Tag Archives: #გერმანია

გერმანია ენერგეტიკული გარდაქმნისთვის ემზადება

გერმანიაში ცვლილების ქარი უბერავს. 26 სექტემბერს საყოველთაო არჩევნები გაიმართება და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ახალ მთავრობას გაუჭირდება, 2045 წლისთვის ქვეყანა კლიმატ-ნეიტრალური გახადოს. გერმანიის საარჩევნო მარათონში ერთ-ერთი მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ მოახერხებს ქვეყანა ენერგეტიკულ გარდაქმნას. წამყვანი პოლიტიკური პარტიები მზისა და ქარის ენერგიას უჭერენ მხარს, მაგრამ ბიუროკრატია და ადგილობრივების უკმაყოფილება ცვლილებას აფერხებს. ბავარია ამის საუკეთესო მაგალითია. ჩრდილოეთი ბავარიის  სოფელში მოქმედი ...

Read More »

გერმანელი გარემოსდამცველები კვლავაც აგრძელებენ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ჩივილს

გერმანულმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ Deutsche Umwelthilfe (DUH) კიდევ ერთი მოთხოვნა გაუგზავნა გადაზიდვისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურ ოფისს (BSH), რომელის მიხედვითაც ის ითხოვს შეაფასდეს Nord Stream 2 გაზსადენის გარემოზე შესაძლო ზეგავლენა და შეიცვალოს წინა გადაწყვეტილება. აღნიშნული განცხადება თავად აქტივისტებმა გაავრცელეს. ”DUH– მა გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ნებართვების შეფასება არ არის საჭირო” – ციტირებს მათ TASS. შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი მოთხოვნები ...

Read More »

კანცლერი, კრემლი და გაზი – მერკელის გზავნილები მოსკოვიდან და კიევიდან

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ ბუნებრივი აირი გეოპოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. ამის შესახებ მერკელმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთთან გაზის იმ სატრანზიტო შეთანხმების მიმართ, რომელსაც ვადა 2024 წელს გასდის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ბუნდოვანია და მას სურს ზუსტად იცოდეს, რას მიიღებს უკრაინა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას ვადა ამოეწურება. ...

Read More »

გერმანულ წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩაწყობა 12 სექტემბერს დასრულდება

ხომალდ „ფორტუნას“ მიერ გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩადება 12 სექტემბერს მოხდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg გერმანიის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით წერს. პორტალ Marine Traffic-ის მონაცემებით, მილის ჩამდები ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც მანამდე დანიის წყლებში მუშაობდა, ახლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წყლებშია. ამ მომენტისთის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულებულია 99%-ით. ივლისის ბოლოს ითქვა, რომ „ფორტუნა“ მილის ჩაწყობის საბოლოო ეტაპზე მუშაობდა. აშშ-მ ...

Read More »

ანგელა მერკელი – იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს, გერმანია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კვლავ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. „ბუნებრივი აირი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად“, – განაცხადა მერკელმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტ ქვეყანად 2024 წლის შემდეგ პერიოდშიც დარჩეს და ეს შეთანხმება ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს. ანგელა მერკელმა ასევე მზაობა გამოთქვა კიევთან ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გერმანიის ახალი მთავრობაც დაუჭერს მხარს

რაც არ უნდა თქვას ამერიკამ, გერმანია არც ერთ შემთხვევაში არ გააჩერებს რუსულ გაზსადენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი უკრაინულ ტრანზიტს შეწყვეტს – იტყობინებიან ინფორმირებული მაღალჩინოსნები ბერლინიდან. ამის ნაცვლად, გერმანია აქცენტს ევროკავშირის ფორმატში სხვა, უფრო ფართო სანქციებზე გააკეთებს, იმის მიუხედავად, რომ ეს უფრო რთული გზაა და თანაც კრემლი, როგორც წესი, ეკონომიკურ სანქციებზე არ რეაგირებს. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ბაიდენმა სცადა მისი ...

Read More »

ტრამპმა თეთრი სახლი გააკრიტიკა OPEC–თან და Nord Stream 2–თან მიმართებაში გატარებელი პოლიტიკის გამო

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი მკაცრად გააკრიტიკა “OPEC–სა და რუსეთთან მოლაპარაკებების გამო” და “Nord Stream 2″–ის მშენებლობის დაშვებისთვის. ”ისინი (ბაიდენის ადმინისტრაცია – რედ.)  მოლაპარაკებებს აწარმოებენ OPEC–თან და რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენ იმდენი ნავთობი გვაქვს, რომ არც კი ვიცით სად წავიღოთ,” – განაცხადა ტრამპმა არიზონაში გამოსვლისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მის დროს შეერთებული შტატები გახდა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. აშშ ოფიციალურად ...

Read More »

დონალდ ტრამპი “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ზე: გერმანიას უკვე შეუძლია თეთრი დროშა აღმართოს, რადგან ენერგომატარებლების 60-70%-ს რუსეთისგან მიიღებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა მალე დასრულდება, რისი წყალობითაც, რუსეთი მილიარდობით დოლარს მიიღებს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებით მან სერიოზულად გაართულა გაზსადენის მშენებლობა, ხოლო ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის განხორციელებას ხელს არ უშლის. „ჯო ბაიდენმა მსოფლიოში ყველაზე დიდი გაზსადენი (რუსეთიდან გერმანიაში) დაამტკიცა, რაც ამავდროულად იმას გულისხმობს, რომ გერმანია უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა აშშ-ის ...

Read More »

ვლადიმერ ფესენკო – უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული

უკრაინისთვის აქტუალურ თემებზე „“ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა. – ბატონო ვლადიმერ, როგორც მოსალოდნელი იყო აშშ და გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობის საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების დეტალებზე მოგვიანებით იქნება ცნობილი, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ვაშინგტონი და ბერლინი ერთმანეთში იმ დეტალებს ათანხმებენ, რომლითაც უკრაინა ისე არ დაზარალდება, როგორც მოსკოვი თავიდანვე ვარაუდობდა. როგორ შეაფასებდით აშშ-სა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და ...

Read More »

აშშ-ის და გერმანიის ერთობლივი განცხადება უკრაინის მხარდაჭერის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თაობაზე

აშშ და გერმანია უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის მიერ გაკეთებულ ევროპულ არჩევანს მხარს მტკიცედ უჭერენ და დღეს ჩვენ  რუსული აგრესიისთვის და უკრაინის მიმართ მოსკოვის ბოროტმოქმედებისთვის წინაამღდეგობის გაწევის ვალდებულებას ვიღებთ. აშშ და გერმანია ერთიანები არიან სურვილში, რუსეთს პასუხი ვაგებიოთ აგრესიისთვის სანქციების და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. თუ რუსეთი ენერგეტიკის გამოყენებას აგრესიის ინსტრუმენტად შეეცდება, ან უკრაინის წინაამღდეგ აგრესიული ქმედებებს წამოიწყებს, მზად ვართ ...

Read More »
Menu Title