Tag Archives: #ისრაელი

აზერბაიჯანთან ერთად, ისრაელიც მზადაა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გასაზრდელად

ისრაელი მზადაა, ევროკავშირს მიაწოდოს ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რაც რუსეთის მიერ ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%-ს შეადგენს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. „ჩვენ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ...

Read More »

ისრაელმა ბუნებრივი აირის წარმოება 22%-ით გაზარდა და ევროპაში მიწოდების გაზრდასაც გეგმავს

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ისრაელში ბუნებრივი აირის მოპოვება 22%-ით გაიზარდა და 10,85 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მთლიანი წარმოების უდიდესი ნაწილი მოდიოდა “თამარისა” და “ლევიათანის” საბადოებზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. გაზის ექსპორტი ისრაელის მეზობელ ქვეყნებში წლის პირველ ნახევარში 35%-ით გაიზარდა და 4,59 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ივნისში ისრაელმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ეგვიპტესთან და ...

Read More »

ისრაელის პრემიერი: ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს დამატებით 100 მლრდ დოლარს მისცემს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება ირანს „რეგიონის დესტაბილიზაციისთვის“ დამატებით 100 მილიარდ დოლარს მისცემს. „ამჟამინდელი ფორმით შეთანხმება ცუდია. ირანს წელიწადში 100 მლრდ დოლარს მისცემს, რასაც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის და მსოფლიოში ტერორის დანერგვისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა ლაპიდმა. „ირანისთვის სანქციების ერთბაშად მოხსნა, მათ შორის საბანკო და საფინანსო სექტორებზე, ირანელებს ფულის გათეთრების საშუალებას მისცემს. ირანი სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან“, – ამბობს ...

Read More »
ისრაელიდან ევროპაში გაზის შესაძლო ექსპორტის ვადა დასახელდა

ისრაელის წყლებში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს

ბრიტანულ-ბერძნულმა კომპანია Energean-მა ისრაელის ექსკლუზიურ ეკონომიკურ წყლებში 12 ბლოკის ტერიტორიაზე „ათენას“ პლატფორმაზე ძიების შედეგად გაზის საბადო აღმოაჩინა. წინასწარი ანალიზმა აჩვენა, რომ საბადო შეიცავს 8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, იტყობინება ისრაელის მედია. Energean-ს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობაა, რომ აღმოჩნდეს კიდევ 50 მილიარდი კუბური მეტრი მთელ ტერიტორიაზე. ეს აღმოჩენა წარმოადგენს ისრაელის ეკონომიკურ ზონაში ნაპოვნი გაზის დადასტურებული მოცულობის მნიშვნელოვან დამატებას. შედეგად, გაზის საერთო ...

Read More »

წყალქვეშა მილსადენი ევროპისთვის – ისრაელი და თურქეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ

ისრაელი და თურქეთი განიხილავენ გაზსადენის მშენებლობას ისრაელის “ლევიათანის” საბადომდე, როგორც რუსული გაზის ალტერნატივა სამხრეთ ევროპისთვის, მარშრუტის შესახებ გადაწყვეტილებები და მასში მონაწილეები შეიძლება გამოჩნდნენ უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. „თურქეთ-ისრაელის გაზსადენის მშენებლობა განიხილება კულისებში, როგორც რუსული ენერგომომარაგების ერთ-ერთი ევროპული ალტერნატივა, მაგრამ კომპლექსური ქმედებები იქნება საჭირო ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად“, – განუცხადეს სააგენტოს ორივე ქვეყნის მთავრობისა და ინდუსტრიის ...

Read More »

ისრაელი არ ეწინააღმდეგება ირანთან „კარგ“ გარიგებას ბირთვულ სფეროში

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება ბირთვულ სფეროში „კარგ“ გარიგებას ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის, თუმცა მან სკეპტიციზმი გამოხატა იმის თაობაზე, რომ მიმდინარე კვირაში განახლებული მოლაპარაკებები ასეთ შედეგს მოიტანს. „ბოლოს შესაძლოა კარგი გარიგება იქნეს მიღწეული“, – თქვა ბენეტმა 28 დეკემბერს ისრაელის სამხედრო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. „მოსალოდნელია თუ არა ეს ამ მომენტში, ამჟამინდელი დინამიკის პირობებში? არა, ვინაიდან საჭიროა ...

Read More »

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ​ი – მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარების საშუალება არ უნდა მისცეს

მსოფლიომ ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაზე უარი უნდა ათქმევინოს, – აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარი ლაპიდმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. იარი ლაპიდი რუსეთში იმყოფება ვიზიტით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად. მისი თქმით, რეგიონის, მათ შორის სირიის, უსაფრთხოება და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ვიდრე ირანია წარმოდგენილი რეგიონში, რადგან ირანი ტერორის ნომერი პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში. ლაპიდის ...

Read More »

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი მზად არის, ირანს დაარტყას მისი აგრესიისა და ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად

ისრაელი მზად არის, ირანს დაარტყას მისი აგრესიისა და ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა. ბენი განცის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა ისრაელისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. „ირანი საერთაშორისო და რეგიონული პრობლემაა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გააგრძელოს თავისი შესაძლებლობების განვითარება უამრავ ფრონტზე გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. „ირანი ისრაელისთვის უამრავ ...

Read More »

ნავთობის ტანკერზე თავდასხმაში ირანი ისრაელმაც დაადანაშაულა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე განხორციელებულ თავდასხმაში, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ირანს ადანაშაულებს. “ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის არის ტერორიზმის, დესტრუქციის და არასტაბილურობის ექსპორტიორი, რომელიც ყველა ჩვენგანს აზარალებს. მსოფლიო არ უნდა დუმდეს ირანის ტერორიზმის წინაშე, რომელიც ასევე ზიანს აყენებს გადაზიდვის თავისუფლებას“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ იაირ ლაპიდის განცხადებაში. მისივე თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის საგარეო ...

Read More »

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ისრაელი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნაფტალი ბენეტმა ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას შეცდომა უწოდა. ბენეტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლება ოფიციალურ თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. „ირანულ მხარესთან ბირთვული შეთანხმების განახლება შეცდომაა. ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა ბენეტმა.

Read More »
Menu Title