Tag Archives: #ნავთობი

SOCAR რუსეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებას წყვეტს

აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) ბაქო–ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას წყვეტს. ამის შესახებ სააგენტო როიტერს კომპანიიდან კონფიდენციურმა წყარომ აცნობა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაქო–ნოვოროსიისკის მილსადენით მაისში გასატარებელ მოცულობებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენზე გადაამისამართებს. ამ გადაწყვეტილების კიდევ ერთი საფუძველი შეიძლება იყოს ნავთობის გართულებული რეალიზაცია ნოვოროსიისკის პორტიდან. ტრეიდერები რუსული ნავთობისგან თავს შორს იჭერენ, ვინაიდან საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების დაზღვევაზე, საერთაშორისო სანქციების გამო. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 27 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.32  (+  0.33)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.02  (+  0.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას შეუდგა

კრემლმა თავისი ყველაზე მძლავრი ეკონომიკური იარაღი მოქმედებაში მოიყვანა და ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას შეუდგა. პირველი ქვეყანა პოლონეით აღმოჩნდა, რომელმაც ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რუსეთი პოლონეთს „იამალის“ მილსადენით ბუნებრივ გაზს აღარ აწვდის, რის გამოც პოლონეთის გარემოს დაცვის სამინისტროში კრიზისული ჯგუფი შეიკრიბა. პოლონეთის ენერგეტიკულ კომპანიაში დაადასტურეს მიწოდების შეწყვეტა და აღნიშნეს, რომ კომპანიას ამასთან დაკავშირებით „გაზპრომისგან“ ოფიციალური განმარტება არ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.7 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,7 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 414,424 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  1,57   მილიონი ბარელით  და შეადგინა  230,805  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  1,45  მილიონი ბარელით და შეადგინა  107,286 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

ზელენსკი – სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე ევროკომისიას უკრაინულ სამრეწველო საქონელსა და საკვებ ტარიფებზე კვოტების გაუქმებისთვის. განვიხილეთ შემდგომი მხარდაჭერა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

Read More »

2015-2021 წლებში ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების მიმართულებით 219 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული

საქართველოში, მიმდინარე მომენტისთვის, ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების 27 ხელშეკრულების საფუძველზე, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული, 10  ინვესტორი ახორციელებს.  ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს. როგორც საგენტოში აცხადებენ, 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ღია საერთაშორისო ტენდერი ხმელეთის 15 სალიცენზიო ბლოკზე და შავი ზღვის ერთ სალიცენზიო ბლოკზე. საქართველოში ნავთობისა და ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთს საწვავის გაყიდვით მიღებული შემოსავალი გაუორმაგდა

უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის წიაღისეული საწვავის მისყიდვით მიღებული შემოსავალი. ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინანსური ცენტრის CREA-ს ინფორმაციით, მიუხდავად იმისა, რომ გაყიდვების მოცულობა შემცირდა, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მიიღო ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან. გამოცემა The Guardian-ი CREA-ზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ექსპორტით, 24 თებერვლიდან პერიოდში, რუსეთმა 44 ...

Read More »

2015 წლის შემდეგ პირველად ევროპაში აშშ-ის ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჩავიდა

ტანკერმა Solana-მ 2 მლნ ბარელი ნედლი ნავთობის ნაწილი ესპანეთში, ბილბაოს პორტში ჩამოტვირთა, დარჩენილი ნაწილი კი გერმანიაში (ვილჰელმსჰაფენში) და ნიდერლანდებში (როტერდამში). ტანკერი Solana მექსიკის ყურეში, მცირე გემებიდან დაიტვირთა აშშ-ის ნავთობით. როგორც წესი, ევროპაში აშშ-დან ნედლი ნავთობი მცირე, 600 ათასიდან 1 მლნ ბარელამდე ტევადობის გემებით გადაიზიდება, 2 მლნ ბარელიანი სუპერტანკერები კი გრძელ მარშრუტებზე, მაგალითად, აშშ-სა და აზიას შორის გამოიყენება, მაგრამ რამდენადაც უკრაინაში ...

Read More »

ჩინეთში გამოცხადებული ლოქდაუნის ფონზე, ნავთობის ფასი მცირდება

2022 წლის 26 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  104.41 (-0.51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.87 (-0.83)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

2022 წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება

Reuters-ის ინფორმაციით, დასავლური სანქციების გამო, 2022 წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება. საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტებიდან მოიპოვა. Reuters-ის თანახმად, მიმდინარე წელს რუსული ნავთობის მოპოვება, შესაძლოა, 433,8 მლნ ტონამდე შემცირდეს, რაც 2003 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იქნება. ამ წელს რუსეთმა 421 მლნ ტონა ნავთობი პოიპოვა. ამასთან, წარმოების შემცირების ეს მასშტაბი 1990 წლის შემდეგ ყველაზე ...

Read More »