება.

Read More »

G7-ის სამიტზე ელექტრომობილებზე გადასვლის დაჩქარებაზე მსჯელობენ

G7-ის სამიტზე ლიდერები განიხილავენ ეკოლოგიურ ტრანსპორტზე მასობრივად გადასვლის ამბიციურ გეგმებს, რაც კლიმატის ცვლილებების პაკეტის ნაწილია. Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი განხილული წინადადების თანახმად, G7-ის წევრები შეეცდებიან უზრუნველყონ, რომ სრულად შემცირდეს ბენზინის ან დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა “2030 წლისთვის ან უფრო ადრე”. ჯერ არ არის ცნობილი, რა კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებენ წევრი ქვეყნები, თუმცა, შესაძლოა, შეთანხმება აღმოჩნდეს გადამწყვეტი მომენტი ნავთობის გლობალური მოხმარების შემცირებისა ...

Read More »

HYUNDAI-მ ბაზარზე ელექტრომობილი CROSOVER IONIQ-5 გამოუშვა

Hyundai-მ ბაზარზე ელექტრო Crosover Ioniq-5 გამოუშვა. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ ეს მოდელი 2025 წლისთვის კომპანიას ელექტრომობილების მსოფლიო მწარმოებლებს შორის მესამე ადგილზე გაიყვანს. Hyundai აცხადებს, რომ ეს მოდელი ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ ახალ პლატფორმაზეა დაფუძნებული, რაც ნაკლებ ფასში უფრო სწრაფ წარმოებას უზრუნველყოფს. Ioniq-5-ი გარკვეულ რეგიონებში ხელმისაწვდომი უკვე წლის პირველი ნახევრიდან იქნება. ავტომწარმოებელი ახალი ქროსოვერის ღირებულებას არ ასახელებს, თუმცა კომპანიის პრეზიდენტის თქმით, ახალი ...

Read More »

ფასიანი დამტენებიდან 100 კმ-სთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება

ელექტრომობილების დამტენები ეტაპობრივად ფასიანი გახდება. პროცესი 15 თებერვალს თბილისიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყება და ერთი წუთის ღირებულება 3-დან 17 თეთრამდე, ავტომობილის სიმძლავრის მიხედვით იმერყევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება. „ჩვენ 15 თებერვლიდან ვგეგმავთ პირველი ფასიანი დამტენების სატესტო რეჟიმში გაშვებას. შევხედავთ და თუ ნორმალურად წავიდა საქმე, 15-16 თებერვლიდან უკვე ფასიანი იქნება. თუმცა, ეტაპობრივად, ...

Read More »

AUDI ელექტრომობილებს ჩინეთის უძველეს მწარმოებელ FAW-სთან ერთად შექმნის

Audi ჩინეთის უძველეს საავტომობილო მწარმოებელ FAW-სთან ითანამშრომლებს და ძვირადღირებულ ელექტროძრავებს შექმნის. FAW ჩინეთში სიდიდით მესამე ავტომობილების მწარმოებელია, მის სახელზეა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებისათვის შექმნილი Hongqi და Red Flag ლიმუზინები. BBC-ი წერს, რომ ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად, სადაც Audi ელექტრომოდელებს შექმნის 4.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და 2024 წელს ჩინგის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩუნგჩუნში გაიხსნება. ”ეს გაღრმავებული პარტნიორობა Audi-სა და FAW-ს შორის ელექტროფიკაციის ახალ ეპოქას ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla ინდოეთის ბაზარზე შევიდა

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ინდოეთში უკვე ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. გასულ კვირას, Tesla Motors India-მ და Energy Private Limited-მა ქალაქ ბენგალურუში კომპანია დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია ინდოეთის ბაზარზე ოპერირებას ავტომობილების გაყიდვით დაიწყებს, თუმცა სამომავლოდ ილონ მასკი ქვეყანაში საწარმოს მშენებლობას და ელექტრო ავტომობილების წარმოებასაც განიხილავს. პირველი Tesla, რომელიც ინდოეთში გასაყიდად იქნება წარმოდგენილი, ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი ...

Read More »

გასულ წელს ევროპაში 1 მილიონზე მეტი ელექტრომანქანა გაიყიდა

ლიდერები Tesla, Volkswagen და Renault არიან ელექტრომობილების, როგორც მთლიანად ელექტრო, ასევე ჰიბრიდული მოდელების გაყიდვებმა ევროპის ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა. მათი მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2020 წლის 11 თვეში 198% -ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვების 10% -ს შეადგენს. EV Sales Blog- ისა და InsideEVs- ის თანახმად, ამ პერიოდში ევროპელებმა დაარეგისტრირეს 1,085,000 ...

Read More »
Menu Title