Tag Archives: #განახლებადიენერგია

ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე ისაუბრა მწვანე წყალბადის პროექტებზე, რაშიც საქართველო რეგიონში პირველი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში, სახელწოდებით „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება – საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში კოვიდის შემდეგ“ მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება თემაზე „რას ნიშნავს მდგრადობა პრაქტიკაში“ და საქართველოში კოვიდ-19-ის შემდგომ აღდგენის ტენდენციებზე, მდგრადი და მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა. ...

Read More »

სტამბული ენერგიას მოძრავი ავტომობილებისგან წარმოქმნილი “ქარისგან” მიიღებს

ქარის ტურბინა, რომელიც ენერგიას დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანებისგან წარმოქმნილი ჰაერის ნაკადისგან გამოიმუშავებს, ეს არის უახლესი მიღწევა განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელიც სტამბოლის ქუჩებში რეალიზდება, იუწყება Euronews. ვერტიკალურ კონსტრუქციებს სახელწოდებით ENLIL, შეუძლიათ მზის ენერგიის შთანთქმისას ენერგიის “მიღება”, სატრანსპორტო საშუალებების მიერ წარმოქმნილი ჰაერის ნაკადებიდან. გზისპირა ტურბინების განვითარება განხორციელდა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებისა და ტექნოლოგიური ფირმა Devecitech-ის გუნდის მიერ. მოძრავი მანქანების მიერ წარმოქმნილი “ქარი” ...

Read More »

სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა: ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში პროგრამის, EU4Energy ახალ ფაზას იწყებს

2021 წლის 8 ივლისს ევროკომისიამ თავისი პროგრამის, EU4Energy ახალი ეტაპის — „სუფთა ენერგიაზე გადასვლის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: პროგრამის, EU4Energy II ფაზის“ დაწყება აღნიშნა. პროგრამა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ენერგეტიკის სანდო საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოების შემუშავებას ისახავს, რაც რეგიონის სუფთა ენერგიაზე გადასვლას და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს. პროგრამა გაითვალისწინებს ისეთ ახალ გამოწვევებს და პერსპექტივებს, როგორიცაა ენერგეტიკასთან დაკავშირებული ბაზრის ყველა სეგმენტში ციფრული გარდაქმნის ეტაპობრივი ჩართვა და ხარჯების ამსახველი ტარიფების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეებისთვის სარგებლიანი იქნება გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ჩადებას მდგრად ენერგეტიკაში, პრიორიტეტს მიანიჭებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გააუმჯობესებს რეგიონული ბაზრის ინტეგრაციას და შიდარეგიონულ ვაჭრობას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეთა დაინტერესების მიზნით, პროგრამა თავის საქმიანობასა და რეფორმებში მათ მონაწილეობას კონსულტაციების, განხილვების თუ კამპანიების მეშვეობით შეუწყობს ...

Read More »

მცურავი მზის პანელების მსოფლიოში უმსხვილესი ფერმა სინგაპურში

სინგაპურში ამჟამად მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მცურავი მზის ფერმა, რომელსაც შეუძლია წელიწადში 4000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება რაც დაახლოებით ექვივალენტურია წელიწადში სათბური გაზების 900 – ზე მეტი სამგზავრო მანქანის გამონაბოლქვისა. მცურავი ფერმა განთავსებულია წყლის ზედაპირზე, ის მოიცავს 13,312 მზის პანელს. 5 მგვტ პიკიანი სისტემის ინსტალაცია სავარაუდოდ წელიწადში 6 მილიონი კილოვატ საათის ენერგიას გამოიმუშავებს. ეს თავის მხრივ ქვეყანას ხელს შეუწყობს ...

Read More »

განახლებადმა ენერგიამ ნავთობპროდუქტებს პირველად “აჯობა”

პირველად, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებამ ევროკავშირში გადააჭარბა წიაღისეული საწვავიდან წარმოებას, ვკითხულობთ ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat–ის  მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებში. გარდა ამისა, 2020 წელს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა 1 052 582 გვტ.სთ-მდე, რაც 29 994 გვტ.სთ-ით მეტია, ვიდრე წიაღისეული საწვავიდან მიღებული. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 979 866 გვტ.სთ იყო, ხოლო 1990 წელს – 303,279 გვტ.სთ. ევროკავშირში 2020 წელს წიაღისეული საწვავიდან ...

Read More »
საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით “მწვანე” პროექტებმა ნახშირწყალბადების პროექტებს პირველად გაუსწრო

2021 წელს მსოფლიოს წამყვანი  ბანკების მიერ “მწვანე” ენერგიების პროექტებისთვის გაცემულმა სესხების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა წიაღისეული საწვავის პროექტებისას. “ბლუმბერგის” ანალიტიკოსების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა დააფინანსეს სხვადასხვა ”მწვანე” პროექტები 203 მილიარდი დოლარით, ხოლო ნახშირწყალბადების მრეწველობამ “მხოლოდ” 189 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა 2015 წლის პარიზის შეთანხმების დადების დღიდან. 2016 წლიდან 2020 წლამდე სესხის გაცემის დინამიკა ...

Read More »

გიორგი თავდგირიძე, ინჟინერი: ჩვენი გუნდის წარმატებას განსაზღვრავს ღირებულებები რაც გვაერთიანებს

გიორგი თავდგირიძე პროფესიით ელექტრო ინჟინერია, უკვე 10 წელია ენერგეტიკის სექტორში მუშაობს. ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს –  დედაც და მამაც ინჟინრები არიან. ამბობს, რომ ენერგეტიკის სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან მოჰყვება, იმ დროიდან, როცა ყოველდღიურად უყურებდა ჰესს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.  საბოლოოდ ენერგეტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.  გიორგი დღეს ოპერირების ინჟინერია და შუახევი ჰესის პროექტში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობს. “ენერგეტიკის სფეროს ინტერესი ბავშვობიდან მომყვება. ქედის რაიონში, ...

Read More »