Tag Archives: #ნამახვანი

ნათია თურნავა “ნამახვანზე”: “მაქვს შეგრძნება, რომ კონსესუსამდე მივალთ”

“მე მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მივალთ კონსესუსამდე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. „ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე ხნის წინ იყო შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს უკვე იგივე კონფიგურაციით, იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ პოლიციამ რკინის ჯებირებს დემონტაჟი გაუკეთა. ახლა ველოდებით, რომ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებისგან კონტრნაბიჯები წამოვა, რომ კანონმდებლობა იყოს დაცული, არ ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: დეესკალაციის პროცესი გრძელდება და გვაქვს ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესი

მედიაციის შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური. რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება. ყველა მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრესი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა, როგორც ჩანს, არის საკმაოდ პროდუქტიული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ხელშესახები შედეგები გვექნება, – ასე შეაფასა ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მიმდინარე მედიაციის პროცესის მეორე შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა და ონლაინ ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით ონლაინ-შეხვედრა “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით დაახლოებით, ოთხი საათს განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი რიონის ხოეობის ერთერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა. მისი თქმით, რკინის ბარიერების აღების გარდა, რიონის ხეობის მცველების არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ხეობაში შესვლას, გოლეთიანის თქმით, კომპანია ენკა უარს აცხადებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების იქ შესვლაზე. ცნობისათვის, რიონის ხეობის მცველები პროტესტის გამოხატვას გუმათში განაგრძობენ.

Read More »

დირკ ბუშლე: საქართველოს მთავრობა მიჰყვება “ნამახვანთან” დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას

რიონის ხეობაში, შსს-მ დაიწყო რკინის ბარიერების დემონტაჟი ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში. ანგარიშის თანახმად, ეს შაბათს გამართული მოლაპარაკების ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომლის მედიაციასაც აწარმოებდა დირკ ბუშლე და ალექსანდრა ბუჯაროსკა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლები. „აღნიშნული ქმედება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტავად. ახლა უმთავრესია, პროტესტის მონაწილეებმაც შეასრულონ პირობა: ის რომ პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად, კანონის და საკუთრების უფლების პატივისცემით და აგრეთვე ...

Read More »

„ენკა“ – მივესალმებით დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს

კომპანია „ენკა“ სოფელ გუმათში რკინის ბარიერების მოხსნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მიესალმებიან. „მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში“, – აცხადებენ კომპანიაში. ამასთან, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, ...

Read More »

შსს სოფელ გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

“”ნამახვანჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები არ შეწყდება”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩრებასთან დაკავშირებით აქტივისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა ევროპელმა მედიატორებმაც არ გაიზიარეს. მინისტრი ირწმუნება, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გარემოზე არსებითი ზეგავლენას არ ახდენს. კომპანიას სამუშაოების წარმართვის ნებართვა აქვს. სამუშაოების დასაბუთების და საფუძვლის გარეშე შეწყვეტა კი, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზიანებს და ინვესტორის უფლებებს შელახას. “მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე აქტივისტების მოთხოვნა ევროპელმა ...

Read More »

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ოფიციალური განცხადება ნამახვანჰესზე

ევროპის ენერგეტიკული საბჭო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“ – საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და ელექტროენერგია

ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი, – ასე გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა­ჯერენ იაზგანი “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს. როგორც თურქეთის ელჩი განმარტავს, ისინი ხვდებიან, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურების აშენება. “მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია – ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა ვერ იქნება გაზიარებული, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განუცხადა. „გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით, აქტუალურ საკითხებზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სპეციალური დარგობრივი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ხელშეკრულება კომერციული კუთხით შეფასდება“, – აღნიშნა თანდილაშვილმა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

Read More »