Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი $80-იან ნიშნულს ასცდა

2023 წლის 6 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.87 (+0.93)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.08  (+0.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით, გენერალური ლიცენზიის მინიჭების საკითხი ახლებურად განისაზღვრება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად ახლებურად განისაზღვრება წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება. კერძოდ, რესურსებით სარგებლობის უფლება ტენდერის ან აუქციონის ჩატარების გარეშე მიეცემა მომიჯნავე ფართობის ანალოგიური ლიცენზიის მფლობელს. კონკრეტულად კი აღნიშნული ...

Read More »

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალვა ძალაში შევიდა

ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები არ შეეხო ნავთობსადენ „დრუჟბით“ გადატანილ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი

მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც მიუღებელია, მინდა მოგმართოთ თქვენ, ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ თქვენ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი. „მეორე საკითხზე მინდა ასევე მოგახსენოთ. ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ...

Read More »

ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესებით რუსეთმა იანვარში $8 მლრდ დაკარგა

ზღვრული ფასების დაწესების შედეგად რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემოსავლები იანვარში 1/3–ით შემცირდა, აცხადებს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიხ ბიროლი, რომელსაც სააგენტო Reuters ციტირებს. ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, რუსეთმა იანვარში ნავთობისა და გაზის გაყიდვით $8 მლრდ–ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, შემოსავალი 30%–ით არის შემცირებული. ბიროლის თქმით, ფასების ზღვრის დაწესებამ შედეგი გამოიღო, როგორც ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის, ისე ...

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, შემცირებას განაგრძობს აზერბაიჯანული ნავთობის ფასიც

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,09 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,05 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ფასების ინტენსიური ვარდნის გამო, ნავთობის ბაზარზე გაურკვევლობაა

ნავთობის ფასი ვარდნას პარასკევსაც აგრძელებს იმის გამო, რომ ინვესტორების მოლოდინები ჩინეთში ნედლეულზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით განელდა, ხოლო აშშ–ის რეზერვების მოცულობა იზრდება. წლის დასაწყისში ნავთობის ფასების მერყეობა ბარელზე დაახლოებით $10–ს შეადგენს. Bloomberg წერს, რომ ერთის მხრივ, ბაზარი ნავთობზე მოთხოვნას ელოდება მას შემდეგ, რაც ჩინეთმა პანდემიის გამო შემოღებული კარანტინი მოხსნა, თუმცა, მეორეს მხრივ, ინვესტორები შიშობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა შენელდება. ამ ...

Read More »

რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთში ნავთობპროდუქტებს

დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასი (price cap) ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთ ბარელ ნავთობს 60 დოლარზე მეტად საწვავს ვერ გაყიდის. (ერთი ბარელი შეადგენს – 158,9 ლიტრს). აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი არის რუსეთი. საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 47% რუსეთზე მოდის. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების 657 421 ტონა პროდუქცია ...

Read More »
ლისის ტბის მიმდებარედ 1500 ხე-მცენარე დაირგო

ქალაქებში მეტი ხის დარგვამ შეიძლება ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს

თუ ურბანულ ზონებში უფრო მეტ ხეს დავრგავთ ზაფხულში ტემპერატურის შემცირების მიზნით, შეიძლება ერთი-მესამედით შემცირდეს ცხელი ამინდით და სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. მოდელირებით დადგინდა, რომ ხეების საფარის 30 პროცენტით გაზრდამ, ზაფხულის თვეებში, ადგილობრივი ტემპერატურა საშუალოდ 0,4 გრადუსით უნდა შეამციროს. კვლევის მიხედვით, 2015 წელს, ევროპის 93 ქალაქში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული 6700 ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა; ამის ერთი-მესამედის პრევენცია შესაძლებელი ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად მცირდება

2023 წლის 3 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.17 (-   0.67)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.88   (-   0.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
Menu Title