Tag Archives: #ნარჩენები

საქართველოში პლასტმასის ნერჩენების გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს

დღესდღეობით საქართველოში პლასტმასის გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს, თუმცა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს არაერთი უცხოური კომპანია განიხილავს. მაგალითად, 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ხობში აპირებენ პლასტმასის გადამამუშავებელი მექანიკური ქარხნის გადმოტანას (ამ ინვესტორებმა 2020 წლის 20 იანვარს დაარეგისტრირეს შპს გლობალ რესაიკლინგი). ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განმარტებით, თუ ეს საწარმოები მოახერხებენ ადგილობრივად წარმოებული ნარჩენებით სრული დატვირთვით ...

Read More »

საქართველოს პლასტმასის ნარჩენების ბაზრის პოტენციალი 534 მლნ ლარია

პლასტმასის ნარჩენების მართვა საქართველოსთვისაც სერიოზული გამოწვევაა. კავკასიის გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად საშუალოდ დაახლოებით 29,000 ტონა პლასტმასის ნარჩენს წარმოქმნის, რაც საერთო ნარჩენების 14.9%-ია. პლასტმასის ნარჩენების დიდი ნაწილი ნაგავსაყრელზე მიდის და, თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, შეიძლება ასობით ან ათასობით წელი არ დეგრადირდეს, რაც კიდევ უფრო დააბინძურებს გარემოს.  “კარგია, რომ საქართველოს მთავრობაში უკვე არსებობს მზაობა, გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. ნარჩენების მართვის 2016-2030 ...

Read More »

საქართველო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველო ეტაპობრივად გადადის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე.  მინისტრის შეფასებით,  2020 წელი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. ,,ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. ამ მხრივ, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და 2020 წელს, მთავრობამ ხუთი რეგლამენტი დაამტკიცა ნარჩენების მართვის კუთხით, რომლებიც ნარჩენების პრევენციას, რეციკლირებას, გადამუშავებას და, ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის წახალისებას ...

Read More »

ნარჩენების მართვის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნარჩენების მართვის საკითხებზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის (2016-2020) განხორციელების შეფასების და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისათვის ახალი ეროვნული გეგმის (2020-2025) შემუშავების პროგრამა ონლაინ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი ესწრებოდა. სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და ...

Read More »

მყარი ნარჩენების ექსპორტიორებმა 2020 წელს $1 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

საქართველო მყარი ნარჩენების ექსპორტიდან წლიურად 1-2 მლნ დოლარის შემოსავალს იღებს. 2020 წელს, ექსპორტი შემცირდა, თუმცა ექსპორტიორ კომპანიებს 1 მლნ დოლარის შემოსავალი მაინც მოუტანა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტით 644 ტონა პლასტმასის ნარჩენი გავიდა, მთავარი საექსპორტო ბაზრები თურქეთი და აზერბაიჯანი იყო, შემოსავალმა კი, 222 000 დოლარი შეადგინა. გარდა ადგილზე გადამუშავებისა, ექსპორტზე გადის ქაღალდის და მუყაოს ნარჩენებიც. 2020 წელს ჯამში 803 ...

Read More »

როგორ გეგმავს ხელისუფლება ნარჩენების სეპარირების წახალისებას

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში სავალდებულო უნდა გახდეს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ნარჩენის განცალკევება. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, პროცესი ეტაპობრივი იქნება და უკვე დაწყებულია განხილვები, თუ რა მოდელით მოხდება მოსახლეობის წახალისება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით. როგორც ბითაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, საკითხი ორ ნაწილს მოიცავ: ერთია კანონი, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე ...

Read More »

Global Energy- მ მსოფლიო ენერგეტიკაში მიღწევების შესახებ ანგარიში წარადგინა

ასოციაციის პრეზიდენტის, სერგეი ბრილევის თქმით, ანგარიშში წარმოდგენილმა იდეებმა შესაძლებელია რადიკალურად შეცვალოს მსოფლიო ენერგომოხმარების სტრუქტურა. ”ეკონომიკური ეფექტურობის თვალსაზრისით, ანგარიშში წარმოდგენილი იდეები ჯერ კიდევ შორსაა ტრადიციული ენერგეტიკისგან. ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საჭიროება არსად გაქრება, მაგრამ ეს იმედისმომცემი იდეებია CO2–ის ემისიების შემცირებისა და დაბალანსებული  ენერგოსისტემებისა და ინტეგრირებული ენერგეტიკული კომპანიების შესაქმნელად. მოხსენებაში წარმოდგენილი ნოვატრული ტექნოლოგიების ათეულში შედის: – ნახშირბადის მოპოვება და შენახვა (ტექნოლოგიები, ...

Read More »

ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს

საფრანგეთში საპარიკმახერო სალონები ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა თმის ნარჩენს გამოიმუშავებენ. შეიძლება ამ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნარჩენის გადამუშავებამ გადაარჩინოს პლანეტა? ჯეიმს ტეილორი, ფრანგული სტარტაპის Capillum-ის თანადამფუძნებელი, ამტკიცებს რომ შეიძლება. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც იყენებს მოჭრილ თმაში არსებულ კერატინს. ის აღნიშნავს: ”ჩვენ გადავამუშავებთ ნარჩენ თმას. ადამიანის თმა შეიცავს კერატინს, პროტეინს, რომელიც შთანთქავს ცხიმს და შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნას გარემოს გასაწმენდად. თმის გადამუშავებით ...

Read More »