Tag Archives: მზის ელექტროსადგური

HELIOS ENERGY: წელს 10 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების დადგმას ვგეგმავთ

“მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც პანდემიის შემდეგ მზის პანელებზე ფასების კლებამაც შეუწყო ხელი,” – ამის შესახებ Helios Energy-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განაცხადა. თორნიკე დარჯანიას თქმით, მოთხოვნა დიდია როგორც კერძო პირების, ასევე კომპანიების მხრიდან. “პანდემიის შემდეგ დაახლოებით 20-30%-ით გაიაფდა მზის პანელები, შესაბამისად დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს. ამასთან, გაიაფდა გადაზიდვებიც, ამიტომ დღეს მზის ელექტროსადგურები ინვესტიციისთვის ხელსაყრელია. შარშან 8 მეგავტი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები დავდგით ...

Read More »

თურქეთში ევროპის მასშტაბით უმსხვილესი, მზის ელექტროსადგური იხსნება

თურქეთში, კონიის პროვინციაში ევროპაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური იხსნება.სადგურ „კარაპინარის“ სიმძლავრე 1350 მეგავატია და ის კომპანია Kalyon Energy-ს საკუთრებაა. როგორც კომპანიიდან სააგენტო „ანადოლუს“ აცნობეს, „კარაპინარი“ 20 მილიონ კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სამონტაჟო სამუშაოები კი 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს. სადგურის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ,  თურქეთში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 20 პროცენტით გაიზრდება.ელექტროსადგუტი 3 256 038 პანელისგან შედგება. პროექტს აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა ბრიტანეთის ...

Read More »

წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მონტაჟს ვგეგმავთ – GREEN ENERGY

კერძო სექტორის მხრიდან საქართველოში მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. წინა წელს, მაგალითად, ბუმი იყო და ჩვენმა კოპანიამ 4 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა ჯამურად, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ენერგეტიკული კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კოპანია წელს 6-7 მეგავატი სიმძლავრის პროექტების მონტაჟს გეგმავს. „საკმაოდ აქტიური წელი დავიწყეთ. მართალია, 2023 წლის პირველი კვარტალი შედარებით პასიური იყო, რაც ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქარის და მზის ელექტროსადგურებს ააშენებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სოფელ ნიგოზაში 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.   „როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე გორის ქარის ელექტროსადგურიც ენერგეტიკის განვითარების ფონდის აშენებულია. მის   მსგავსად, ახალი ქარის   ელექტროსადგურიც, რომელიც ნიგოზაში განთავსდება, ძალიან შთამბეჭდავი იქნება.“-განმატა ჯაბა ხმალაძემ.   კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ენერგეტიკის განვითარების ფონდი მუშაობს, 100 მეგავატი სიმძლავრის მზის ...

Read More »

ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი მზის ენერგიით მომარაგდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსისის სახურავზე მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, რომლის სიმძლავრე 200 კვტ-ია, – ინფორმაციას HELIOS ENERGY ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად დაფარავს მე-8 კორპუსის მოხმარებას, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტია განთავსებული. მათივე ინფორმაციით, ჭარბი გამომუშავება გადადინდება და მოხმარდება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებსაც, რაც ყოველწლიურად 65 000 ლარამდე დანაზოგს მისცემს უნივერსიტეტს, ხოლო ბუნებაში 103 ტონით ნაკლებ CO-ს გამოფრქვევა მოხდება. პროექტი ლიეტუვის გარემოს ...

Read More »
აშშ-ს ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური

აშშ-ს ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური

ელექტროენერგიის მიღების განახლებადი რესურსების ათვისება კვლავ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება. აღნიშნულ პროცესში კი ყველაზე დიდი ყურადღება ალტერნატიული ენერგიის რესურსების ათვისებას ეთმობა, როგორებიცაა ქარისა და მზის ენერგია. აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური, სახელწოდებით, Topaz ამუშავდა. ცნობილია, რომ ელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, ორ წელიწადში ინჟინრებმა კალიფორნიაში 9 მილიონი მზის პანელის დამონტაჟება მოახერხეს, რომელთა საერთო ფართობი 25 კვადრატულ კილომეტრს უდრის. ამასთან, ...

Read More »