Tag Archives: გაზმომარაგება

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

რამოდენიმე უბანს ბუნებრივი აირი 3 დღით შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაზმომარაგების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 15-17 ივნისს ვლადიკავკაზ-თბილისის D-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.5 და 207.0 კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 ივნისის 06:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მუხიანის I, II, III, IVა და IVბ მიკრო ...

Read More »
ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ევროპამ მკვეთრად უნდა შეამციროს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და ის ისრაელის გაზით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა ერნსტ მონიმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელს გააჩნია ბუნებრივი გაზის დიდი მარაგები და შეუძლია მისი ექსპორტირება. „პირველ რიგში, ამ პროექტის რეალიზაციას აქვს ეკონომიკური და ენერგეტიკული პლიუსები – ევროპას შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება. ისრაელი კი გაზს მეზობელ არაბულ ქვეყნებსაც მიაწოდებს“, – განაცხადა მინისტრმა. ...

Read More »

ჩოხატაურის გაზმომარაგება დროებით შეფერხდა

გურიის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ძლიერი ყინვების გამო ჩოხატაურის DN 200 მმ განშტოებაზე მწყობრიდან გამოვიდა გაზის წნევის რეგულატორი, რომელმაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვია ჩოხატაურის გაზმომარაგების დროებითი შეფერხება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე დილიდან ინტენსიურად მუშაობს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიის საავარიო ბრიგადა. გაზმომარაგება უახლოეს  საათებში აღდგება.

Read More »
დავით მირცხულავა: საქართველო მუდმივად იღებდა რუსულ გაზს

დავით მირცხულავა: საქართველო მუდმივად იღებდა რუსულ გაზს

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ქვეყნის გაზით მომარაგების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ბუნებრივი გაზის ბალანსში საქართველოს 2016 წელს დეფიციტი ნამდვილად აქვს. “კითხვას, რომელსაც ამ დღეებში მუდმივად მისვამენ არა და მარტო ჟურნალისტები: 1. გვაქვს თუ არა დეფიციტი ბუნებრივი გაზის ბალანსში 2016 წელს? დიახ, ნამდვილად გვაქვს. 2. იცოდა თუ არა აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენთან შესაძლო დეფიციტის წარმოშვებაზე ბუნებრივი გაზის ბალანსში? ...

Read More »
ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

ახალი წლის დადგომასთან ერთად კვლავ აქტუალური ხდება ქვეყნის გაზმომარაგების დივერსიფიცირების თემა. გასულ წელს საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა „გაზპრომთან“ დაწყებულ მოლაპარაკებებს. იყო საუბარი იმაზე, რომ მთავრობა მომწოდებელთა მრავალფეროვნების მიღწევას ცდილობს. ითქვა ირანული გაზის იმპორტის პერსპექტივაზეც. წელი სწორედ ირანულ გაზზე განცხადებებით დაიწყო: ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები “გაზპრომთან” ექნება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ...

Read More »
საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. “მე არაერთხელ გავაკეთე განმარტებები და გავიმეორებ, რომ ჩვენ გაზის მოცულობის ძირითად ნაწილს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, თუმცა ყოველწლიურად ჩვენ გვიხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება “გაზპრომისგან”, იმ მოცულობების გარდა, რასაც ჩვენ ტრანზიტის საფასურად ვიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ ბაზარს რამდენი ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზი - 240 დოლარი, რუსული - 200, ირანული - 400

აზერბაიჯანული გაზი – 240 დოლარი, რუსული – 200, ირანული – 400

მთავრობა რუსული გაზის იმპორტის პარალელურად, ირანული გაზის დაბევებაზეც იწყებს ფიქრს. რამდენად საინტერესოა ირანისთვის საქართველოს ბაზარი, ეს სხვა საკითხია, თანაც, ირანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ არის. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ბუნებრივი აირის ფასს უკავშირდება. ამჟამად 1000 კბ/მ აზერბაიჯანული (კომერციული) გაზის ფასი 240 დოლარია, რუსულის- 200 დოლარი, ხოლო ირანულის – 400 დოლარი. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, მთავრობა ამტკიცებს, რომ ბაზრის დივერსიფიცირებისთვის ...

Read More »
სოკარის ვიცე-პრეზიდენტი: სოკარის მიერ საქართველოს გაზმომარაგების პრობლემა არ არსებობს

სოკარის ვიცე-პრეზიდენტი: სოკარის მიერ საქართველოს გაზმომარაგების პრობლემა არ არსებობს

აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში არავითარი პრობლემა არ არსებობს. ამის შესახებ, როგორც სააგენტო APA.az იტყობინება, SOCAR–ის ვიცე–პრეზიდენტმა სულეიმან გასიმოვმა განაცხადა. „შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბაზრის გაზით მომარაგებას ახორციელებს SOCAR–ი. აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს. მოლაპარაკებები, რომლებსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი – ენერგეტიკისმინისტრი კახა კალაძე რუსულ „გაზპრომთან“ აწარმოებს, არის სახელმწიფოს პირადი საქმე და ეს არანაირ გავლენას არ ახდენს SOCAR–თან ურთიერთობაზე. კახა კალაძემ ...

Read More »
დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

დიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. “არ მაქვს დღეს დილით აღნიშნულზე ინფორმაცია. საღამოს ალბათ კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა და მხოლოდ დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემდეგ შემიძლია, რამე მოგაწოდოთ”, – განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძისა და “გაზპრომის” წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და “გაზპრომის” პრეზიდენტის, ალექსეი ...

Read More »
ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ირანი ევროპის გაზმომარაგებას აზერბაიჯანის გავლით შეეცდება

ირანი, მიუხედავად მის მიმართ გატარებული სანქციებისა, არასდროს მალავდა, რომ ევროპის ბაზრისთვის გაზის მიწოდებით იყო დაინტერესებული,-აღნიშნულის შესახებ Trend.az წერს. ირანის სანქციებისგან გათავისუფლება და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის განახლება, დასავლეთ ქვეყნების ბაზარზე, ირანის გაზის გატანის შანსებს ზრდის. ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ევროპისთვის გაზის მიწოდებას მხოლოდ თურქეთისა და აზერბაიჯანის მარშრუტით იძლევა. ორივე მარშრუტს კი თავისი უპირატესობა აქვს. თურქეთის გავლით, ევროპისათვის გაზის მიწოდების მანძილი ბევრად მოკლეა, ვიდრე აზერბაიჯანის, ...

Read More »
Menu Title