Tag Archives: #გარემო

ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო. კომისია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სხვადასხვა თემატურ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს. კომისიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს და მასში ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება და საჯარო სამართლის იურიდიული პირია ჩართული. კომისიის სხდომაზე, სამიზნე ქალაქებში (თბილის, ბათუმი და რუსთავი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში, ინსპექტირებები ჩატარდა ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო შპს „ამბიკონ სტილსში“. 30 მარტს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოვლინდა. 19 აპრილს საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, ...

Read More »

“მიჩვევა გვჭირდება, რომ ნაგავში ფული გადავიხადოთ” – როგორ იმართება საქართველოში სახიფათო ნარჩენები

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახიფათოა ნარჩენი, რომელსაც აქვს ერთი, ან მეტი სახიფათო ნარჩენის განმსაზღვრელი მახასიათებელი. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ფეთქებადი, მჟანგავი, აალებადი, ტოქსიკური, ინფექციური და სხვა. სახიფათო ნარჩენებს წარმოქმნის მრავალი წყარო აქვს, სამრეწველო წარმოების პროცესიდან დაწყებული, ბატარეებით დასრულებული. ისინი გარემოში მრავალი ფორმით არსებობს, მათ შორის შეიძლება შეგვხვდეს თხევადი, მყარი, ან აირის სახით. ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ...

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა – რას გულისხმობს ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი

ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა – საქართველოს მალე ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი ექნება. კანონპროექტის განხილვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით უკვე გაიმართა. „ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე კერძო სექტორს. მნიშვნელოვანია, განხილვის პროცესში თითოეული სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობა, რათა პარლამენტს წარედგინოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება, პრაქტიკაში აღსრულებადი იქნება ...

Read More »

ჯონ კერის თქმით, კლიმატთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯონ კერი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლიმატთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს. ჯო კერის თქმით, ბაიდენი მზადაა გამოიყენოს „მისი ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი“ კლიმატის ცვლილების დასაძლევად, მათ შორის აღმასრულებელი ბრძანებების ჩათვლით. მისივე თქმით, მსოფლიო მიხვდა, რომ მწვანე ენერგია ამცირებს ინფლაციას, ამცირებს ენერგიის ხარჯებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. როგორც BBC წერს, აღნიშნული ნაბიჯი ბაიდენს განახლებადი ენერგიის წარმოებაზე ...

Read More »

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან – გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

აშშ-ში, კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება. გამოცემის ცნობით, ხანძარ ოაკის გამო, ევაკუირებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი,  განადგურებულია 10 სახლი. ცეცხლის ჩაქრობას ამ დროისთვის 400-მდე მეხანძრე და 4 ვერტმფრენი ცდილობს.

Read More »

რაჭაში 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღეს მთავრობის სხდომაზე შედგა. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800 ჰექტარზე გაკეთდება ეროვნული პარკი, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი უნიკალური ბუნება, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ბიომრავალფეროვნება, ვიზრუნოთ მასზე. ამავდროულად, რეგიონისთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ...

Read More »

ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრები ამ დრომდე მძვინვარებს

საბერძნეთის მასშტაბით ბოლო 24 საათში 53 ადგილას გაჩნდა ტყის ხანძარი. მაღალი ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი კერების გაჩენას. შემთხვევის ადგილებიდან გაჰყავთ მოსახლეობა. ხანძარს ასევე ებრძვიან დადიას ეროვნულ ტყე-პარკში, ვატერის კურორტსა  და  მაკედონიის დასავლეთ მხარეს, მთიან რეგიონებში. საბერძნეთის კლიმატის კრიზისისა და საჯარო დაცვის მინისტრი ქრისტოს სტილიანიდესი ამბობს, რომ ისინი მივლენ ხანძრის სამხრეთ დასავლეთის ფრონტის ხაზთან და ადგილზე გაეცნობიან, რა ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა გაიმართა. პროექტის განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. „ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები ეხება, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ ...

Read More »

ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა. ნალექის გამო, ადგილობრივი მდინარე როუდბალი ადიდდა და მოსახლეობას ზიანი მიაყენა. ქალაქის ხელმძღვანელის, იუსეფ კარეგარის თქმით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

Read More »
Menu Title