Tag Archives: #ენერგოკომპანია

379%-ით გაზრდილი წმინდა მოგება – როგორი იყო „თბილისი ენერჯის“ 2021 წელი

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ „თბილისი ენერჯიმ“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება, გასული წელი მნიშვნელოვანი მოგებით დაასრულა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს მისი წმინდა მოგება 379%-ით გაიზარდა. კერძოდ, კომპანიის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 2021 წელს „თბილისი ენერჯის“ წმინდა მოგება 64,556 მლნ ლარი იყო; მაშინ 2020 წელს კომპანია მხოლოდ 13,473-მილიონიან მოგებაზე გავიდა. 273%-ით გაზრდილია კომპანიის საოპერაციო მოგება და 2021 წელს 56,778 მლნ ლარი შეადგინა (2020 წელს ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

ენერგოკომპანიების მენეჯმენტში ცვლილებებია. ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორად გიორგი ჩიქოვანი დანიშნა, მან ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ “გარდაბანი 1”-ს უხელმძღვანელებს. საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია “ბიზნესპარნტიორს” ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუდასტურეს. რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე, “ბიზნესპარნიოტრის” ინფორმაციით, “გარდაბანი 1”-ის დირექტორი ჯაბა ხმალაძე დაინიშნა.

Read More »

ავსტრალია ენერგეტიკული კრიზისის ზღვარზეა – „მთავრობას ეფექტური ბერკეტები ჯერ არ გააჩნია“

ავსტრალია შესაძლოა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს გაზის დეფიციტისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის გამო, განაცხადა კრის ბოუენმა, ქვეყნის ახალმა მინისტრმა კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებში პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ავსტრალია „გაზის კრიზისის ზღვარზეა და პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, ვინაიდან მთავრობას ჯერ არ გააჩნია ეფექტური ბერკეტები გაზისა და ელექტროენერგიის მზარდი ფასების შესამცირებლად“. „ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრები გადის ნამდვილ ქარიშხალს მთელი რიგი ფაქტორების გამო, ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IIა, X, XI მიკრორაიონების, იოსელიანის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორი კომპანია ბანკროტად ცხადდება

კომპანია, რომელმაც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაიყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიამდე, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ბანკროტად გამოცხადების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი პროცესებთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შვეიცარიაშია რეგისტრირებული და რუსულ სახელმწიფო გიგანტ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მანამდე, 1–ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ ყველა, 140 თანამშრომელი დაითხოვა ...

Read More »

“სოკარი” საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

აღნიშნულს თარიღთან დაკავშირებით, კომაპნია განცხადებას ავრცელებს: “”სოკარი” ჩვენს ქვეყანაში 2006 წელს, რუსეთ-საქართველოს ენერგო-კრიზისის დროს შემოვიდა, როდესაც გაზსადენზე მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მეზობლის მეგობრული ხელი. დღეს სოკარი ევროპის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, თუმცა საქართველო იყო პირველი ქვეყანა აზერბაიჯანს გარეთ, სადაც ავტოგასამართი სადგური გავხსენით. სოკარი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და წლების მანძილზე ბიუჯეტის უმსხვილესი გადამხდელი იყო. ვამაყობთ ჩვენს ჯგუფში, ...

Read More »
აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

მსოფლიოში გაზზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ ენერგიაზე წვდომა მთელ მსოფლიოში შეამცირა. კლიმატის ცვლილებამ ენერგეტიკის სექტორში მძიმე მდგომარეობა გამოიწვია. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, მერი უორლიკმა ბაქოს VIII გლობალურ ფორუმზე, „კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და გლობალური ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება“ პანელის დისკუსიაზე განაცხადა. „ენერგეტიკული წარმოების სფეროში მსოფლიოში არსებული მდგომარეობა იმედგაცრუებულია. სათბურის გაზების ემისია უნდა დაიწიოს ნულამდე. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი. 2050 წლისთვის სათბურის ...

Read More »

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრისას ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „მერკელთან შეხვედრის დროს განვიხილეთ დონბასში არსებული სიტუაცია, ასევე ვისაუბრეთ ევროპაში შექმნილ ენერგოკრიზისზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე“, – წერს ვლადიმირ ზელენსკი. მანამდე უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანლა ფელდგიუზენმა განაცხადა, რომ მერკელი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო დღემდე იმუშავებს ნორმანდიული ოთხეულის საორგანიზაციო საკითხებზე. გარდა ამისა, ელჩის თქმით, გერმანია უკრაინისთვის გაზის ...

Read More »

„თელასის“ პროექტს “SAP Quality Awards 2021“ საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი მიენიჭა

სს „თელასის“ პროექტს SAP სისტემაში ანგარიშთა ახალ გეგმაზე გადასვლის შესახებ “SAP Quality Awards 2021“ საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საკონკურსო კომისიამ პროექტი შეაფასა როგორც „პროდუქტიულ მოქმედ სისტემაზე აღრიცხვიანობის გადაწყობის ტექნიკურად და მეთოდოლოგიურად მაღალი ხარისხის სირთულის უნიკალური პროექტი“. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ „წარმატების მთავარი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელი გახადა აღრიცხვის მეთოდოლოგიის მიხედვით მარეგულირებლის ახალი მოთხოვნების შესაბამისად სისტემის ტექნიკური ...

Read More »

“თელმიკომ” მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ მომხმარებლებს ელექტროენერგიის დარიცხული საფასური დაუკორექტირა. კომპანიის ინფორმაციით, შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე აისახა და ჩანს გადასახადის გადახდისას. შესწორებული მონაცემი, ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება. გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა, ქვითარში მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 ...

Read More »
Menu Title