Tag Archives: ინფრასტრუქტურა

რაჭაში წელს ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები მოწესრიგდება

რაჭაში წელს ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები მოწესრიგდება

რაჭაში ტურისტული სეზონისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ წელს საკმაოდ ტევადი და მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი, რომელთა ნაწილის განხორციელება დაწყებულია  იმისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის მოესწროს დასრულება. მარგველიძე ამბობს, რომ პირველ რიგში საჭიროა რაჭის შიდა გზების მოწესრიგება. მათ შორის კურორტებთან მისასვლელი, ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. გუბერნატორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით წელს დაგეგმილია უწერადან ...

Read More »
ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე სპეციალური უწყება იმუშავებს

ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე სპეციალური უწყება იმუშავებს

ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიზნით პრემიერმინისტრი სპეციალურ უწყებას გამოყოფს. ამ საკითხებზე უწყებათაშორის კოორდინაციას განახორციელებს პრემიერის ადმინისტრაციაში არსებული მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტი, რომელსაც სახელი გადაერქმევა და დაერქმევა სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი. პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს დეპარტამენტი მოახდენს უწყებათაშორის კოორდინაციას ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, როგორიცაა მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროგრამები, ანაკლიის პორტის განვითარება, სამთო კურორტების მიმართულებით კოხტა-მიტარბის პროექტის განვითარება, ასევე გუდაურის ...

Read More »
ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე  და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.  “ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე”, – განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა ისაუბრა პროექტების დაჩქარებაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია. ...

Read More »
ნოდარ ჯავახიშვილი: ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზოდა მოეწყობა

ნოდარ ჯავახიშვილი: ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა

ვერეს ხეობაში მშენებლობები არ მოხდება და იქ რეკრეაციული ზონა გაკეთდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ვერეს ხეობაში რეკრეაციული ზონა გაკეთდება და ხელისუფლების მიერ ეს ასეც არის დაგეგმილი. მან უარყო თითქოს მთავრობის სხდომაზე ვერეს ხეობაზე მშენებლობების გაგრძელების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული. მინისტრის თქმით, აღნიშნულ ხეობაში რა ...

Read More »
აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოები

აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური  ფოტოების გამოფენა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ ...

Read More »
ელექტროენერგიის ტარიფი იმიტომ გაძვირდა რომ დენი უწყვეტ რეჟიმში იყოს

ელექტროენერგიის ტარიფი იმიტომ გაძვირდა რომ დენი უწყვეტ რეჟიმში იყოს

დღეს მარეგულირებელმა კომისიამ “ენერგოპრო ჯორჯიასთვის” ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო და სამომხმარებლო ტარიფი 3,95 თეთრით გაიზარდა. ამ საკითხს გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერი კახა კალაძე, მისი განცხადებით ტარიფის ზრდა მოხდა იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში მოხდეს “მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება მოხდა. მსოფლიოში დოლარის გამყარებამ ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, გამოიწვია ეს პროცესები. ჩვენდა სამწუხაროდ, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით გვიხდება ...

Read More »
ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა

ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ენერგორესურსებისა და მათი მომწოდებლების შემდგომ დივერსიფიკაციას და საერთაშორისო და რეგიონულ ენერგოპროექტებში მონაწილეობის გაფართოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებში ახალი პროექტების განხორციელებას, მათ შორის, იმ პროექტებისას, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ევროპისათვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის კასპიის ...

Read More »
Menu Title