შუახევიჰესი ელექტროენერგიის წარმოებას 2017 წლიდან დაიწყებს, მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების 75% უკვე დასრულებულია, პროექტი სრულად შემოდგომაზე დასრულდება, 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. აღნიშნულის შესახებ პარასკევს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი. კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ პროექტის განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარემოს დაცვას. გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით კომპანია ახორციელებს ...
Read More »