Tag Archives: #გარემო

ლევან დავითაშვილმა ფრანგული კომპანიის (Egis) აღმასრულებელ დირექტორთან გარემოსდაცვით საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ფრანგული მრავალეროვნული კომპანიის (Egis) აღმასრულებელ დირექტორსა და საფრანგეთ-საქართველოს საერთაშორისო მოძრაობის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს, ლორან ჟერმენს შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ფრანგული კომპანიების მხარდაჭერით, ქვეყანაში აგრარულ მიმართულებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და გარემოსდაცვით საკითხებში ფრანგული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ბევრი აქვთ საერთო სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მათ შორისაა ტრადიციები მეღვინეობის ...

Read More »

ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის ტექნიკა გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ იაპონიის ელჩს საქართველოში იმამურა აკირას ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგო ხიდეშელთან ერთად უმასპინძლა. ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის ტექნიკა გადასცა. ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა პროექტი „ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მუნიციპალიტეტისათვის მძიმე ტექნიკის გადაცემა. „ვინაიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ...

Read More »

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სახელმძღვანელოები შემუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმძღვანელო დოკუმენტები და ანგარიშები შეიმუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვალიდაციის მიზნით, სააგენტოში გაძლიერდა შესაძლებლობები პროგრამული ...

Read More »

ჰაერის დაბინძურების გამო ინდოეთის დედაქალაქში სკოლები 1 კვირით დაიხურა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურების გამო სკოლები 1 კვირით დაიხურა. მოსწავლეები დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავლენ. დისტანციურად იმუშავებენ სამთავრობო დაწესებულებებიც. ქვეყნის ხელისუფლება კი კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებსაც ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს. 14-დან 17 ნოემბრამდე კი სამშენებლო სამუშაოები აიკრძალა. დელი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების სიაშია.

Read More »

გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს

გლაზგოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 200-მდე ქვეყანა ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების დაჩქარებაზე და წიაღისეული საწვავის სუბსიდიების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ შეთანხმდა. გარდა ამისა, კონფერენციაში მონაწილე მხარეები გლობალური დათბობის 1,5 გრადუსამდე შეზღუდვაზე შეთანხმდნენ. ამასთან, ახალი შეთანხმების მიხედვით, მდიდარმა ქვეყნებმა ფინანსური სახსრების მობილიზება უნდა მოახდინონ, რათა შედარებით ღარიბმა სახელმწიფოებმა კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავება შეძლონ. დასკვნით ხელშეკრულებაში ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: ეკონომიკა გარემოს დაცვისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და არა გამოწვევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“-ს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-5 კონფერენცია გაიმართა. ...

Read More »

ევროკავშირის ელჩმა კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა

საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“(link is external) და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ენერგოეფექტურობა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ საბავშვო ბაღისთვის ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნარჩენებს ვენახებიდან, კერძოდ წალამს, რაც გათბობის იაფი და კარგი საშუალებაა. ამ მეთოდის მეშვეობით, ნაკლები ენერგიისა და ნაკლები ფინანსური რესურსების გამოყენებით, ჩვენ უკეთეს და ჯანსაღ გარემოს ვუქმნით ...

Read More »

COP 26 – ის სამიტის შესაძლო შედეგები

COP 26 – ის სამიტზე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების მიერ საჯაროდ დადებულმა პირობებმა მხოლოდ რამდენიმე მეათედი გრადუსით შეამცირა სამომავლო დათბობა. თუმცა ეს კვლავ არ არის საკმარისი, რომ დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც კლიმატის ცვლილების ყველაზე მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. მეცნიერთა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნით მსოფლიოში ტემპერატურის მატება საუკუნის ბოლომდე 2 მთელ 5 მეათედ გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. “თუ სახელმწიფოები შეასრულებენ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი GIZ–ის პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში (IBiS)“ დირექტორს, ჰანს იოაჰიმ ლიპის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰანს იოაჰიმ ლიპის 7 წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. ჰანს იოაჰიმ ლიპიმ შეხვედრაზე აღნიშნა, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის, მიწის ბაზრის განვითარების საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებსა და ამ ცვლილების გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს. ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იმ პროექტებზე ...

Read More »
Menu Title