Tag Archives: ელექტროსადგური

"ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება"

“ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება”

”ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და განვითარდება. ”დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ქარის ელექტროსადგურის პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ, დასრულებულია. პროექტი უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო განვითარდება. პირველი პროექტი, ქარის სადგური, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებას რამდენიმე დღეში დაიწყებს, არის 20 მეგავატი სიმძლავრის. ის არის ტესტირების რეჟიმში. მალე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ...

Read More »
Google-ს ელექტროენერგიით ქარზე მომუშავე ნორვეგიული ელექტროსადგური მოამარაგებს

Google-ს ელექტროენერგიით ქარზე მომუშავე ნორვეგიული ელექტროსადგური მოამარაგებს

მომდევნო 12 წლის განმავლობაში კომპანია Google-ს ელექტროენერგიით ნორვეგული კომპანია Norsk Vind Energi მოამარაგებს. შესაბამის შეთანხმებას ორმა კომპანიამ გუშინ მოაწერა ხელი. Google-სთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს ქარზე მომუშავე ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც ნორვეგიაში ამჟამად მიმდინარეობს. გეგმის თანახმად, აღნიშნული ელექტროსადგური, სახელად Tellenes ექსპლუატაციაში 2017 წლის ბოლოსთვის შევა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ის ნორვეგიაში ყველაზე მსხვილი მსგავსი ობიექტი იქნება და ელექტროენერგიით ევროპაში მდებარე Google-ის დატა-ცენტრების ოფისებს ...

Read More »
"ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში"

“ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში”

როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, ჰესის მშენებლობა არათუ დაცლის სვანეთს მოსახლეობისგან და ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს მას, არამედ, პირიქით, მისი სიტყვებით, ნენსკრაჰესი მთლიანად გარდაქმნის ეკონომიკურ სიტუაციას სვანეთის რეგიონში. შესაბამისად, ის ამბობს, რომ ნენსკრაჰესის მშენებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება. მისივე სიტყვებით, პროექტი ხორციელდება საერთაშორისოსტანდარტების სრული დაცვითა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით: „რატომ უნდა გაჩერდეს ერთმილიარდდოლარიანი კერძო ინვესტიცია, რომელიც მთლიანად გარდაქმნის ზემო ...

Read More »
"შუახევიჰესის მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა"

“შუახევიჰესის მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა”

“შუახევიჰესის მსგავსი ელექსტროსადგური საქართველოში ჯერ არ აშენებულა” – ამის შესახებ ექსპერტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე აცხადებს. შეგახსენებთ, რომ შუახევიჰესის კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე სრულდება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. შუახევიჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში, ხოლო მაშინ როცა ქვეყანაში ელექტროენერგია ჭარბია ექსპორტზე გავა. ამ დროისთვის პროექტის 80% მეტი უკვე ...

Read More »
იაპონიაში ელექტროსადგურების რიცხვმა ბენზინგასამართ სადგურებს გადააჭარბა

იაპონიაში ელექტროსადგურების რიცხვმა ბენზინგასამართ სადგურებს გადააჭარბა

კომპანიამ Nissan, რომელმაც სულ ახალახანს ახალი თაობის ელექტროქარი Leaf წარადგინა, ჩაატარა კვლევა რომლის მიხედვითაც იაპონიის მასშტაბით ელექტროგასამართი სადგურების რიცხვმა ბენზინგასამართ სადგურების რიცხვს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იაპონიის მოსახლეობას 35 ათასი ბენზინგასამართი სადგური ემსახურება, ხოლო ელექტროსადგურების რიცხვი კი 40 ათას შეადგენს, რაც როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსახლეობის ელექტროავტომობილების აქტიურ მოხმარებასთანაა კავშირში, რომლებიც ავტომობილების დასამუხტად, კუსტარულადაც კი ამზადებენ ელექტროსადგურებს. როგორც ირკვევა, ელექტრომობილების პოპულარიზაციით ...

Read More »
"ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები"

“ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები”

ამის შესახებ “Caspian Energy”-სთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ” საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი/ლოგისტიკა. მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოხმარება, რასაც ერთვის გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი მარაგი, ქმნის მყარ საფუძველს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და კონკრეტული საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ...

Read More »
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

გორთან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ”ამ პროექტთან დაკავშირებით რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება. სამუშაოები დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულდება ახალი, 20 მეგავატიანი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური, რომელიც განთავსდება გორის მახლობლად, საავტომობილო მაგისტრალთან, რომელიც საკმაოდ თვასაჩინოდ იქნება განთავსებული, – განაცხადა ხმალაძემ. დღეს, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს განკარგულების პროექტი ...

Read More »

“ფუკუშიმას” ელექტროსადგურიდან რადიაქტიური წყალი კვლავ ჟონავს

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფიდან 5 წელი გავიდა. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფიდან 5 წელი გავიდა. იაპონიაში ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება. იაპონელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ და იმპერატორმა აკიჰიტომ კი, ტოკიოში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 40 მეტრის სიმაღლის ცუნამი ...

Read More »
გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

2016 წლის იანვარში, გარდაბანში 3 მგვტ სიმძლავრის ბიო-თბოელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, ქართულმა კომპანიამ, ალტ ენერჯიმ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2016 წლის სექტემბრისთვის უნდა დაასრულოს. წინასწარი მონაცემებით, ბიო-თბოელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 25.9 მლნ.კვტ იქნება. გარდაბნის ბიო-თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ექსკლუზიურად ქართულ ბაზარზე დარჩება. ბიო-თბოსადგური ელექტროენერგიას უმეტესწილად ბიომასისა და კომპოსტის წვის ხარჯზე გამოიმუშავებს. წყარო: ენერგოპლატფორმა

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

ბიზნესმენი გენო მალაზონია საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენებასა და საქართველოში გენერაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა. ”მე რითაც ვარ დაკავებული, ეს არის ის სფერო, რომელიც ვიცი და რომლითაც დაკავებული ვიყავი ”ენერჯი ინვესტის” საქმიანობის პერიოდში. ეს არის ენერგეტიკა. ამ შემთხვევაში, ჰიდროენერგეტიკა მაინტერესებს. ასევე, მზის ელექტროენერგეტიკა. პროექტი, რომელიც თქვენთვისაც საინტერესო იქნება და რომელზეც ვმუშაობ, ეს არის მზის ელექტროსადგურის აშენება და ...

Read More »
Menu Title