Tag Archives: #ხანძარი

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გრძელდება

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე გაანადგურა ასობით სახლი და მსოფლიოში ყველაზე პატარა ირმებს შეექმნა საფრთხე. Reuters-ის ცნობით, ხანძარს უკვე 24 ადამიანი შეეწირა. 8 თებერვალს კი, ცეცხლი ახალ რაიონებს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 300 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი მოიცვა. ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 2180 ადამიანი დაშავდა და 1180 სახლი განადგურდა. „მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია, იზრუნოს ტყეებზე ისევე, როგორც ჩვენს ცხოველებზე, სიცოცხლისუნარიანობის ...

Read More »
ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ, ქვეყანაში შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს

სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო როგორც სახანძრო – სამაშველო სამსახური , ისე მოხალისეთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. დაიწვა ტყის ქვედა საფარი. ხანძრის გაჩენის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

Read More »

თელავის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში, ტყეში ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს უკიდია. თელავის მერის წარმომადგენლის, სიმონ მაისურაძის თქმით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში, სოფლიდან 4 საათის სავალზეა. რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. „ხანძარი საღამოს შევნიშნეთ და სამაშველოს ვაცნობეთ. მობილიზებულები ვართ. სოფლიდან 20-მდე მოხალისე სამაშველო სამსახურს შევუერთდებით. დილის 7 საათზე გავალთ“, – განაცხადა ...

Read More »

განახლებადი ენერგია ტყის ხანძრების წინააღმდეგ

„ღმერთი გპატიობს ყოველთვის, ადამიანი ზოგჯერ, ბუნება არასოდეს!“ პაპი ფრანცისკე | კლიმატის ცვლილების გავლენა სულ უფრო და უფრო აქტიურად იგრძნობა – ბუნებრივი კატაკლიზმები წლების მანძილზე საგანგაშოდ გახშირდა დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ითვლებოდა, რომ ბოლო 139 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მეტი კატასტროფა 2018 წელს დაფიქსირდა, თუმცა, 2022 წლის ზაფხულში გაჩენილმა ხანძრების თავისი მასშტაბურობითა და მნიშვნელობით თვით კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსებიც კი შეაშფოთა და დააფიქრა. ...

Read More »

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. წერს apnews-ი. ამავე ინფორმაციით, ჟირონდის რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ბორდოს სამხრეთით ჰაერის ტემპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია. ძლიერმა ქარმა შეაფერხა ასობით მეხანძრე-მაშველის ძალისხმევა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ლოკალიზებას. შემდეგ კი ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალიზებული თვითმფრინავი ჩაერთო, სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხანძრის ლოკალიზება. ...

Read More »

ოკუპანტებმა კრივი-რიჰში ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, ნავთობის საცავი იწვის – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. “ძლიერი ხანძარია ნავთობის საცავში. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს რეზნიჩენკო. მანამდე კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ხალხს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.

Read More »

სოფელ შილდაში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ შილდაში ხანძარი ლიკვიდირებულია, ადგილზე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. დილით დროებითი კარვების დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია უკვე დატოვეს ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმაც. შილდის ტყეში ხანძარი პირველ სექტემბერს გაჩნდა, სალოკალიზაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა, ტექნიკა და ავიაცია.

Read More »

თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში ხანძრები ლიკვიდირებულია

გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ შემოსული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა. სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ ...

Read More »

ყაზახეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, არის ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროებაც

ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყის ხანძრების გამო, 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის არეალი ფართოვდება და რეგიონში მდებარე ნავთობის ბაზას უახლოვდება. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის განადგურებულია 3 000 ჰექტარი ტყის მასივი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა იური ილიინმა ხელისუფლება სოფელ ამანკარაგაის მახლობლად ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროების ...

Read More »

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ხანძარი კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, ქალაქ საკრამენტოსთან, 230 მილის დაშორებით მდებარე ტყეში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად უკვე დამწვარია ოთხი ათასი აკრის ოდენობის ტერიტორია. ამასთან, განადგურებულია დაახლოებით ასამდე საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა. მაღალის ტემპერატურისა და ქარის გამო, ხანძრის მოცულობა სწრაფად იზრდება. მიმდებარე რეგიონებიდან უკვე განხორციელდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია, რომელთა შორის ...

Read More »
Menu Title