Tag Archives: #ჰესები

„ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით საქართველოს 1 მილიარდამდე დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა

,,საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ“,- ასე შეაფასა, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა, Enka Renewables-ს და საქართველოს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება. მარგველაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ზარალი და ჯარიმები სავარაუდოდ, 1 მლრდ იქნება. ,, ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და ვწერ. საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ. 800 მლნ ...

Read More »

შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად 48 ადგილობრივი მეწარმე დააფინანსა

ნებისმიერი ჰესის პროექტი ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის ადგილობრივებისათვის – როგორც უშუალოდ მშენებლობისა და შემდეგ ექსპლუატაციის პერიოდებში, ისე სხვადასხვა სოციალური პროექტევის მეშვეობით. იმისათვის, რომ ჰესის მშენებლობის არეალში მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეეწყოს ხელი და მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაცია შემცირდეს, ინვესტორები ხშირად ხელს უწყობენ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის ...

Read More »
გარემოს დაცვის სამინისტროს როლი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში

კაშხლების მშენებლობის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს

კაშხლების მშენებლობის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ძველად კაშხლები შენდებოდა ძირითადად ირიგაციისთვის, მდინარის წყლის გადასაგდებად (ტერიტორიების დატბორვისა და წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად), გვალვის პერიოდებისთვის წყალსაცავების შესაქმნელად და ა.შ. ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ – ძვ. წ.ა. 3000 წლით დათარიღებულ კაშხლებს იორდანიაში, ქ. ამანტანში ვხვდებით. ეს იყო 4,5 მეტრი სიმაღლის და 1 მეტრი სიგანის ქვის კედელი. კაშხლების მთელი სისტემა იგებოდა ძველ ინდოეთში, სპარსეთში, ...

Read More »

ელექტროენერგიის წარმოებასთან ერთად, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ ჰესებს?

ჰესებს ელექტროენერგიის წარმოებასთან ერთად, მრავალი სხვა დანიშნულებაც შეიძლება, ჰქონდეს. ნებისმიერ ჰესს, თუ მას სწორად დავგეგმავთ და ავაშენებთ, შეუძლია, მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, ხალხსა და ინვესტორსაც. ხშირად ჰესებს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან არიდების დანიშნულებაც აქვს, მაგალითად, ქალაქებისა და სოფლების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვა წყალმოვარდნებისგან, ღვარცოფებისა და წყალდიდობებისგან. გარდა ამისა, ჰესები გამოიყენება სარწყავი და სასმელი წყლით მომარეგებაშიც. ხშირად ჰესები ...

Read More »
შუახევიჰესი - უმსხვილესი ჰიდროენერგოპროექტის მშენებლობლობა წარმატებით მიმდინარეობს

როგორ აძლიერებს ეკონომიკურად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ახალი ჰესების პროექტები

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინვესტორებისთვის დაუწერელ კანონად იქცა. ხშირ შემთხვევაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს თან ახლავს გარკვეული სოციალური პროგრამა – ზოგად და პროფესიულ განათლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტების ერთობლიობა. ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას აძლევენ, ამასთანავე ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უშლიან სოფლების ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

რა ძირითადი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?

უპირველესად, ესაა ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდა, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. გარდა ამისა, ახალი ჰესების მშენებლობა პირდაპირ თუ ირიბად ავითარებს რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას. დამატებითი სარგებლების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რომელიც დაუწერელ წესად იქცა თითეული ინვესტორისთვის; პროფესიული განათლების მიღება; სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლება; ადგილობრივი მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება; ბიუჯეტში გადასახადების ...

Read More »

“რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ იმ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიზე გადის, რომლის მედიაციაში ჩართულობასაც მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები”

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი ენერგეტიკის სექტორის პრობლემებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოყენებულ ულტიმატუმებს აფასებს მისი თქმით, ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში ჩართულმა ექსტერმისტმაარასამთავრობოებმა,  წამოაყანეს ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედებისშეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოზეზემოქმედების შეფასების კომისიამ” –  (Netherlands Comission for Enviromental assesment). გთავაზობთ პოსტს უცვლელად: მესმის, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ბევრს შეიძლებააღარც ...

Read More »

მზის ენერგეტიკა საქართველში – შესაძლებლობები და გამოწვევები

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ენერგეტიკული სექტორი ყოფილა: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები, ტარიფის ზრდა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა. სწორედ ეს თემები მოექცა წელს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ...

Read More »

შუახევი ჰესმა ქართველი ინჟინრების ახალი თობა გაზარდა – შოთა მელიქიძე, ინჟინერი

შოთა მელიქიძე პროფესიით მექანიკოსია. შუახევი ჰესზე 2015 წლიდან მუშაობს. მშენებლობის ეტაპზე მის საქმიანობას ტურბინების აწყობა წარმოადგენდა, დღეს მისი პასუხისმგებლობა მათი გამართულად ფუნქციონირებაა. შოთას სამუშაო დღე შუახევი ჰესის კემპზე იწყება. დილის საუზმეზე ინჟინრები ერთმანეთს ხვდებიან და შედგომ ერთად ინაცვლებენ ელექტროსადგურში სადაც დღის დაგეგმვა იწყება. ,,ელექტროსადგურში მისვლისთანავე, პირველი რასაც ვაკეთებ დაწყებული პირველი სართულიდან ბოლომდე დეტალურად ვამოწმებ გასული ღამის შემდგომ, რომ ყველაფერი რიგზეა. ...

Read More »

პანკისიში “ხადორიჰესის” ინვესტორმა მოსახლეობასთან ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

პანკისის ხეობაში, 2 ჰესის, ჯამში $40 მილიონიანი პროექტის შესახებ „ბიზნესპარტნიორისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. საუბარია, “ხადორი 3”-ის და “სამყურისწყალი 1”-ის მშენებლობაზე. როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მდინარე ალაზანზე, 5.4-მეგავატიანი “ხადორი 3”-თან დაკავშირებით, პანკისის ცნობილი მოვლენების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა 25 მეგავატიან „სამყურისწყალზე“, ამ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან წინააღდგეობა არ არის. როგორც იორდანიშვილი აცხადებს, კომპანიამ ხეობაში მოსახლეობასთან ...

Read More »