Tag Archives: #გარემო

დავით სონღულაშვილი: ეკონომიკა გარემოს დაცვისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და არა გამოწვევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“-ს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-5 კონფერენცია გაიმართა. ...

Read More »

ევროკავშირის ელჩმა კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა

საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“(link is external) და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ენერგოეფექტურობა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ საბავშვო ბაღისთვის ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნარჩენებს ვენახებიდან, კერძოდ წალამს, რაც გათბობის იაფი და კარგი საშუალებაა. ამ მეთოდის მეშვეობით, ნაკლები ენერგიისა და ნაკლები ფინანსური რესურსების გამოყენებით, ჩვენ უკეთეს და ჯანსაღ გარემოს ვუქმნით ...

Read More »

COP 26 – ის სამიტის შესაძლო შედეგები

COP 26 – ის სამიტზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების მიერ საჯაროდ დადებულმა პირობებმა მხოლოდ რამდენიმე მეათედი გრადუსით შეამცირა სამომავლო დათბობა. თუმცა ეს კვლავ არ არის საკმარისი, რომ დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. მეცნიერთა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნით მსოფლიოში ტემპერატურის მატება საუკუნის ბოლომდე 2 მთელ 5 მეათედ გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. “თუ სახელმწიფოები შეასრულებენ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი GIZ–ის პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს, ჰანს იოაჰიმ ლიპის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰანს იოაჰიმ ლიპის 7 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. ჰანს იოაჰიმ ლიპიმ შეხვედრაზე აღნიშნა, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის, მიწის ბაზრის განვითარების საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებსა და ამ ცვლილების გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იმ პროექტებზე ...

Read More »

მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. Euornews-ის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიის მსოფლიოში გავრცელების შემდეგ ნახშირორჟანგის გამოყოფა პლანეტაზე 5.4%-ით შემცირდა. თუმცა, აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნის შედეგად მიმდინარე წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა 4.9%-ით გაიზრდება და წლის განმავლობაში 36.4 მილიარდ ტონას მიაღწევს. მეცნიერთა კვლევის თანახმად, 2021 წელს ქვანახშირისა და გაზის ემისია 2019 წლის დონეს აღემატება, მაშინ როცა ნავთობიდან გამონაბოლქვი კვლავ დაბალია 2019 წლის ...

Read More »

გრეტა თუნბერგი: გაეროს კლიმატის სამიტი სრული კრახი და პიარზე გათვლილი მოქმედებაა

შვედი გარემოსადამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონფერენცია სრული კრახი და პიარზე გათვლილი მოქმედებაა. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები არა მომდევნო ათწლეულების გრძელვადიან გეგმებზე უნდა თანხმდებოდნენ, არამედ სათბური აირების გამოყოფა ახლავე უნდა შეაჩერონ. „ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ გააგრძელონ ცხოვრება თავიანთი ფანტაზიებით როგორიცაა მარადიული ეკონომიკური ზრდა და ტექნოლოგიური განვითარება. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ...

Read More »

საუდის არაბეთში მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო, სადაც არ იქნება გზები, ქუჩები, მანქანები და გამონაბოლქვი

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მომავლის ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც არც გზები იქნება და არც მანქანები, – ამის შესახებ Bloomberg-თან საუბრისას, პროექტ Neom-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნადმი ალ-ასრმა განაცხადა. ცნობისთვის, მომავლის ქალაქი, რომლის სახელწოდება The Line-ი ნათლად გამოხატავს მის წრფივ განლაგებას, წითელი ზღვის სანაპიროდან პროვინცია თაბუქის დედაქალაქამდე, 170 კილომეტრის მანძილზე არის გადაჭიმული. პირველ მოსახლეებსა და ტურისტებს ქალაქში 2024 წელს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი Neom-ი საუდის არაბეთის ...

Read More »

400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი და უფრო მეტად დაბინძურებული გარემო – რა ხდებოდა შოტლანდიაში კლიმატის ცვლილების სამიტზე, რომელსაც “ფარისევლობის აღლუმი” უწოდეს

შოტ­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ გლაზ­გო­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბი, მი­ლი­არ­დე­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე ისა­უბ­რეს. გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის­გან მო­სა­ლოდ­ნელ ზი­ანს, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხსა და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას მი­ე­ძღვნა. ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმდე­ბა, რომ დე­და­მი­წა საფრ­თხე­შია და თუ ქმე­დით ნა­ბი­ჯებს არ გა­დავ­დგამთ, სულ მალე, შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ზო­გი­ერთ ად­გი­ლას ტემ­პე­რა­ტუ­რამ ისეთ ნიშ­ნულს მი­აღ­წი­ოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბი­სა და ...

Read More »

პაპუნა ლეჟავამ გაეროს სამიტის ფარგლებში მდგრადი დაფინანსებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გლაზგოს უნივერსიტეტის ადამ სმიტის ბიზნესის სკოლისა და „ბრეტონ ვუდსის კომიტეტის განახლების“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ქვეყნების პოსტ-პანდემიური მდგომარეობის და მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, მწვანე და მდგრადი დაფინანსების თემების განხილვას დაეთმო. სამიტზე პაპუნა ლეჟავამ კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე გლაზგოს უნივერსიტეტის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ...

Read More »