Tag Archives: #კლიმატი

Shell-ის წინააღმდეგ მსოფლიოში პირველი პერსონალური „კლიმატური“ სარჩელი წარადგინეს

ბრიტანული ნავთობგიგანტ Shell-ის დირექტორთა საბჭოს კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული რისკების არასათანადო მართვის გამო პირადად უჩივიან. სარჩელის თანახმად, კომპანიის თერთმეტმა დირექტორმა დაარღვია კანონიერი მოვალეობები, რომლებიც გათვალისწინებულია „გაერთიანებული სამეფოს კომპანიების აქტის“ მიერ, რადგან კომპანიის კლიმატური სტრატეგია პარიზის შეთანხმებას არ შეესაბამება. სარჩელი გარემოსდაცვითი იურიდიული საქველმოქმედო ორგანიზაცია ClientEarth-ს ეკუთვნის. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სარჩელი პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, რომელიც ენერგეტიკული ტრანზიციის პროცესის მოუმზადებლობისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ კორპორაციულ დირექტორებს აკისრებს. „დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე ...

Read More »

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი: მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს – არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი  მიწისძვრასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი”  უცვლელად გთავაზობთ: ” თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა. აშშ, კანადა და იაპონია ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, მილიონობით ადამიანი კატასტროფული წყალდიდობების საფრთხის წინაშეა — ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, მყინვარების დნობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს წყალდიდობის რისკის წინაშე აყენებს. ძირითადად ოთხ ქვეყანაში — ინდოეთში, პაკისტანში, პერუსა და ჩინეთში, სადაც მრავლად არის მყინვარული წარმოშობის ტბები და მოსახლეობა ფრიად მოწყვლადია კლიმატური კატასტროფებისადმი. მყინვარები „ყინულის მდინარეებია“, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდება დაპრესილი თოვლისგან. ნელ-ნელა ისინი დაბლა, ხეობებში მიცოცავენ და ზოგჯერ იმხელებიც ხდებიან, რომ წარმოქმნიან ყინულის ფენებს, რომლებიც ზღვაშიც კი შედის. ...

Read More »

რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასეთი დამანგრეველი?

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. სირიის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ გაზიანთეპთან ძლიერ ბიძგებს მორიგი რყევები მოჰყვა. რამ გამოიწვია ეს დამანგრეველი მიწისძვრა და როგორ ხსნიან მეცნიერები მომხდარის მიზეზებს? – ამ და სხვა კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.   რატომ იყო მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი? გაზიანთეპის რეგიონში მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდად შეფასდა. აღნიშნული სკალის მიხედვით, მსგავსი მასშტაბის ...

Read More »

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გრძელდება

ჩილეში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე გაანადგურა ასობით სახლი და მსოფლიოში ყველაზე პატარა ირმებს შეექმნა საფრთხე. Reuters-ის ცნობით, ხანძარს უკვე 24 ადამიანი შეეწირა. 8 თებერვალს კი, ცეცხლი ახალ რაიონებს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 300 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი მოიცვა. ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 2180 ადამიანი დაშავდა და 1180 სახლი განადგურდა. „მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შეუძლია, იზრუნოს ტყეებზე ისევე, როგორც ჩვენს ცხოველებზე, სიცოცხლისუნარიანობის ...

Read More »

რა არის მიწისძვრა, რატომ და როგორ ხდება

მიწისძვრა მაშინ ხდება, როდესაც დედამიწის ორი ფილა უცაბედად ერთმანეთის შეეჩეხება. ზედაპირს, სადაც ისინი ერთმანეთს ეჩეხებიან, რღვევას უწოდებენ. ადგილს დედამიწის ზედაპირქვეშ, სადაც მიწისძვრა იწყება, ჰიპოცენტრს უწოდებენ, ხოლო ადგილს პირდაპირ მის ზემოთ, მიწისპირზე, ეპიცენტრი ეწოდება. ზოგჯერ, მიწისძვრას აქვს ე. წ. ფორშოკები. ეს გახლავთ მცირე მიწისძვრები, რომლებიც დიდ მიწისძვრამდე ხდება. დიდი მიწისძვრის მოხდენამდე, მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ესა თუ ის მიწისძვრა ფორშოკია. ძირითად ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ჰაერის ხარისხი საქართველოში: საჭიროა თუ არა მკვეთრი ცვლილებები? კვლევას აქვეყნებს

დაბინძურება არის ეგზისტენციალური საფრთხე თანამედროვე საზოგადოებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ისე მთელ პლანეტას. როგორც ISET-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰაერის დაბინძურება ხდება ოზონით, გოგირდით, აზოტის ჟანგეულებით და მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით (PM2.5). ჰაერის დაბინძურების შემცირება „მწვანე ზრდის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, რომელსაც, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევის გარდა, ჰაერის დაბინძურების შემცირების შემთხვევაში, 2050 წლამდე მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ...

Read More »

კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამართულ შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების კანონისთვის შექმნილი „მწვანე წიგნი“ და საჯარო კონსულტაციების გამართვის გეგმა წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის ...

Read More »

რამ გამოიწვია მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში — მეცნიერული ახსნა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან, უკიდურესად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმომეტრის მონაცემები, რომელიც მიწისძვრის ტალღების გამომწვევ ბიძგებს ზომავს, მიუთითებს, რომ მიწისძვრა 7,8-დან 10-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. სეისმური ტალღები სენსორებმა მთელ მსოფლიოში დააფიქსირეს, მათ შორის, ბრიტანეთშიც კი. მიწისძვრა მართლაც მასშტაბური იყო. წყაროდან, ანუ ეპიცენტრიდან ზემოთ წამოსული ენერგიით გამოწვეულმა რყევამ მოსახლეობას საზარელი შედეგები მოუტანა. დაინგრა მრავალი შენობა, ორივე ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 2000 ადამიანი, ვრცელდება ცნობები გაზსადენების დაზიანებით გამოწვეული ...

Read More »

ჩილეში, ტყის მასიურ ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეს ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში მძვინვარე ტყის ხანძრებს უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, მაურისიო ტაპიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 11 ადამიანი ბიობიოს ოლქში დაიღუპა, 2 კი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ამ ეტაპზე სხვადასხვა ოლქებში ტყის ხანძრების 50-ზე მეტი კერა ფიქსირდება, სრულად განადგურებულია 45000 ჰექტარზე მეტი ტყე. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, ასობით ...

Read More »
Menu Title