Tag Archives: #ენკა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს 15:00 საათისთვის სიტყვით მიმართავენ და სამოქმედო გეგმებს გააცნობენ. აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოალაქეებიც შეუერთდნენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ დედაქალაქში კარვები გაშალონ და პროტესტის ეპიცენტრი გახდეს თბილისი. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის მხრიდან. ყველაზე დიდი ალბათობით, ამის უკან შეიძლება იდგეს რუსეთი, რომელიც პერმანენტულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

Read More »

რამდენად არის დაცული სახელმწიფო ინტერესები ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში?

საქართველოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად დაცულია როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები. მხარეებს შორის ხელშეკრულების მომზადებაში სახელმწიფოს მხრიდან ისეთი საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული, როგორიცაა საერთაშორისო იურიდიული კომპანია White&Case და სხვა. ხელშეკრულება პასუხობს კერძო საჯარო თანამშრომლობის პრინციპებს და დამკვიდრებულ პრაქტიკას. კერძოდ, ინვესტორის პასუხისმგებლობაა მოიზიდოს საჭირო ფინანსები ჰესის აშენებისთვის, ააშენოს ჰიდროელექტროსადგური დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ...

Read More »

გუშინ გუმათჰესთან მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი

facebook-ჩართვაში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ მრევლს თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად გადასვლა უნდოდა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. „აქ არის მოძღვარი, რომელსაც ევალება ამ ტერიტორიაზე წირვა-ლოცვის ჩატარება, მიდის ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად, მივყვებით მრევლი და აქ ჩვენი პოლიცია გვეუბნება, რომ მრევლსა და მოძღვარს არ გაგვიშვებს, ...

Read More »

“ენკას” ადმინისტრაციული დირექტორი: ჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ჰესების განვითარების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ

“პროექტთან მიმართებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისად, საჯაროდ დიდი პროტესტი გამოიწვია, ამიტომ, კომპანიის სურვილია და ეს საინფორმაციო კამპანიაც ამას ემსახურება, რომ ადამიანებამდე, ვისაც ნამდვილად აღელვებთ პროექტის განხორციელების კანონიერება და უსაფრთხოება, მივიდეს სწორი ინფორმაცია”, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომპანიის ყველა დოკუმენტი საჯაროა. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილისთვის ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს, ...

Read More »

“ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია მისი ჰიდრორესურსების სწორად და გონივრულად ათვისება”

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ენერგოსექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღეს დაპაუზებულია ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, 4 მლრდ დოლარის მოცულობის, რაც პირდაპირ აზიანებს ქართულ ეკონომიკას.ეს კი გამოიწვია იმ მიზანმიმართულმა კამპანიამ, რაც მიმდინარეობს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ...

Read More »

ჯორჯ ველტონი: პროექტი, რომელმაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს, საფრთხეშია

“ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა GREDA-სა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საბჭოს შექმნა დააანონსეს, რომლის მიზანიც საქართველოში ენერგეტიკული საკითხის განხილვა და დარგის მუდმივი მონიტორინგი იქნება. შეხვედრაზე მთავარი საკითხი “ნამახვანჰესის” პროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იყო. საუბარი შეეხო შეჩერებულ ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

“ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია”

„ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია”, – ამის შესახებ განაცხადა კომპანია “ენკას” სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა, დავით ჩოჩიამ პრესკონფერენციაზე, სადაც ნამახვანჰესის შესახებ არსებულ მითებზე მიმდინარეობს საუბარი. “ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოში ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 11.5 პროცენტი უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირ ანაცვლებს იმპორტირებულ ენერგიას. ზამთრის პერიოდში ეს ჩანაცვლება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ...

Read More »

ელენე ღუბიანური: ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით”, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი რაციონალურ დიალოგზე იქნება დაფუძნებული. “იმედი გვაქვს, მთავრობის მიერ ინიცირებული ფორმატი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოდერაციით, იქნება რაციონალურ არგუმენტებზე ორიენტირებული, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული”, – განაცხადა „ენკა ...

Read More »

“სტუდენტებს დავუფინანსებთ განათლებას, რათა ხეობას დაუბრუნდნენ”

“ჩვენ გვინდა, რომ დღესვე დავუფინანსოთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს განათლება, რათა ისინი დაბრუნდნენ ხეობაში”, – თქვა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.  ლომინაძის თქმით, ნამახვანჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი 6.2 ცენტი იქნება, რაც ნაკლებია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზე, რომელიც 7-დან 13 ცენტამდეა პიკის საათებში. “ნამახვანჰესის საბაზისო ტარიფი იქნება 6.2 ცენტი, პიკურ საათებში იმპორტირებული ენერგიის ფასი კი არის 7-დან 13 ცენტამდე. აქედან გამომდინარე, მესამე კლასის მათემატიკაა, რომ ...

Read More »
Menu Title