Tag Archives: ##ჰიდროენერგეტიკა

რა მოცულობის ელექტროენერგია დააკლდება ქვეყნის ენერგოსექტორს ენგურჰესი 3 თვით ჩერდებით

20 იანვრიდან ენგურჰესი ჩერდება. ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 თვეზე მეტ ხანს გასტანს და აპრილის ბოლოს დასრულდება. „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში განხორციელებული ინვესტიცია ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფზე უკვე აისახა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა, ზვიად კილასონიამ განუცხადა. სემეკმა 17 დეკემბერს დაადგინა „ენგურჰესის“ ახალი ტარიფი და ის 0.5 თეთრით გაიზარდა. „ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს, ასევე საოპერაციო ხარჯებს ...

Read More »

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია აღნიშნული. სტატიის თანახმად, ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში ...

Read More »

თურნავა: ნამახვან ჰესის პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია

ჩვენ ინვესტორს არცერთ ეტაპზე გადასვლის უფლებას არ ვაძლევთ, იმის გარეშე, დამატებითი დასაბუთებები არ წარმოადგინოს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ნამახვან ჰესის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განმახორციელებელი თურქული კომპანი „ენკა“ ძალიან სერიოზული და სოლიდური ინვესტორია. „პანდემიისა და სხვა რისკების მიუხედავად, საქართველოში 800 მლნ დოლარს დებს. იშვიათად მესახება რეგიონში ასეთი მსხვილი მასშტაბის პროექტი, როგორიც ნამახვანის ჰესის მშნებლობის პროექტი. ეს არის, ...

Read More »

სოფელ ჟონეთში მოსახლეობამ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აღდგენის თხოვნით აქცია გამართა

ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების აღდგენის თხოვნით აქცია გაიმართა სოფელ ჟონეთში. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესის აშენება რიონის ხეობის გადარჩენის ერთადერთი გზაა. მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციებმა სამუშაო პროცესი შეაჩერა და ასობით ადამიანი პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა. მოსახლეობის თქმით, პროექტის აშენების პარალელურად კომპანია მოაწესრიგებს ინფრასტრუქტურას, განვითარდება ტურიზმი, გაჩნდება სამუშაო ადგილები და სოფლების დაცლის პროცესი შეჩერდება. რიონის ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება

20 იანვრიდან “ენგურჰესი” ჩერდება. ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დაწყებიდან, დაახლოებით, სამ თვეში – აპრილის ბოლოს დასრულდება. საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი – 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ენგურჰესის” ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. ამ ...

Read More »

მოვითხოვთ, პარლამენტში სასწრაფოდ დაინიშნოს საჯარო მოსმენა – „კავკასიური სახლი” ნამახვანჰესზე

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტში სასწრაფოდ დაინიშნოს საჯარო მოსმენა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თავს კი არ მოიწონებს თავისი თანაპარტიელებისა და მის მიერ განებივრებულ-წახალისებული  „ინვესტორების“  წინაშე, არამედ დარგობრივი კომიტეტის წევრების თანდასწრებით  უპასუხებს ადგილობრივი მოსახლეობის, მოუსყიდავი სპეციალისტებისა და გარემოსდამცველების შეკითხვებს”, –  „კავკასიური სახლი” და „კავკასიური სახლის” მეგობართა კლუბი ეხმაურება ნამახვანჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ ...

Read More »
ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტები, რომელთა მშენებლობა საქართველოში იგეგმება

საქართველოში ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგია შემცირდა

2020 წლის 11 თვეში საქართველოში განახლებადი ენერგიის გენერაცია 7%-ით შემცირდა. ეს კლება IDFI-ის თანახმად, ცუდი წყალმოდინებით, ასევე ადგილობრივი და საექსპორტო მოთხოვნის სიმცირით იყო განპირობებული. ამასთან, შემცირება განაგრძო ენგურჰესის მიერ გენერირებულმა ელექტროენერგიამ და მან წლევანდელი გამომუშავების 25% შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. “ჯამურად მარეგულირებელი ჰესების გენერაციამ 3.8 ტვტ. სთ. შეადგინა 2020 წლის 11 თვეში და 18%-ით შემცირდა, ...

Read More »

“თუ ჰესებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა დასაწყისშივე სწორად იქნება ინფორმირებული, კონსესუსის მიღწევა გამარტივდება”

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელი მაია ბითაძე აცხადებს, რომ თუ დიდი ჰესების პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობა პროცესის დასაწყისშივე სწორად იქნება ინფორმირებული, მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევა ბევრად მარტივი იქნება და გაუგებრობებსაც ავიცილებთ თავიდან. ბითაძე ამბობს, რომ საქართველოში დიდი ჰესების დამფინანსებლები ხშირად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომლებსაც რეალურად იმაზე მკაცრი გარემოსდაცვითი პოლიტიკა აქვთ, ვიდრე საქართველოშია. “მაშინ რა იწვევს გაუგებრობას? ...

Read More »

“ნენსკრა ჰესი” ენერგოდამოუკიდებლობის საფუძველია” – თურნავა

„ნენსკრა ჰესი“ – ერთ–ერთი მსხვილი საფუძველია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, ჭუბერში სამუშაოები გრძელდება დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკა კვლავ ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგად რჩება.შეგახსენებთ, რომ “ნენსკრა ჰესის” პროექტი სვანეთში, ჭუბერში ხორციელდება. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ–ია, საინვესტიციო ღირებულება კი – $1 მილიარდი. “ნამახვანი ...

Read More »

თურნავა: „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება. „ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და ...

Read More »
Menu Title