Tag Archives: #ენკა

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჰესების საკითხთან დაკავშირებით  მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ეს კამპანია ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს. “მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური დეზინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურ კამპანიას სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფზე. დაწყებული ეკოლოგიური საკითხებით, მწვანე პოლიტიკით დამთავრებული სხვა ...

Read More »

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვა პროექტის მიმართ ნდობას გააჩენს

ჩვენ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში ვმოქმედებთ, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესის“ შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიაჩნია, რომ მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვა პროცესისადმი ნდობას გააჩენს. „ჩვენ პირველ რიგში მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: თუ ნამახვანჰესზე აზრები არ შეჯერდა, შეუძლებელია, პროექტის განხორციელება

ენკას ქართველი დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საკმაოდ კვალიფიციურია და ერთადერთი პრობლემა, რაც მათი მხრიდან იდენტიფიცირებულია, არის კომუნიკაციის პრობლემა, არამარტო ხეობის მოსახლეობასთან, არამედ ზოგადად ქვეყნის მოსახლეობასთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამის შესახებ Forbesკვირასთან ინტერვიუში განაცხადა. „მოგეხსენებათ ეს არ გახლავთ 5-20-50 მეგავატიანი ჰიდროელექტოსადგური, ეს გახლავთ 438 მეგავატიანი ჰიდროელექტოსადგური, ეს გახლავთ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და მე ვთვლი, რომ კომუნიკაცია ...

Read More »

“მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება”

“მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ კაშ­ხა­ლი უახ­ლო­ე­სი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აშენ­დე­ბა, ჩვენ ვმოქ­მე­დებთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და გა­ცხა­დე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ფარ­გლებ­ში”, – ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც “ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის“ პრო­ექ­ტზე ისა­უბ­რა. მი­სი­ვე თქმით, რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის ჩას­ვლა ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის “კარი ყო­ველ­თვის ღიაა“. “ჩვე­ნი გეგ­მა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლია. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ კაშ­ხა­ლი არ ...

Read More »

“ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება”

ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აქციებში უკვე ღიად ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები და დღევანდელ შეხვედრას ცაგერსა და ამბროლაურში “ლელო”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აორგანიზებს.“გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ...

Read More »

გოლეთიანი: კაშხლის მშენებლობის პროცესი გრძელდება

მოძრაობის რიონის ხეობის გადარჩენისთვის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები და კაშხლის ტანის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. როგორც გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქ-ლაივის დროს აღნიშნა, ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, როდესაც ეუბნება, რომ მშენებლობა კვლევების გადამოწმების შემდეგ გაგრძელდება. “როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 12 თვე არ აშენდება, ვიდრე კვლევების რევიზირება და ვალიდაცია არ მოხდება, რასაც მინისტრი ამბობს და ...

Read More »

“ნამახვანის მოვლენები არის გარე ძალებისგან მართული”

ჰესებთან დაკავშირებული პროცესები არის მართული, მათ შორის ნამახვანის პროექტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და იქ ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროტესტი, რომელიც მასშტაბური პროექტების მიმართ არის ქვეყანაში გარე ძალების მიერ არის მართული. “გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ მთლიანად ეს პროტესტი უამრავი პროექტის მიმართ, რომელიც არის ...

Read More »

გურამ ნიკოლაშვილი – ნამახვანჰესზე: ხდება მითების კონსტრუირება და კიდევ ერთი პოლიტიკური ტალღის აგორების მცდელობა

“მათი ფორმატი არის ის, რომ რაციონალური საუბრის ველი არ რჩება. აქედან გამომდინარე, ჩნდება მარტივი დასკვნა, თუ ხდება მითების კონსტრუირება და მისი გამოყენება, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ პროტესტი არის დიდი, ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური ტალღის აგორების მცდელობა”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების უმრავლესობას პროექტის კონტრაქტიც არ აქვთ წაკითხული და მაინც ეწინააღმდეგებიან. ...

Read More »

თორნიკე შარაშენიძე: მიზანმიმართული კამპანია ჰესების წინააღმდეგ ქვეყანას ძალიან დააზარალებს

“აგრესია და ანტიპიარი მიმდინარეობს მთელი ჰიდრო რესურსების წინააღმდეგ. რაც საბოლოოდ, ბუნებრივია, აზიანებს ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებასა და რუსული ინტერესების საკითზე მსჯელობა მიმდინარეობს. შარაშენიძის განმარტებით, საქართველომ ენერგო-ჰიდრო რესურსების სიმრავლე უნდა გამოიყენოს, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტულუნარიანი გახდეს, ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანია კი ამ ყველაფერს ...

Read More »

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერსა და ამბროლაურში შეხვედრებს გამართავენ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს ცაგერსა და ამბროლაურში შეხვედრებს გამართავენ. ისინი შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი განცხადებით, ეს არის 23 მაისის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი შეხვედრა. ჰესის მოწინააღმდეგეები მომდევნო დღეებში აქციებს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ. ჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისს თბილისში შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ.

Read More »
Menu Title