Tag Archives: #ელექტრომობილი

ელექტრომობილების იმპორტი საქართველოში კვლავ დაბალია

საქართველოში ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფა საქართველოში მსგავს ქვეყნებთან შედარებით სწრაფად იზრდება, რაც ეკო-მობილობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევა აჩვენებს, რომ ნახშიროჟანგი (CO2) სათბურის აირების ემისიის (greenhouse gas emissions) დაახლოებით 70%-80%-ს შეადგენს, CO2-ის ემისიის 65-70% კი ავტომობილებზე მოდის. ცნობისთვის, 2017 წელს საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას შეუერთდა, რითაც საქართველომ 2030 წლისათვის სათბურის აირების ემისიების 15%-25%-ით შემცირება ...

Read More »
Tesla უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

Tesla-ს აქციები 2025 წლისთვის 350%-ით გაიზრდება

Tesla-ს აქციების ფასი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კლებას განიცდიდა. კერძოდ, ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით შემცირდა. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი კომპანიას ნათელ მომავალს უქადის. აქტივების მართვის კომპანია Ark Invest-ი პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის Tesla-ს აქციები 350%-ით გაიზრდება და მათი ღირებულება $3000-ს მიაღწევს. მათივე მოლოდინით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, Tesla-ს აქციების ფასი, სულ მცირე, $1500 მაინც იქნება. ...

Read More »

ელექტრომობილის ფლობის ხარჯი მაღალია

მიუხედავად ელექტრომობილის ეკონომიურობისა (ნაკლები საწვავის + შეკეთების ხარჯები), ელექტრომობილის ფლობის ჯამური დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების დანახარჯს, საწყისი მაღალი ფასის გამო. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის საავტომობილო ბიზნესის მიმოხილვაში. კვლევაში შედარებულია Hyundai Ioniq-ის ელექტრომობილის საცალო ფასი და Hyundai Ioniq ჰიბრიდის ფასი.  “Hyundai Ioniq (2020 წლის მოდელი) ელექტრომობილის საცალო ფასი 36,500 აშშ დოლარია, რაც 1.6-ჯერ აღემატება Hyundai Ioniq ჰიბრიდის ფასს (22,900 აშშ დოლარი) ...

Read More »

Tesla-ს შეძენა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი

კომპანია Tesla Inc-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების შეძენა ბიტკოინით არის შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  როგორც მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, ბიტკოინი, რომლითაც მანქანის შეძენა მოხდება, იქნება შენახული როგორც ბიტკოინი და ქაღალდის ვალუტაში მისი კონვერტაცია არ მოხდება. დაახლოებით ერთი თვის წინ Tesla-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან 1,5 მლრდ. დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა. ამ განცხადებების შემდეგ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

Read More »

ელექტრომანქანები უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანები?

ელექტრომანქანები ხშირად წარმოდგენილია როგორც “არაბინძურებელი” ან “ნულოვანი ემისიის მქონე” მანქანებად. მაგრამ ისინი შეიძლება სულაც არ იყვნენ შიგაწვის ძრავიან მანქანებზე ნაკლებად დამაბინძურებლები! გარემოზე მათი ზემოქმედების შესაფასებლად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება: როგორ გენერირდება ელექტრომობილებისთვის საჭირო ელექტროენერგია? მართალია ელექტრომობილები უშუალოდ არ აბინძურებენ გამონაბოლქვით გარემოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ხშირად გარემოსთვის არც თუ ისე უსაფრთხო გზებით გენერირდება: მსოფლიოში ელექტროენერგიის ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

“Tesla-ს თითო აქციის ღირებულება $3000 მიაღწევს”

ქეისი ვუდსის Ark Invest Management-ის თანახმად, Tesla–ს აქციები 2025 წლისთვის, ამჟამინდელი $655-დან $3000-მდე გაიზრდება, რაც კომპანიის ღირებულებას თითქმის $3 ტრილიონამდე გაზრდის. Ark-ის პორგნოზით, Tesla– ს 50%–იანი შანსი აქვს იმისთვის, რომ მომავალ 5 წელში სრულად ავტონომიურ მართვის სისტემას მიაღწიოს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს სწრაფად შეაფასოს რობოტაქსის დაგეგმილი მომსახურება. Ark-მა ამ პროგნოზში Tesla-ს დადაზღვევო ბიზნესიც გაითვალისწინა. კომპანიის გათვლებით, შეთავაზება მომდევნო რამდენიმე წელიწადში ...

Read More »

Tesla-მ შესაძლებელია ელექტრომობილების ბაზრის დომინანტის როლი დაკარგოს

Tesla, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა ელექტრომობილების ბაზარზე, პოზიციების დაკარგვას იწყებს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები, რომლებმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს აღნიშული ბაზრის შესაძლებლობები და რამდენიმე წელი დაკარგეს, გონს მოეგნენ და აქტიურად იწყებენ შეტევას. The Wall Street Journal–ის თანახმად, ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ–ში Ford Motor Co. დაიკავებს Tesla–ს ბაზრის წილს. კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი ელექტრომანქანა Mustang Mach-E. ევროპაში, ...

Read More »

მსოფლიო ელექტრომობილებზე მასობრივ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვები 43% -ით გაიზარდა. შიგა წვის ძრავის მანქანებთან საფასო პარიტეტი 2023–2025 წლებისთვისაა მოსალოდნელი. ელექტრომობილების მფლობელების ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მათ 91%-ს არ სურს შიგა წვის ძრავის მქონე მანქანებზე დაბრუნება. ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს: ელექტრომობილების წილმა ქვეყანაში გასულ წელს გაყიდული ყველა მანქანიდან 54% შეადგინა. მაშინ როდესაც, გერმანიაში ელექტრომობილების წილმა (ჰიბრიდების ჩათვლით) 2020 წლის ბოლოს მხოლოდ 25% ...

Read More »

თუ Tesla ელექტრომობილების Apple-ია, Volkswagen-ს შეუძლია იყოს Samsung

”ნება მომეცით დავიწყო ცხადიდან: ელექტრონულმა მობილობამ რბოლაში გაიმარჯვა” – ამბობს Volkswagen- ის აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ დისი. ”ეს არის ერთადერთი გზა გამონაბოლქვის შესამცირებლად.” დისი ამ სიტყვით VW- ის ღონისძიებაზე გამოვიდა, რომელსაც “Power Day” ეწოდა. კომპანიამ ღონისძიებაზე დიადი გეგმების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად გეგმავს Tesla-ს აჯობოს და ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს მსოფლიოში. ნაცვლად მანქანების, დიზაინის ან მომხმარებლისთვის საინტერესო სხვა მახასიათებლების შესახებ მსჯელობისა, ...

Read More »

“მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დიალოგი და დისკუსია გავაგრძელოთ”

მზად ვართ, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავაგრძელოთ დიალოგი და დისკუსია, განსაკუთრებით იმ ოთხი გადაწყვეტილების ირგვლივ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ კომპანიასთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მან განმარტება გააკეთა გუშინ ქუთაისში გუშინ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, სადაც, როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, სამუშაო ფორმატში ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა ოპონენტების გადაწყვეტილებით ...

Read More »