Tag Archives: #ნავთობი

აზერბაიჯანული ნავთობი შემცირებას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,78  აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 105,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

პრემიერის მითითების შესრულებამდე 4 დღეა დარჩენილი, იმპორტიორებმა საწვავზე ფასი 5-10 თეთრით შეამცირეს

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფების გზებს ეძებს. კონკურენციის სააგენტოს 4 დღე დარჩა იმისათვის, რომ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება დეტალურად შეისწავლოს და დასკვნა წარმოადგინოს. უცნობია, რა დასკვნას ექნება სააგენტოს და რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუმცა ფაქტია, რომ პრემიერის მოწოდების შემდეგ, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი 5-10 თეთრით გაიაფდა. სპეციალსიტები ამბობენ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება პრობლემა მოგვარდება.  ბიზნესის გარდა, ყველა ამბობს, რომ საქართველოში საწვავის ...

Read More »

“დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ომანში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ენერგომატარებლებს ევროპის გარდა უამრავი  მყიდველი ჰყავს და ევროპის ბაზრის თუნდაც სრულად ჩაკეტვა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „დაე, დასავლეთმა გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ადრე უხდიდა რუსეთის ფედერაციას და აუხსნას თავის მოსახლეობას, რატომ უნდა გაღარიბდნენ ისინი“, – განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ...

Read More »

გურამ გურამიშვილი: წელიწადში 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხდება

ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს. “უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ ...

Read More »

იელენი: რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო გლობალურ ეკონომიკას საფრთხის წინაშე აყენებს

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეკონომიკა კვლავ მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდა. იელენი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ეკონომიკური ვითარება გლობალურ რისკებს წარმოშობს. “ეკონომიკური პერსპექტივა ძალიან გაურკვეველია, გლობალური საფრთხე კი – საკმაოდ რეალური. მე ვღელავ სასაქონლო ბაზრებზე, რუსეთიდან და უკრაინიდან შეფერხებულ ექსპორტზე, რომელიც ...

Read More »

იანვარ-აპრილში ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობისა და გაზის იმპორტი

ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8,9%-ით შემცირდა და 35,86 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო ნავთობი – 4,8%-ით და 170,88 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, ღირებულებითი თვალსაზრისით, გაზის იმპორტი ჩინეთში 59,9%-ით გაიზარდა და 21,64 მლრდ დოლარი შეადგინა, ნავთობი – 49,7%-ით და 116,07 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, ბლუმბერგმა ტრეიდერებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ თხევადი ბუნებრივი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 10  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.88 (+3.23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.29 (+3.26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ ...

Read More »

საუდის არაბეთმა ნავთობის ფასი შეამცირა

ჩინეთის მიერ ახალი ფართომასშტაბიანი ანტი კოვიდ ღონისძიებებისა და რუსეთის მხრიდან მიწოდების გაურკვევლობის ფონზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საუდის არაბეთმა ნავთობზე ფასი პირველად შეამცირა. ერთი ბარელის ღირებულება 9,35 დოლარის ნაცვლად 4,40 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამას გარდა, ფასებმა დაიკლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვისაც, ამერიკისთვის კი ის ისევ მაისის დროინდელი ღირებულების დარჩა. საუდის არაბეთის მიერ ნავთობის ფასის ცვლილება დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე ...

Read More »

იაპონური Idemitsu უარს ამბობს რუსეთისგან ნავთობის შეძენაზე

იაპონიის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Idemitsu, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთიდან ნავთობის ეტაპობრივად გაყვანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. „ჩვენ წარსულში ვახორციელებდით რუსეთიდან ნავთობის იმპორტს, მაგრამ ნათლად ვაცხადებთ, რომ მომავალში ნავთობის იმპორტს არ ვაპირებთ“, – განაცხადა შუნ-იჩი კიტომ. 5 მაისს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიტი ჰაგიუდამ განაცხადა, რომ ტოკიო არ აპირებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი, ...

Read More »
Menu Title