Tag Archives: #გარემოსდაცვა

ნინო თანდილაშვილი მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიქოზიაში გამართულ მე-9 გარემოსდაცვით მინისტერიალში „გარემო ევროპისათვის“ მიიღო მონაწილეობა და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიას უხელმძღვანელა. ნინო თანდილაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვის, მწვანე ეკონომიკის განვითარების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრა და სესიის მონაწილეებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარემოსდაცვითი მინისტერიალი „გარემო ევროპისათვის” 5 ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არც ერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით. „ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან დაიწყო. შეირჩა კახეთის რეგიონი. ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, ...

Read More »

ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის ხანგრძლივობას ორი წლით ამცირებს

ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის ქრონიკული დაბინძურება ერთი ადამიანის  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ორ წელზე მეტი ხნით ამცირებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის (EPIC) ჰაერის ხარისხის უახლესი ინდექსის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 97% ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც დაბინძურება რეკომენდებულ დონეს აღემატება. EPIC-მა, ფილტვების დამაზიანებელი PM2.5-ის საშიში მცურავი ნაწილაკების დონის გასაზომად სატელიტის მონაცემები გამოიყენა. შედეგების თანახმად, თუ გლობალური PM2.5 დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ...

Read More »

ოთარ შამუგია – „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონის მიღება გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“

„გარემოს დაცვის ევროპული სისტემის ჩამოყალიბებისთვის უმთავრეს ფუნდამენტს გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა. მინისტრის განმარტებით, 2018 წელს ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, შედეგად,  გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში უზრუნველყოფილია საზოგადოების ...

Read More »

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაზე, ასევე სტრატეგიული შეფასების ჩატარებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გადადის ამავე სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში. „მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა, 2017 წელს მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. შედეგად, საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ...

Read More »
Menu Title