Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

პატრუშევმა Nord Stream-ის აფეთქებებში ბრიტანეთი დაადანაშაულა

Nord Stream და Nord Stream 2 გაზსადენების აფეთქებებში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ 3 ნოემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. ამის მტკიცებულება, მისი თქმით, არის ტექსტური შეტყობინება “ეს შესრულებულია”, რომელიც ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა ლიზ ტრასმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გაზსადენის აფეთქების შემდეგ მალევე გაუგზავნა. განცხადება მან მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების შეხვედრის დროს გააკეთა. რუსული საინფორმაციო სააგენტო ...

Read More »

ზელენსკი – რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა

რუსეთის ენერგეტიკული ტერორის გაძლება ჩვენი ეროვნული ამოცანაა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია უკრაინის ბრძოლის ველზე დამარცხება და ამიტომ ცდილობს, უკრაინელი ხალხის სულისკვეთება გატეხოს. „რუსეთის ენერგოტერორის გაძლება – ჩვენი ეროვნული ამოცანაა. ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა. თავად ფაქტი, რომ რუსეთმა მიმართა ტერორს ენერგეტიკის წინააღმდეგ, მიუთითებს მტრის სისუსტეზე. მათ არ შეუძლიათ უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზის დილემა – ბაქოს ევროპისგან მილიარდობით დოლარი და მტკიცე გარანტიები სურს

2027 წლიდან აზერბაიჯანი მზად არის გააორმაგოს გაზის მიწოდება ევროპაში, რითაც „ლურჯი საწვავის“ ექსპორტი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მაგრამ ამისთვის ოფიციალურმა ბრიუსელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალში არ იტყვის უარს აზერბაიჯანთან ხელშეკრულებებზე და არ დაუბრუნდება რუსეთიდან იაფი საწვავის შეძენას. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა ბრიტანულ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ევროკავშირსა და ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა

უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული ინსპექციის შედეგად ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს. ამასთან, ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებული ნიმუშების ანალიზი კიდევ გაგრძელდება. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს ე.წ. ბინძურ ბომბს. ...

Read More »

რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინის კიდევ ერთ ენერგოობიექტზე

რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს უკრაინის კიდევ ერთ ენერგოობიექტზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვიკულის ინფორმაციით, ენერგოობიექტს წუხელ დაარტყეს უპილოტო საფრენი აპარატით. ვიკულის თანახმად, ზარალი მნიშვნელოვანია. ქალაქის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ოქტომბერში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე არაერთხელ განახორციელეს მასირებული შეტევა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში განაცხადა, რომ მნიშვნელოვნადაა დაზიანებული უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ...

Read More »

შვეიცარია უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის $106 მილიონს გამოუყოფს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო სამოქმედო გეგმა, რომელიც უკრაინელებზე მომავალი ზამთრის გავლენის შემსუბუქებას გულისხმობს.  გეგმა მოიცავს უკრაინისთვის თითქმის 106 მილიონი დოლარის გამოყოფას უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის. ქვეყანა უკრაინას გენერატორებით, ტუმბოებითა და წყლის გამწმენდი დანადგარებით დაეხმარება.

Read More »

Nord Stream-მა „ჩრდილოეთის ნაკადების” შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა

Nord Stream AG-მა, რომელიც  Nord Stream და Nord Stream 2-ის გაზსადენებს მართავს, გაზსადენებზე მომხდარი ავარიის შესახებ, გამოძიების შედეგენი გამოაქვეყნა. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 248 მეტრის დაშორებით ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია ორი კრატერი, რომელთა სიღრმე სამიდან ხუთ მეტრამდეა. კრატერებს შორის გაზსადენის მილები ძლიერაა დაზიანებული, მათი ფრაგმენტები 250 მეტრის რადიუსში, ფსკერზეა მიმოფანტული. წყლის ტერიტორია, სადაც სავარაუდო აფეთქებები მოხდა, შვედეთის ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. გამოძიების ინიციატორი ...

Read More »

უკრაინა: დასავლელი მოკავშირეები უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, €25 მილიონ-ზე მეტს გამოყოფენ

ევროკავშირი და სხვა დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, 25,5 მილიონ ევროს გამოყოფენ უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, თანხები ევროკომისიის მიერ შექმნილი უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით გამოიყოფა. უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს სჭირდება არამხოლოდ დაფინანსება, არამედ საუკეთესო მსოფლიო გამოცდილება, ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ...

Read More »

ვინ არის უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარ იდეოლოგი?

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერხი კირიენკო – წერს “ტვიტერზე” უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის სერხი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ენერგეტიკის სფეროში “როსატომში” მუშაობის გამო. უკრაინამ სახელებით იცის ვინ და ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ია განადგურებული

ოკუპანტთა თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ია განადგურებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით, უკრაინა დაზიანებული ობიექტების აღდგენას შეძლებს. ენერგოობიექტების ინტენსიური დაბომბვის გამო, რთული ვითარებაა კიევშიც. დედაქალაქში მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით მიეწოდება. ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებულია, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობაც შეზღუდოს. დღეიდან კიევში ტროლეიბუსები აღარ ივლიან ...

Read More »
Menu Title