Tag Archives: #ნავთობი

ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

OPEC+მა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი შეამცირა

OPEC+-ის ექსპერტთა ტექნიკურმა კომიტეტმა შეამცირა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 2021 წელს 300 ათასი ბარელით/დღეში, 5,6 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში. მანამდე OPEC+-ის  ქვეყნები ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილება მიმდინარე წელს გაიზრდებოდა 5,9 მილიონი ბარელით/დღეში, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ. ამასთან, სამშაბათს “ბლუმბერგმა” წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტექნიკური კომიტეტი საუდის არაბეთის წინადადებით შეამცირებს გლობალური ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზს 2021 წელს. ოთხშაბათს გაიმართება ...

Read More »

წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 20%-ზე მეტით გაძვირდა

ოთხშაბათის ვაჭრობის შედეგად, ივნისის ფიუჩერსების ფასი Brent-ის ტიპის ნავთობზე 2,7%-ით დაეცა – ბარელზე 62,74 დოლარამდე, ხოლო WTI-ს ფიუჩერსების მაისის ღირებულება – 2,3%-ით, ბარელზე 59,16 აშშ დოლარამდე. პირველ კვარტალში Brent და WTI გაძვირდნენ 21 და შესაბამისად 22%-ით, თებერვალი კი, ზოგადად ნავთობისთვის საუკეთესო თვე იყო 2020 წლის ნოემბრის შემდეგ. თებერვალში ნავთობის ფასების მკვეთრი 18%-იანი ნახტომი ორივე ბრენდისთვის ძირითადად განპირობებული იყო OPEC+-ის გარიგების ...

Read More »

ლარის გაუფასურების ფონზე, საწვავის კიდევ გაძვირებაა მოსალოდნელი

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავჯდომარე საწვავზე ფასების მოსალოდნელ ზრდის მოლოდინსა და ფასწარმოქმნის ფაქტორებზე საუბრობს. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება დაკავშირებული იყო საერთაშორისო ფასების ზრდით, რასაც ახლა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურებაც დაემატა. დღესდღობით, საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, წლის დასაწყისიდან საშუალოდ 45 თეთრით არის გაძვირებული. ეს არის პირდაპირი ფაქტორი, რომელიც საწვავის ფასზე მოქმედებს და სამომავლოდაც იმოქმედებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ლარის გაცვლითი კურსი. ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

OPEC-ის გენერალური მდივანი სანავთობო ბაზარზე ფრთხილი მოქმედებებისკენ მოუწოდებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC სანავთობო ბაზარზე ფრთხილი მოქმედებისკენ მოუწოდებს. OPEC +”-ის ქვეყნები კვლავ ფრთხილად უნდა იყვნენ სანავთობო ბაზარზე თავიანთ ქმედებებში, რადგან COVID-19 პანდემიის გამო არასტაბილურობა და გაურკვევლობა კვლავ რჩება. ამის შესახებ განაცხადა ოპეკის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ. გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ფრთხილად და ყურადღებით იყვნენ  ცვალებადი საბაზრო პირობების მიმართ. “წინა თვემ ბევრი პოზიტიური მოვლენა მოიტანა, მაგრამ მან ასევე ...

Read More »
საწვავი კიდევ ერთხელ, გაძვირდა

საწვავი ისევ გაძვირდა

დღეიდან საწვავი 2 თეთრით გაძვირდა და 2.66 ლარიდან 2.68 ლარი გახდა.  ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა. გასულ კვირას საწვავის ფასმა კიდევ 3 თეთრით მოიმატა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან. ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი – 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

საწვავის ფასის მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირი” ევროპის ქვეყნებში მარტის თვის საწვავის ფასებს აქვეყნებს. მარტის თვის შუა რიცხვების პერიოდში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,23 ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.85 ...

Read More »

სუეცის არხის გახსნის შემდეგ ნავთობზე ფასები ისევ შემცირდა

მას შემდეგ, რაც სუპერ გადამზიდის მიერ ბლოკირებული სუეცის არხი გაიხსნა, ნავთობზე ფასები ისევ დაეცა. 2021 წლის 30  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,14 (-  0.84) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  60,55 ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

თებერვალში საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

თებერვალში საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. თებერვალში არსებული 2 მილსადენით 2.2 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, კლება იანვართან შედარებით 0.7 მლნ ტონაა. იანვარ-თებერვალში  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP)  ჯამში 5.1 მლნ ტონა ნავთობის გატარება მოხდა.   შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი  31.8  მლნ ტონას შეადგენდა.

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი გაიზარდა

2021 წლის 26  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,57 (+  2,62) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  60,97 (+ 2,41)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

სამხრეთ ირანის საბადოებში ნავთობის მოპოვება 30% -ით გაიზარდა

22 მარტს ირანის სამხრეთ ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად მოჰამმადმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმოება გასული ირანული წლის მეორე ნახევარში (დასრულდა 19 მარტს) 30% -ით გაიზარდა. ამის შესახებ ირანულმა სააგენტომ IRNA-ამ განაცხადა. IRNA– ს ჟურნალისტებთან საუბრისას, კომპანიის დირექტორმა ასევე გააკეთა პროგნოზი, რომ ახალი ირანული წლის განმავლობაში კომპანიის წარმოების მოცულობა კიდევ 10% –ით გაიზრდება. მან აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს, ერთი მხრივ, მოპოვების 10% -ით შემცირებას ...

Read More »
Menu Title