Tag Archives: #ნავთობი

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავაც $100-ს ქვემოთ რჩება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,84 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,45 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 8 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.75 (-0.17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავათობის ფასმა შეადგინა  88.59 (-0.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

Goldman Sachs ამცირებს ნავთობის ფასის პროგნოზს III და IV კვარტალში

Brent-ის მარკის ნავთობის ფასის მორიგი დაცემა გამოწვეული იყო დაბალი ლიკვიდურობით და მრავალრიცხოვანი საფრთხის ზრდით, მათ შორის რეცესიის, ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკით კოროვირუსის მიმართ და ქვეყნის უძრავი ქონების სექტორში არსებული ვითარებით, აშშ-ში სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებით და რუსეთში მოპოვების აღდგენით. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, იუწყებაა “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენი აზრით, ნავთობის ფასის ზრდის შესაძლებლობა რჩება მაღალი, თუნდაც ყველა ამ უარყოფითი ფაქტორის გათვალისწინებით, ...

Read More »

კუბაზე ნავთობის რეზერვუარს მეხი დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია

კუბაზე ნავთობის რეზერვუარს მეხი დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მატანზასის მახლობლად ღამე მოხდა, დილისთვის კი ცეცხლმა ნავთობის მეორე რეზერვუარს მიაღწია. 17 მეხანძრე, რომლებიც ხანძრის გავრცელების შეჩერებას ცდილობდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს. ამასთან, დაშავებულია 77 ადამიანი, 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

Read More »

Shell-ის თანამშრომლები იღებენ ბონუსს, გაზრდილი გადასახადების გამო

Shell-მა გასულ კვირას გამოაქვეყნა  £9 მილიარდი მოგება მეორე კვარტალში. მისმა კონკურენტმა BP-მ ასევე დააფიქსირა თავისი ყველაზე დიდი კვარტალური მოგება 14 წლის განმავლობაში, £6.9 მილიარდი. ენერგეტიკული გიგანტი Shell თავის თანამშრომლებს ერთჯერად 8%-იან ბონუსს გადასცემს მას შემდეგ რაც კომპანიამ გამოაქვეყნა  ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებიდან მიღებული რეკორდული მოგება. მსოფლიოში დასაქმებული 82,000 ადამიანის უმეტესობა მიიღებს ბონუსს, მაგრამ აღნიშნული სიიდან უმაღლესი აღმასრულებლები გამორიცხული იქნებიან. Shell-მა განმარტა, რომ ჯილდო ასახავს მის ფინანსურ წარმატებას და არ არის პასუხი ცხოვრების გაძვირებაზე. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტიპიური საყოფაცხოვრებო ენერგიის გადასახადები ამ ზამთარში წელიწადში £3600-ზე მეტს მიაღწევს. 2021 წლის ოქტომბერში საშუალო გადასახადი იყო £1400 წელიწადში. ფირმების მოგების ზრდა გამოწვეულია ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებით, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა უკრაინის ომის გამო. ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთმა შეჭრის შემდეგ შეამცირა ევროპის მიწოდება. გაზმომარაგების პრობლემებმა გამოიწვია ფასის ზრდა, რამაც განაპირობა ენერგეტიკული ფირმების მიერ ფასების კორექტირება -გაიზარდა საყოფაცხოვრებო ენერგიის გადასახადები უპრეცედენტო თანხებით. წყარო: commersant.ge

Read More »

Petoro-ს გენერალური დირექტორი: „ნორვეგიის სახელმწიფოს არასოდეს მიუღია ასეთი დიდი შემოსავალი ნავთობის ბიზნესიდან”

ნავთობისა და გაზის რიგ საბადოებსა და მილსადენებში სახელმწიფო აქტივების მმართველი კომპანია Petoro-ს გენერალური დირექტორი კრისტინ კრაგსეთი ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში შეტანილი რეკორდული თანხების შესახებ საუბრობს. 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, პეტოროს ფულადმა ნაკადმა შეადგინა 234 მილიარდი ნორვეგიული კრონი, რაც 48 მილიარდით მეტია მთლიანი 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე. Petoro-ს მიერ მართული პორტფელის მეშვეობით ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ყოველდღიურად 1,3 მილიარდ ნორვეგიულ ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ დარჩა

2022 წლის 5 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.33 (+1.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავათობის ფასმა შეადგინა  89.45 (+0.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ოპეკის გენერალურმა მდივანმა განმარტა “OPEC +”-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ

OPEC+-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდის შესახებ 2022 წლის სექტემბერში მიზნად ისახავს ბაზრის რეაქციის შესწავლას, რაც ახლა ძნელად პროგნოზირებადია მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ განმარტება გააკეთე ოპეკის გენერალურმა მდივანმა ალ-ჰაისმა. მისი თქმით, სანავთობო ბაზარზე არსებული მკვეთრი რყევები მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო ართულებს მოპოვების დეფიციტის ან სიჭარბის პროგნოზირებას 2022 წლისთვის, ხოლო თავისუფალი ...

Read More »

რა შემოსავალი დაკარგა რუსეთმა ივლისში ნავთობისა და გაზის სექტორიდან?

სახელმწიფო ხაზინის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოცულობა 74,7 მილიარდი რუბლით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ ივლისში ქვეყნის ბიუჯეტი 259,1 მილიარდ რუბლს მიიღებდა, მაგრამ შედეგი თითქმის 30%-ით უარესი აღმოჩნდა. მონაცემების მიხედვით, ეს გამოწვეულია რუსული Urals კლასის ნავთობის ფასების დაცემით. ივლისში რუსული ხარისხის Urals ნავთობის საშუალო ფასი 78,41 დოლარამდე დაეცა ბარელზე, ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 24 ივლისს ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ნავთობტერმინალში დაახლოებით 700 000 ბარელი რუსული ნავთობი შეიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტეს რუსეთი იყენებს სატრანზიტო მარშრუტად, კერძოდ, მაზუთის გასატანად. ამასთან ერთად, ტერმინალი აშენდა ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში წარმოებული ნედლი ნავთობის მოთავსების მიზნით და რუსული ნავთობის ადგილობრივთან შერევის შესაძლებლობას იძლევა. წყარო: “ტაბულა”

Read More »
Menu Title