Tag Archives: #ირანი

ირანთან ბირთვული შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს რუსეთის მოთხოვნების გამო

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 12 მარტს რუსეთი გააფრთხილეს, რომ მისმა მოთხოვნებმა, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა, შესაძლოა ჩაშალოს თითქმის დასრულებული ბირთვული შეთანხმება. სამი ქვეყანა, რომლებიც ირანთან 2015 წელს გაფორმებული, გარღვევად მიჩნეული ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის იყვნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება არავინ უნდა გამოიყენოს სხვა შინაარსის გარანტიების მოსაპოვებლად. “ეს ქმნის შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს, რაც ირანის ხალხს ...

Read More »

ვენაში ირანთან ბირთვული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო

ავსტრიის დედაქალაქში ალი ბაღერი ყანი ჩავიდა. ის ირანის დელეგაციის ხელმძღვანელია, რომელიც ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით დაწყებული მოლაპარაკების, მორიგ რაუნდში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას თეირანი ავრცელებს. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ISNA ცნობით, ყანი ვენაში დღეს ჩაფრინდა. 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძელზე, თეირანს სანქციები მოუხსნეს, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვული აქტივობა უნდა შეეზღუდა. 2018 წელს, თეირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ...

Read More »

ირანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნები ბირთვულ მოლაპარაკებაზე „არაკონსტრუქციულია“

რუსეთის ჩარევის მიზანია საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და ვენის ბირთვულ მოლაპარაკებაზე მოსკოვი „არაკონსტრუქციულად“ მოქმედებს, მიიჩნევს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ნათქვამი მოჰყავს ირანის სააგენტო “თასმინს”. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით. მასზე ირანს და აშშ-ს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ. მოლაპარაკებას შუამავლობენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი და მათთან ერთად გერმანია და ევროპის ...

Read More »

თეირანს აშინებს, რომ რუსეთს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს

ირანის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მოსკოვს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბირთვულ შეთანხმებასთან დააკავშირებს. ირანის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა კრემლი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აკავშირებს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების დამტკიცებასთან. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 4 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს გარანტიებს ვაშინგტონისგან, ...

Read More »

ირანი ბირთვული შეთანხმების წარმატებისთვის, ამერიკული სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენის მოლაპარაკებები, რომელიც 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით იმართება, წარმატებული ვერ იქნება, თუ შეერთებული შტატები არ იქნება მზად, ირანზე დაკისრებული სანქციები გააუქმოს. „შეერთებულმა შტატებმმა უნდა დაადასტუროს თავისი ნება, რომ ირანს ძირითად საქნციებს მოუხსნის. შეთანხმების მისაღწევად, გარანტიები აუცილებელია“ – განაცხადა იბრაჰიმ რაისმა დოჰაში, ყატარის ამირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 2015 წელს, ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი მონაწილეობს ყატარში მიმდინარე სამიტში გაზის საკითხებზე

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ყატარში მიმდინარე სამიტში და გამოთქვამს იმედს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააღრმავებს სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს. ეს ყატარში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია 11 წლის განმავლობაში. “ირანი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ერთ-ერთი დამაარსებელია, რადგან ჩვენ ვართ იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას შორის, რომლებიც გაზს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ”, – თქვა რაისიმ 20 თებერვალს ...

Read More »

ირანს სჭირდება გარანტიები, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები არ გავლენ ბირთვული ხელშეკრულებიდან

ირანის პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მოუწოდეს აშშ-სგან და ევროპის სამი ქვეყნისგან მოითხოვოს გარანტიები, რომ ისინი არ დატოვებენ ამჟამად ვენაში განხილვის პროცესში მყოფ ბირთვულ ხელშეკრულებას, – იუწყება ირანის სახელმწიფო მედია 20 თებერვალს. რაისისადმი გაგზავნილ წერილში, პარლამენტარები ამბობენ, რომ აშშ და ხელშეკრულების ხელმომწერი სამი ევროპული ქვეყანა – ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია – უნდა გამოვიდნენ გარანტიით, რომ ისინი არ აამუშავებენ მექანიზმს, რომლის ...

Read More »

ირანის უზენაესმა ლიდერმა, ვენაში მოლაპარაკების ფონზე განაცხადა, რომ ირანს სურს ბირთვული ენერგია და არა – იარაღი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ თეირანს სჭირდება ბირთვული ენერგია და არა – იარაღი. ეს მან თქვა მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებაში გაჩენილი გარღვევის ნიშნების ფონზე. კომენტარებში, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გადაიცა 17 თებერვალს, შეურიგებელმა ხამენეიმ, რომელიც სრულ რელიგიურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ირანში, განაცხადა, რომ თეირანმა “ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქროს” და რომ “ადრე თუ ...

Read More »

შეთანხმება ახლოსაა ირანის ბირთვული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “ახლოსაა” შეთანხმება, რომლითაც უნდა აღდგეს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება – რაც ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებაზე წინსვლას ნიშნავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ამ განცხადებით გამოვიდა 14 თებერვალს, თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ხელშეკრულების აღდგენის მთავარ პირობად ირანი კვლავ სანქციების მოხნას ასახელებს ...

Read More »

ვენაში განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე

ვენაში 8 თებერვალს უნდა განახლდეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო იმ ფონზე, როდესაც ირანის განცხადებით, ამ შეთანხმებასთან დაბრუნებისთვის „წითელ ხაზს“ მისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება წარმოადგენს. აშშ ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანთან შეთანხმების მიღწევას, რაც ვაშინგტონის აზრით, უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან ირანი ამასობაში განაგრძობს საკუთარი ბირთვული პროგრამის განვითარებას. „გარიგება, რომელიც ...

Read More »
Menu Title