Tag Archives: #ჰესები

ქართული ეკოპარანოიის მორიგი გამონათება: “სახ ელ რო” იგივე ГОЭЛРО

ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე ეკო-აქტივისტების საქმიანობას სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: როგორც მოსალოდნელი იყო, კლინიკური მოძრაობა, რომელიც დაიწყო ჰიდროფობიით, “მშობლიური ბუნების დაცვის” მოტივებით (სვანეთის ტყის ტოტალურად, ბარბაროსულად გამჩეხავებთან ერთად), შემდეგ განვითარდა ქართული ენერგეტიკიდან უცხოელ ინვესტორთა წარმატებით გაძევებით, დასრულდა იმავე “მშობლიური ენერგეტიკის” ტოტალური ნაციონალიზების, ანუ ყველა ობიექტის კერძო მფლობელისათვის წართმევის და სახელმწიფოსათვის დაბრუნების მოთხოვნით. ამაზე ადვილი რა არის? ბულგაკოვისეული შარიკა ...

Read More »

“თანაბრად განიხილება როგორც “ნამახვანჰესის” პროექტის გაგრძელება, ისე – “ენკას” პროექტიდან გასვლა”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, უკვე ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება. „უახლოეს პერიოდში, კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე – მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ...

Read More »

ბორჯომჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება

ბორჯომის პარკში მდებარე ჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოში აშენდა. ბორჯომჰესი მიხეილ რომანოვის დაკვეთით აიგო და 1899 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ჰიდროსადგურის ძირითადი ფუნქცია სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ლიკანის სასახლის მომარაგება იყო. საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ამჟამად მისი აღდგენა-რესტავრაცია მიმდინარეობს. XIX საუკუნეში აშენებული ისტორიული ჰესი პირვანდელ სახეს ...

Read More »

“ის რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი უფრო დაბალია “ნამოხვანჰესის” ფასზე, არასწორია”

ჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ხშირად ადარებენ იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ნამოხვანჰესის ტარიფებს. ენერგეტიკოსი­ მურმან მარგველაშვილი “ენკას” გადაწყვეტილების ეკონომიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს: “ნამოხვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6,2 ცენტი/1 კვტ/სთ) ადარებენ იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას და აქედან აკეთებენ დასკვნას სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. ეს მიდგომა მცდარია: მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 5 წლის შემდეგ, გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6,2¢ცენტი იმოქმედებს შემდგომ 15 წელიწადს, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით საქართველოს 1 მილიარდამდე დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა

,,საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ“,- ასე შეაფასა, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა, Enka Renewables-ს და საქართველოს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება. მარგველაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ზარალი და ჯარიმები სავარაუდოდ, 1 მლრდ იქნება. ,, ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და ვწერ. საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ. 800 მლნ ...

Read More »

შუახევი ჰესის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად 48 ადგილობრივი მეწარმე დააფინანსა

ნებისმიერი ჰესის პროექტი ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის ადგილობრივებისათვის – როგორც უშუალოდ მშენებლობისა და შემდეგ ექსპლუატაციის პერიოდებში, ისე სხვადასხვა სოციალური პროექტევის მეშვეობით. იმისათვის, რომ ჰესის მშენებლობის არეალში მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეეწყოს ხელი და მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაცია შემცირდეს, ინვესტორები ხშირად ხელს უწყობენ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის ...

Read More »
გარემოს დაცვის სამინისტროს როლი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში

კაშხლების მშენებლობის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს

კაშხლების მშენებლობის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ძველად კაშხლები შენდებოდა ძირითადად ირიგაციისთვის, მდინარის წყლის გადასაგდებად (ტერიტორიების დატბორვისა და წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად), გვალვის პერიოდებისთვის წყალსაცავების შესაქმნელად და ა.შ. ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ – ძვ. წ.ა. 3000 წლით დათარიღებულ კაშხლებს იორდანიაში, ქ. ამანტანში ვხვდებით. ეს იყო 4,5 მეტრი სიმაღლის და 1 მეტრი სიგანის ქვის კედელი. კაშხლების მთელი სისტემა იგებოდა ძველ ინდოეთში, სპარსეთში, ...

Read More »

ელექტროენერგიის წარმოებასთან ერთად, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ ჰესებს?

ჰესებს ელექტროენერგიის წარმოებასთან ერთად, მრავალი სხვა დანიშნულებაც შეიძლება, ჰქონდეს. ნებისმიერ ჰესს, თუ მას სწორად დავგეგმავთ და ავაშენებთ, შეუძლია, მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას, ხალხსა და ინვესტორსაც. ხშირად ჰესებს გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან არიდების დანიშნულებაც აქვს, მაგალითად, ქალაქებისა და სოფლების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაცვა წყალმოვარდნებისგან, ღვარცოფებისა და წყალდიდობებისგან. გარდა ამისა, ჰესები გამოიყენება სარწყავი და სასმელი წყლით მომარეგებაშიც. ხშირად ჰესები ...

Read More »
შუახევიჰესი - უმსხვილესი ჰიდროენერგოპროექტის მშენებლობლობა წარმატებით მიმდინარეობს

როგორ აძლიერებს ეკონომიკურად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ახალი ჰესების პროექტები

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინვესტორებისთვის დაუწერელ კანონად იქცა. ხშირ შემთხვევაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტებს თან ახლავს გარკვეული სოციალური პროგრამა – ზოგად და პროფესიულ განათლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტების ერთობლიობა. ჰესის არეალში მცხოვრებთა მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტები მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას საკუთარი ბიზნეს-პოტენციალის განვითარების შესაძლებლობას აძლევენ, ამასთანავე ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უშლიან სოფლების ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

რა ძირითადი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?

უპირველესად, ესაა ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდა, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. გარდა ამისა, ახალი ჰესების მშენებლობა პირდაპირ თუ ირიბად ავითარებს რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას. დამატებითი სარგებლების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რომელიც დაუწერელ წესად იქცა თითეული ინვესტორისთვის; პროფესიული განათლების მიღება; სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლება; ადგილობრივი მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება; ბიუჯეტში გადასახადების ...

Read More »