Tag Archives: #ნავთობი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

რუსეთის მარშრუტით ყაზახური ნავთობის მიწოდება შესაძლოა, 4-ჯერ შემცირდეს – როდის გაფორმდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე საბოლოო კონტრაქტი

კასპიის მილსადენის კონსორციუმით (CPC) ყაზახური ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე შესაძლოა, 15 მილიონ ტონამდე შემცირდეს. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს. როგორც ცნობილია, CPC-ის რუსულმა ოპერატორმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ყაზახური ნავთობექსპორტის მთავარ მარშრუტზე მიწოდება ისევ შემცირდა, რის მიზეზადაც კონსორციუმმა ნოვოროსიისკში ნავთობის ორი ნავმისადგომის დაზიანება დაასახელა. კონსორციუმი სულ ჩატვირთვის სამ მოწყობილობას იყენებს, რომლიდანაც ორი ერთეულის კორპუსზე მყვინთავებმა აგვისტოში ბზარები აღმოაჩინეს. ამჟამად ჩატვირთვის ოპერაციები მხოლოდ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.48 (+3.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.67 (+3.31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაზარდა

2022 წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთიდან $68,4 მილიონის ნავთობპროდუტების ექსპორტი განხორციელდა,რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 2,5-ჯერ მეტია. ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები, იანვარ-ვნისში ძირითადად თურქეთში ($26 მილიონი) და ჩინეთში ($9,5 მილიონი) გაყიდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყირგიზეთმა ნავთობპროდუქტები მალტაში ($7,1 მილიონი), ბელგიაში ($4,7 მილიონი), ნიდერლანდებში ($4,2 მილიონი) და სხვა ქვეყნებში გაიტანა.

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ტოპ იმპორტიორებში რომპეტროლი სოკარს ანაცვლებს

ივლისის იმპორტიორთა ხუთეულში ,,რომპეტროლ საქართველო’’ ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ ანაცვლებს. დანარჩენი ოთხეული კი იგივეა. შესაბამისად, 2022 წლის ივლისის ტოპ 5 იმპორტიორი ასეთია: Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; რომპეტროლ საქართველო; სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი); ტოიოტა კავკასია. 2021 წლის ივლისის ტოპ იმპორტიორები: Caucasian Metals Terminal; კავკასიის ავტოიმპორტი; სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი; სან პეტროლიუმ ჯორჯია(გალფი); ტოიოტა კავკასია. შეგახსენებთ, ივლისში იმპორტმა $1.1 მლრდ (+26.3% Y.Y) შეადგინა. ტოპ საიმპორტო ქვეყნები:1. თურქეთი – $183.6 მლნ; 2. რუსეთი $169.1მლნ; 3. ჩინეთი $96.2მლნ. ტოპ იმპორტირებული პროდუქცია: ნავთობიდა ნავთობპროდუქტები – $141.8 მლნ-ის 118.5 ათასი ტ. მსუბუქიავტომობილები – $111.1 მლნ-ის 8572 ერთეული. სპილებძისმადნები და კონცენტრანტები – $74.6 მლნ-ის 32.9 ათასი ტ. წყარო: ...

Read More »

ნავთობის ფასი 2%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილა

ორშაბათს, 22 აგვისტოს  მას  შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებთან ირანის ბირთვული შეთანხმება განიხილა ნავთობის ფასი 2%-ით დაეცა – ამის შესახებ ინფორმაციას  Businessinsider ავრცელებს. მათივე ინფორმაციით Brent – ის ნავთობზე  გლობალური საორიენტაციო ფასი 1,56% -ით დაეცა და ბარელზე  95,21 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო WTI ნავთობის ფასი 1,43%-ით დაეცა და ბარელზე 89,47 დოლარი  შეადგინა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათ-კვირას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე ისაუბრა – ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა ფასები უკვე 30-40 თეთრამდე შეამცირეს

ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საწვავზე ფასის კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და პრემიერის განცხადების შემდეგ, ეს დიდი ქსელების წარმომადგენლებმა, საჯაროდაც დაადასტურეს. „ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ...

Read More »

აშშ მომავალ წელს ნავთობის რეკორდული რაოდენობის გამომუშავებას აანონსებს

შეერთებული შტატები ნავთობის მოპოვების რეკორდულ ზრდას გეგმავს. შესაბამისი რიცხვი 2023 წელს არის მოსალოდნელი. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმმა განაცხადა. „როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გლობალურმა ბაზრებმა მილიონობით ბარელი დაკარგა. ვინაიდან ნავთობით ვაჭრობა ხდება გლობალურად, ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ საწვავის დაკარგული რაოდენობა“, – აცხადებს მინისტრი. ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლისთვის შტატები დღეში 12,7 მილიონ ბარელ ნავთობს გამოიმუშავებს. ახლა ეს მაჩვენებელი 12 ...

Read More »

რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია

ჩინეთის საბაჟო გენერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა 7,15 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 7,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters წერს. რუსეთმა ჩინეთს ივლისში, დღეში დაახლოებით 1,68 მილიონი ბარელი მიაწოდა. ამჟამად ჩინეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობის იმპორტმა რუსეთიდან 48,45 მლნ ტონა შეადგინა, რაც 4,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით, მაგრამ მაინც ჩამორჩება საუდის არაბეთს, რომელმაც ჩინეთს ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

საქართველოს რამდენად აქვს შანსი შუააზიური ნავთობის გამტარებელი ქვეყანა გახდეს

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CRC) განცხადებას, რომ ნავთობის მიწოდება ისევ შემცირდა, ქართველი ენერგეტიკოსები ეხმაურებიან. სპეციალისტები “ბიზნეს-რეზონანსთან” აცხადებენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ახალი მილსადენის მსენებლობის საჭიროება არ არის, თუმცა თუკი სამომავლოდ მოთხოვნა გაიზრდება, ტეორიულად დასაშვებია ახალი მილსადენის მშენებლობა. ამ ეტაპზე კი საქართველოს გამტარუნარიანობა იზრდება და ეძლევა შესაძლებლობა, რომ არსებული მილადენები სრულად დაიტვირთოს. საუბარია ასევე საქართველოს რკინიგზის გადაზუიდვების სერიოზულ ზრდაზე, რაც საქართველოსთვის დიდი ფინანსური ...

Read More »

“ვმუშაობთ ყაზახეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე”

მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების ე.წ. შუა კორიდორში, ანუ ტრანსკასპიურ დერეფანში მოზიდვის საკითხზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მთავრობას უმაღლესი დონის შეხვედრები ქონდა თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. “ჩვენ ვიხილავდით ზუსტად ამ საკითხებს – როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე. ამაზე ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთში და მათ შორის ყაზახეთშიც. ...

Read More »
Menu Title