მზის ელექტროსადგურების პროექტების განმახორციელებელი კომპანია Helios energy Georgia- ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მზის ენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, მომხმარებლებს აქვთ განცდა იმისა, რომ ენერგომატარებლებზე ფასი იზრდება, შესაბამისად დადგმულ სიმძლავრეებზე მოთხოვნის ზრდა კვლავ მოსალოდნელია. „მზის ენერგიაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, ეს საქართველოზე არ ასახულა, ყოველ შემთხვევაში ომის გამო ჩვენთან მოთხოვნა ...
Read More »