Tag Archives: #ნამახვანი

დავით ნარმანია – „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, არ გვაქვს ფუფუნება, ამხელა ინვესტიციაზე, ხალხის დასაქმებასა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი

„ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ჩვენ იმისი ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და შესაბამისად, საპირისპიროდ იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ნარმანიას თქმით, შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იყო აქციები დაორგანიზებული და ჰესის მშენებლობა შეჩერებული. „რამე კითხვები თუ არსებობს, მთავრობამ თქვა, ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით უამრავი კითხვა არსებობს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა ხელისუფლებას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პროცესი გონივრულ ვადაში თუ არ წარიმართება, პროტესტს კომპანია „ენკას“ ოფისთან განაგრძობენ, სადაც ოფისის შესასვლელის პიკეტირებას მოახდენენ. როგორც გოლეთიანმა დღეს გუმათის დასახლებაში, კარვებთან ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცეს პასუხი. „არის თუ ...

Read More »

გოლეთიანი: 1 კვირაში თუ არ გვიპასუხებენ, გადავალთ აქტიურ ფაზაზე, გადმოვიტანთ კარვებს „ენკას“ შესასვლელთან

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის წევრებმა დღეს ხეობაში მანქანების კოლონით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. როგორც მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევენ კომპანია „ენკაზე“ და ზოგადად, პროექტის სამომავლო ბედთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის მისაღებად. გოლეთიანი ამბობს იმასაც, რომ თუ ამ ვადაში პასუხებს ვერ მიიღებენ, ისინი პროტესტის აქტიურ ფაზაზე გადავლენ და კარვებს „ენკას” ბაზის შესასვლელთან გადაიტანენ. „მოვითხოვთ, რომ დროულად იყოს რეაგირება და ...

Read More »

თუ ნამოხვანჰესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღმდეგობა არ შეხვდება!

გამორიცხული არ არის, ნამოხვანჰესი სახელმწიფომ ააშენოს, თუმცა იქამდე უნდა გაირკვეს, ნამდვილად გადის თუ არა თურქული კომპანია „ენკა“ ქვეყნიდან. რა პლუსები და პრობლემები აქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მსგავსი მასშტაბის პროექტს და როგორი იქნება რიონის ხეობის მცველების პოზიცია, ახლა ესაა საინტერესო. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა ყველა მხარის პოზიციით და აზრი პროტესტის ავტორებსა და დარგის სპეციალისტებს ჰკითხა. ნამოხვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ” საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების ...

Read More »

გია ნოდია ნამახვანჰესზე: ქსენოფობიური კომპონენტი ამ კამპანიაში ობიექტურად ძირითადი იყო

პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ facebook გვერდზე ნამახვაჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას საფუძვლად ედო ორმაგი მოტივი. ერთი იყო ქსენოფობიური, მეორე კი მემარცხენე, რომელიც, თავის მხრივ იყოფოდა ორ ნაწილად: ანტიკაპიტალიზმი და გარემოს დაცვა (ეს ორი ტრადიციულად გადაბმულია ერთმანეთთან, მაგრამ მთლად იგივეობრივი არ არის). ამ რიტორიკიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, სწორად, შეაფასა სიტუაცია იმ აზრით, რომ ...

Read More »

ნათია თურნავა: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება

„ნამახვანჰესის“ არსებობა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური პროექტის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ნამახვანიჰესი“, ისევე როგორც სხვა მსხვილი წყალსაცავიანი ჰესები, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იგეგმებოდა და შემდეგ სხვადასხვა პერიოდში ან დაიწყო განხორციელება, ან ჯერ იგეგმება, ასეთია ხუდონი, ნენსკრა, ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული აქტივი. ისეთივე სტრატეგიული, როგორიც ...

Read More »

გოლეთიანი: თუ ენკა დაბრუნდება გამოდის, რომ ეს იყო წინასაარჩევნო პოპულიზმი

რიონის ხეობის მცველების წარმომადგენელის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ენკა ნამახვანში დაბრუნდება ეს იქნება იმის დასტური, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმი დაგეგმა. აღნიშნულის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა “მეტრონომს” განუცხადა. “როდესაც გამჟღავნდა რომ “ენკა” ტოვებდა პოზიციას რაღაცნაირად ჩაითვალა და საზოგადოებამ ჩათვალა რომ ეს ყველაფერი დამთავრა, მაგრამ ჩვენ ასე არ ჩაგვითვლია, ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ პროტესტს, დღემდე ვერ ვხედავთ რომ ტექნიკა გავიდა იქ კემპინგიც ადგილზეა, ამიტომ ...

Read More »

“თანაბრად განიხილება როგორც “ნამახვანჰესის” პროექტის გაგრძელება, ისე – “ენკას” პროექტიდან გასვლა”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, უკვე ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება. „უახლოეს პერიოდში, კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე – მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ...

Read More »

ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალი კამპანია ონის კასკადის წინააღმდეგ იგეგმება

ქართული ენერგეტიკისა და ეკონომიკის მკვლელები, რომელთა წარდგენასაც აზრი არ აქვს, რადგან შეგვიძლია, ძალიან მარტივად, „საბოტაჟნიკებად“ (უხდებათ ეს რუსული „ტერმინი“) მოვიხსენიოთ, ნამახვანში მიღწეული „წარმატების“ შემდეგ, ახალ კამპანიას გეგმავენ… ამჯერად ონის კასკადის საწინააღმდეგოდ. ამოცანის პირობა ისევ ისაა, რაც ნამახვანჰესის დროს იყო – პროექტი უნდა ჩავარდეს, თუმცა ამ ამოცანის შესრულებას უფრო მეტი სირთულე ახლავს, რადგან ინვესტორი „გადამთიელი“ – ურჯულო კი არა, არამედ, ქართველია ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო – ფინანსთა სამინისტრო ვერ შეისწავლიდა და მოამზადებდა დასკვნას „ნამახვანჰესის“ პროექტზე, რადგან ტენდერი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 18 ოქტომბერს „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება, სადაც საუბარია „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილზე. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეაფასებდა პროექტს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის. უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის იდენტიფიცირების, ინიცირების, მომზადების, განხილვისა და მოწონების, ასევე ინვესტორი კომპანიის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპები დასრულდა „საჯარო ...

Read More »
Menu Title