Tag Archives: ფასი

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ბოლო ორი დღეა საქართველოში საწვავზე ფასმა მოიმატა. სხვადასხვა ქსელში ფასების 3-5 თეთრით მატება დაფიქსირდა. ამის შესახებ ALLNEWS.GE-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში საწვავის ფასების ცვლილება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – ლარის გაცვლით კურსსა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილებაზე. “როგორც იცით, ბოლო რამდენიმე თვეა ნავთობზე ფასების მატება შეინიშნება, რამაც გამოიწვია საქართველოში საწვავის ფასის 3-5 თეთრით მატება. ...

Read More »
ლუკოილმა ქსელში საწვავი გააძვირა

ლუკოილმა ქსელში საწვავი გააძვირა

ავტოგასამართი სადგურების მსხვილი ქსელის მქონე კომპანია ლუკოილმა საწვავის ფასებს კიდევ ერთხელ გადახედა. კომპანიამ ევრო რეგულარისა და ევრო დიზელის მარკის საწვავის ფასი 5 თეთრით გაზარდა და ორივე შემთხვევაში 1 ლიტრის ფასი 1,40 ლარი გახდა. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების ფონზე, „ლუკოილმა“ 11 აპრილიდან უკვე მეორედ მოახდინა ქსელში საწვავის ფასის კორექტირება. 11 აპრილს კომპანიამ 5 თეთრით ევრო სუპერისა და პრემიუმ ავანგარდის მარკის ბენზინი ...

Read More »
გაზგასამართ სადგურებზე გაზი გაიაფდა

გაზგასამართ სადგურებზე გაზი გაიაფდა

გაზგასამართ სადგურებზე კომერციული გაზი გაიაფდა. საკუთარ ქსელში გაზის ტარიფი გააიაფეს ბუნებრივი გაზის რეალიზატორმა კომპანიებმა. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”ნეოგაზში” განუცხადეს, მათ ქსელში გაზის ტარიფი 1,30 ლარი იყო, დღეის მდგომარეობით კი ფასები 1,10-დან 1,20 ლარამდე მერყეობს. მათივე ცნობით, კომპანია საქართველოს მასშტაბით 19 ავტოგაზგასამართ სადგურს ფლობს და ბუნებრივი გაზი სახვადასხვა სადგურში სახვადასხვა ფასით იყიდება. გაზის ტარიფი გააიაფა ”გამაგაზმაც”. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათ ქსელში ბუნებრივი გაზი 1,22 ...

Read More »
ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის ფასი შესაძლოა 20-30 დოლარით გაიზარდოს, თუ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები შეძლებენ შეხვედრის გამართვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ამის შესახებ განცხადება ოპეკში ქუვეითის წარმომადგენელმა გააკეთა. ამასთან, საინტერესოა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა. 16 თებერვალს დოხში გამართულ შეხვედრაზე რუსეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ვენესუელა შეთახმდნენ  ნავთობის ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

10 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში ICE Futures Europe-ზე, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 40.24(- 0,59) აშშ დოლარი/ბარელზე. New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet -ის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 37,99 (- 0,22)  აშშ დოლარი/ბარელზე. წყარო: Gbc.ge

Read More »
საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური მატება მოსალოდენლი არ არის

საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური მატება მოსალოდენლი არ არის

საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური და მკვეთრი მატება მოსალოდენლი არ არის, – ამის შესახებ “ინტრეპრესნიუსს” ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მთვრალაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დღეებში ნავთობზე ფასების მატების ტენდენცია შეინიშნება, ეს ქართულ ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს. “ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასმა მოიმატა. ლონდონში, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარიან ნიშნულამდე ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ მცირდება

ნავთობის ფასის კლების ფონზე წარმოების შემცირების თემა კვლავ აქტუალურია. ოპეკის წევრი ქვეყნები და ის სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში, უახლოეს პერიოდში განიხილავენ საკითხს ივნისის თვემდე ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა. მადუროს განცხადებით, მხარეები ასევე განიხილავენ სანავთობო ბაზრის აღდგენის სხვადასხვა შეთავაზებას, რომელსაც წარმოადგენს ვენესუელა. ამასთან ირკვევა, რომ 2016 წლის თებერვლის თვეში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის ნავთობის მინისტრმა ბიჯანა ზანგანემ. ...

Read More »
ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანების და რუსეთის შეთანხმების შემდეგ იანვრის დონეზე შეინარჩუნონ ნავთობის წარმოების მაჩვენებელი, ირანი გამოდის ინიციატივით ნავთობის ფასი სტაბილიზაციისკენ წაიყვანოს. ირანის ნავთობის მინისტრისა და მისი ვენესუელელი, ყატარელი და ერაყელი კოლეგების შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა სწორედ ნავთობზე ფასების დასტაბილურება გხლდათ. ამ განწყობამ თავისთავად იმოქმედა გუშინ შავი ოქროს ფასზე და მისი გაძვირება გამოიწვია. კერძოდ ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება ერთბაშად 6%-ით გაიზარდა ...

Read More »
ნავთობზე ფასი დაეცა

ნავთობზე ფასი დაეცა

ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერის ევროპაში გამგზავრების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე დღეს დილით ნავთობის ფასი დაეცა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,12%-ით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ ბარელზე 33,31 დოლარი შეადგინა. 0,39%-ით შემცირდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 29,33 დოლარი შეადგინა. გასული კვირის ბოლოს „შავ ოქროზე“ ფასი მსოფლიო ბაზარზე 9-12%-ით გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების მხრიდან ნავთობის წარმოების შემცირების მოლოდინი იყო. ირანული მედიის ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ამერიკელი ტრეიდერი პიერ ანდიურანი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასების ზრდას პროგნოზირებს. მისი თქმით, 2016 წლის ბოლოსთვის ერთი ბარელი „შავი ოქროს“ ფასი 50 დოლარს მიაღწევს, 2017 წელს – 70 დოლარს, ხოლო 2018 წელს 90 დოლარამდე გაიზრდება. ამერიკელი ექსპერტი ასევე აცხადებს, რომ ნავთობზე დაბალი ფასი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. „ვფიქრობ, ნავთობზე ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ახლაა“, – აღნიშნა პიერ ანდიურანმა, ...

Read More »
Menu Title