Tag Archives: #ენკა

კომპანია ENKA “ნამახვანჰესის” პროექტით ისევ დაინტერესებულია?

თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ENKA “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება. ამ საკითხზე მან BMGtv-ის გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა. “იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსული ინვესტორები, პროექტების ვერ განხორციელების გამო საარბიტრაჟო სასამართლოში წავიდნენ, თუმცა ამ ეტაპზე [ENKA-ს შემთხვევაში] მთავრობასთან მოლაპარაკებებში არიან და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკება მალე შედგება. არ მგონია, რომ ეს ...

Read More »

“„ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა”

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, არბიტრაჟს მიმართა. ეკონიმიკის მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაუსვა. „ენკამ“ [კონტრაქტის –რედ] შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა. თუმცა ჩვენ კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ და გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში იმისთვის, რომ ეს ძალიან ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველებმა“ წელიწადნახევრიანი კარვებით პროტესტი შეწყვიტეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ. ვარლამ გოლეთიანმა, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ–ერთი ლიდერმა აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ კარვებში ყოფნას აზრი აღარ აქვს, თუმცა დაამატა, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებლობის შესახებ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და პროტესტი შესაძლოა სხვა ფორმით გაგრძელდეს. „დღეს შემაჯამებელი აქციაა, რომ დასრულდეს პროტესტის ეს ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი სუს-ისგან მტკიცებულებების წარმოდგენას ან ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი აქციებით იმუქრება

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ „დაინტერესებულმა ძალებმა“ ჰესების მშენებლობის საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები გამოიყენეს და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნეს. „ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ როცა ქვეყანაში დესტრუქციის შემოტანაზეა საუბარი, არცერთი ჯგუფი, ვინც ამას აკეთებს, ანგარიშში მოხსენიებული არ არის. ჰესის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის გამოსვლაა ჩათვლილი, ამ მიმართულებით ჩვენ ...

Read More »

ჭყონია: ნამახვანჰესმა ინვესტორებისთვის ცუდი შთაბეჭდილება დატოვა

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებამ საქართველოს საინვესტიციო იმიჯი შელახა. მისი განმარტებით, ინვესტორისთვის გარანტირებული უნდა იყოს, რომ ქვეყანაში კანონის დაცვა მოხდება. „საქართველოში საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, „ნამახვანჰესის“ პროექტმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან კანონმდებლობის ზემოთ დადგა, მე ვფიქრობ, ადამიანების არასამართლიანი მოთხოვნები. ქვეყანაში მოქმედი კანონები დაცული უნდა იყოს. ჩვენთან უკანონობა კი არ არის, კანონები არსებობს, რომელსაც არ იცავენ. ეკონომიკას ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

რა უნდა შეიცვალოს ნამოხვანჰესის პროექტში, რომ მოსახლეობას პროტესტი აღარ გაუჩნდეს?

ნამოხვაჰესის  მშენებლობასთან დაკავშირებით ენერგეტიკოსები მთავრობის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ელიან. უკვე მას შემდეგ, რაც თურქულ კომპანია “ენკასთან” თანამშრომლობა ოფიციალურად შეწყდა, ქვეყანას ახალი ინვესტორის ძებნა მოუწევს. სპეციალისტები გამოსავალს ისეთ მექანიზმში ხედავენ, რითაც ჰესის მშენებლობა  შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს და ინვესტორის პარტნიორობით. მთავარ პრობლემად კი რჩება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რისთვისაც საჭიროა მეტი სიკეთის შეთავაზება სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ხალხმა გიგანტური ჰესის მშენებლობით მიიღოს. ...

Read More »

გოლეთიანი: როცა კარვებს ავიღებთ, გვინდა, აქცია ჩავატაროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება

„ჩვენს რეალობაში ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, სახალხო ერთობას და სახალხო გაერთიანებას მსგავსი შედეგისთვის მიეღწიოს”, – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტას ულოცავს: „გვაქვს გარკვეული გეგმები, როცა ავიღებთ ამ კარვებს, გვინდა, აქცია ჩავატაროთ. დავთქვამთ თარიღს. გვინდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ოდესმე გულით იყო ჩართული ამ პროცესში, მოვიდეს ჩვენთან, ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება ...

Read More »

გოლეთიანი: ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი მეტრონომთან საუბრისას კომპანია “ენკას” ფინანსურ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანიამ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. გოლეთიანის თქმით, კომპანიას დემონტაჟი ორი თვეა დაწყებული აქვს, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, მუდმივად გაასაიდუმლოოს პროცესი. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები ჯერჯერობით გუმათში რჩებიან. “ჩვენ ვრჩებით ჯერჯერობით გუმათში. ვიდრე ხეობა ბოლომდე არ გაიწმინდება ტექნიკისგან, აქ ვრჩებით. საზოგადოებას ჩვენ მაინც ხო უნდა მოვუყვეთ, ...

Read More »

ეკონომიკის ახალი მინისტრის დანიშვნას „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა გააქტიურება მოჰყვა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით პასუხებს ითხოვს. მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯაროდ მიმართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს. თავის მხრივ მინისტრი მზადაა ფართო დისკუსიისათვის, თუმცა მხოლოდ პროფესიულ წრეებთან ერთად, რადგან ხეობელები ბოლო პერიოდში მხოლოდ ულტიმატუმის ენით საუბრობენ და არ იყენებენ დიალოგისთვის გახსნილ გზებს. მოძრაობა „რიონის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვიყავით ღია დიალოგისთვის და მე დღესაც მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის

პლატფორმაში, რომელიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით შეიქმნა, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ აქტივობა და ენთუზიაზმი, ვთხოვდი, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის კომპეტენტური ორგანო, რომელიც ასეთი ტიპის კომუნიკაციის კუთხით გამოცდილია. ამასთან, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო დიალოგისთვის მზად არის და მისივე ...

Read More »
Menu Title