Tag Archives: #ჰესი

ვარლამ გოლეთიანი – ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას ჩვენი თვალით არ დავაკვირდებით

ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ელოდებიან ინფორმაციის საბოლოოდ დადასტურებას, ნამდვილად გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის. „სიმართლე გითხრათ, ჩვენ სხვა მოლოდინები გვაქვს ამ პროცესში, ანუ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ველოდებოდით დაძაბვას. რა ინფორმაციაც ახლა ...

Read More »

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება

ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს. “ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით. როგორც დავით თვალაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილე რომელიმე მხარეს პროცესი არ მოსწონს ან მის დღის წესრიგს არ შეესაბამება. „ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ...

Read More »

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან

ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“ ეთიშება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს. „რიონის ხეობის მცველებმა“ ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს. მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება. მედიაციის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროცესში მონაწილეობას აგრძელებს.

Read More »

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიის მსოფლიო დონის ტურისტულ ატრაქციად ქცევის პროცესი დაიწყო!

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, შპს ენგურის ტურისტული ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ანთიძემ KOKO arhitektid-ის დამფუძნებელს ანდრუს კორესაარსა და ამავე კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, პროექტის შესაბამისად, პირველად გამოიცადა ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი, რომელიც მოიცავს ენგურჰესის არქიტექტურული ღირსშესანიშაობების დათვალიერებასა და აღმოჩნას. მოგეხსენებათ, ენგურჰესის ტურისტულ ატრაქციად ქცევის საპროექტო დოკუმენტაცია 2017-2018 წლებში მომზადდა ესტონური არქიტექტურული კომპანიის KOKO arhitektid-ის მიერ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ...

Read More »

თურნავა: ბოლო ერთ წელში მშენებლობის ეტაპზე 9 ჰესი გადავიდა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 9 ჰიდროელექტროსადგური (დადგმული სიმძლავრით 45.58 მგვტ. და წლიური გამომუშავებით 256.2 გვტ.სთ.) და აღნიშნულ პროექტებში 95 მლნ. აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკა დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. “გასული წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით – 45.88 მგვტ, წლიური გამომუშავებით – 219.77 გვტ.სთ, ინვესტიციით ...

Read More »

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანჰესზე“ ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. „საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო შეთავაზების პირობების შესაბამისად, მიეწოდათ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებს (ინტერესთა გამოხატვა, ფასთა გამოკითხვა), დაინტერესების შემთხვეევაში წარმოედგინათ წინადადებები. პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით ...

Read More »

ჰიდროენერგეტიკის წილმა თურქეთის ენერგო წარმოებაში 20.1% შეადგინა

თურქეთმა ჰიდროენერგეტიკა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ Twitter-ის გვერდზე დაწერა. „ბოლო პერიოდში, ჩვენს მიერ აშენებული ჰესების წყალობით, შევძელით თურქეთის ჰიდროენერგეტიკის სულ სხვა დონეზე აყვანა. თუმცა, აღნიშნულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კვლავაც გავაგრძელებთ ხსენებულ სფეროს აქტიურ ინვესტირებას, რადგან გვსურს თურქეთი გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვვეყანა ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, ამის პირობას გაძლევთ“ – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა. ერდოღანმა ...

Read More »

“გრანდ დიქსენსის” კაშხალი – შვეიცარიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სანახაობა

შვეიცარიაში მდებარე “გრანდ დიქსენსი”, რომლის სიმაღლე 285 მ აღწევს, ყველაზე მაღალია მსოფლიოში არსებულ ბეტონის გრავიტაციულ კაშხლებს შორის. ეს ნაგებობა ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია “კლეზონ–დიქსენსის” ჰიდროენერგეტიკული კომპლექსისა, რომელიც სამ ელექტროსადგურსა და წყლის ოთხ სატუმბს მოიცავს. კომპლექსი შვეიცარიაში ელექტროენერგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. მისი დადგმული სიმძლავრე – 2000 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებაა 2 მილიარდი კვტ.სთ–ია. გამომუშავებული ელექტროენერგია საკმარისია 500 000 სახლის უზრუნველსაყოფად. ...

Read More »

რაკეშ ნაიკი: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” თამაშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია. პანდემიიის დაწყების დღიდან, კომპანიას შემუშავებული აქვს მკაცრი რეგულაციები საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესაბამისად, რათა შენარჩუნებული იქნას უსაფრთხო სამუშაო გარემო შუახევი ჰესის თანამშრომლებისთვის. “ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, გავიკეთოთ აცრა, და ერთად დავამარცხოთ ეს ვირუსი, რომელიც უმარავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს ყოველდღიურად. ვაქცინაცია, კოვიდ რეგულაციების დაცვა და სოციალური ...

Read More »